როგორ დავბეჭდო Google ფორმა?

  • Profile Image
    RuslaniFutkaradze01
    Asked on May 11, 2021 at 10:23 AM

    გამარჯობა, 

    Google ფორმების გამოყენებით შევქმენი ონლაინ ფორმა რათა შემეგროვებინა ინფორმაცია მოსწავლეებისგან და მათი მშობლებისგან. ახლა მჭირდება აღნიშნული ფორმის დაბეჭდვა, მაგრამ არ ვიცი შესაძლებელია თუ არა Google ფორმების დაბეჭდვა. 

    მაინტერესებს, აქვს თუ არა JotForm-ს ფორმების და მონაცემების დაბეჭდვის ფუნქციონალი?


  • Profile Image
    Niko_N
    Answered on May 11, 2021 at 10:53 AM

    გამარჯობა!

    როგორ დავბეჭდო Google ფორმა?

    1. გადადით Google ფორმებზე და შექმენით ფორმა
    2. როგორც კი შექმნით ფორმას, დააკლიკეთ ზედა ნაწილში მოცემულ სამი წერტილის მენიუს
    3. დააკლიკეთ დაბეჭდვის ღილაკს
    4. აირჩიეთ სასურველი პრინტერი
    5. მოარგეთ გვერდის სასურველი პარამეტრები
    6. დააკლიკეთ დაბეჭდვის ღილაკს
    7. თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის სცადოთ მძლავრი ფუნქციონალის მქონე Jotform და გადმოიტანოთ თქვენი Google ფორმები ჩვენთან.


    მაგრამ, ვფიქრობ თქვენი მიზნები უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ აღნიშნული ფუნქციონალი. თუ გსურთ შექმნათ დიდებული დიზაინის მქონე დოკუმენტები მომხმარებლის მონაცემების გამოყენებით, JotForm-ის PDF რედაქტორი საშუალებას გაძლევთ ავტომატურად აქციოთ ფორმის მონაცემები სასურველ PDF ფაილებად. 


    მოცემულ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი PDF შაბლონების მზა კოლექცია:

    https://www.jotform.com/pdf-templates/

    JotForm-ს აქვს მრავალი მძლავრი ფუნქციონალი რათა მარტივად შექმნათ სასურველი ფორმა და დაბეჭდოთ იგი. ეწვიეთ მოცემულ გვერდს რათა იხილოთ თუ რატომ არის Jotform საუკეთესო Google ფორმების ალტერნატივა:

    https://www.jotform.com/ka/google-forms-alternative/


    თუ გსურთ შექმნათ სასურველი ფორმა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ JotForm-ის ფორმის შაბლონები. ამისათვის მიჰყევით მოცემულ ეტაპებს:

    1. ეწვიეთ მოცემულ ლინკს https://www.jotform.com/ka/form-templates/
    2. გახსენით სასურველი შაბლონი რომლის გამოყენებაც გსურთ:1620743541_609a95753b083_
    3. დააკლიკეთ ღილაკს შაბლონის გამოყენება:1620743723_609a962b92b36_


    ახლა თქვენ შეგიძლიათ დაბეჭდოთ თქვენი ფორმა PDF დოკუმენტის სახით. ამისათვის არსებობს რამოდენიმე მეთოდი:

    1) თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფორმის დაბეჭდვა ონლაინ ფორმაზე ბეჭდვის ღილაკის დამატებით:

    1620745136_609a9bb08bfb4_

    2) თქვენ ასევე შეგიძლიათ გადმოწეროთ თქვენი ფორმის შესაბამისი შევსებადი PDF დოკუმენტი:

    1620744701_609a99fd71560_

    თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, აუცილებლად გვაცნობეთ. ყოველთვის მოხარულები ვართ დაგეხმაროთ.

    საუკეთესო სურვილებით,

    ნიკო ნ.