ბიზნეს სერვისები
ფორმის მართვა და ავტომატიზაციაn ბიზნესისათვის
Jotform Enterprise არის ნომერ პირველი ვებ ფორმის მშენებელი პლატფორმა ბიზნესისათვის მსოფლიო მასშტაბით. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე სახის კოდის წერის გამოცდილება ან ტექნიკური ცოდნა. მხოლოდ ინტერნეტ კავშირითა და ვებ-ბრაუზერით, მაუსის რამოდენიმე კლიკით შეძლებთ მშვენიერი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული ფორმების შექმნას. დამატებით, თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ ინახება ონლაინ.
Jotform Enterprise არის მსხვილი კომპანიებისა და დაწესებულებების სანდო პარტნიორი.
ბიზნეს ფორმის შაბლონები
Jotform Enterprise საშუალებას გაძლევთ წუთებში შექმნათ სასურველი ფორმა. დაათვალიერეთ ჩვენი უფასო ბიზნეს ფორმის შაბლონები და აირჩიეთ სასურველი. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ აღნიშნულ შაბლონებს ჭკვიანი ფუნქციონალი, როგორიცაა პირობითი ლოგიკა რომელიც გამოაჩენს ან დამალავს თქვენი ფორმის ველებს მომხმარებლის პასუხების შესაბამისად.
უსაფრთხოება
დაიცავით კონფიდენციალურობა
ინფორმაციის შეგროვება მომხმარებლებისგან, თანამშრომლებისგან ან ნებისმიერი სხვა ჩართული პირისგან იყო ყოველთვის საკმაოდ რთული. როგორც კი შეაგროვებთ სენსიტიურ მონაცემებს, თქვენ ასევე უნდა უზრუნველყოთ მისი კონფიდენციალურობის დაცვა. Jotform Enterprise ამარტივებს თქვენი კომპანიის ნებისმიერი პირისათვის სასურველი ფორმების შექმნას და მონაცემების შეგროვებას უსაფრთხო და დაცული სახით. თქვენი მონაცემები განთავსდება გამოყოფილ Jotform სერვერზე და თქვენ გექნებათ სრული კონტროლი თუ ვის შეძლებს თქვენს ფორმებსა და მონაცემებზე წვდომას. Jotform Enterprise ასევე არის SOC 2 შესაბამისი, იდეალური ბიზნესისათვის რომელსაც სურს მონაცემების შენახვა მაქსიმალური უსაფრთხოებით.
იღებთ ონლაინ გადახდებს პროდუქციის ღირებულების ან ნებისმიერი სხვა მომსახურებისათვის? Jotform Enterprise არის PCI დონე 1 შესაბამისი - იყენებს საბანკო დონის უსაფრთხოებას. დამატებით, თუ თქვენი ბიზნესი აგროვებს ჯანმრთელობის სენსიტიურ ინფორმაციას ან გსურთ უსაფრთხოების დამატებითი დონით სარგებლობა, Jotform Enterprise ასევე გთავაზობთ HIPAA-შესაბამის ფორმებს.
მარტივად გამოყენებადი
ბიზნეს მენეჯმენტი
ბიზნესის მართვა დაკავშირებულია ყოველდღიურ გამოწვევებთან. მონაცემების სწრაფად შეგროვება და დამუშავება სავარაუდოდ არის აღნიშნული სიის სათავეში. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია დაემშვიდობოთ ძველი სტილის ქაღალდის ფორმებს და გადახვიდეთ ონლაინ ციფრულ ფორმებზე. თქვენ მომენტალურად გააუმჯობესებთ თქვენი ორგანიზაციის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესს - ციფრული ფორმები არის მობილურზე მორგებული, მარტივად არის შესაძლებელი კიოსკის რეჟიმში ჩართვა და შესაძლებელია მათი შევსება თუნდაც ინტერნეტ კავშირის გარეშე. Jotform Enterprise ასევე მოიცავს პოპულარული ბიზნეს პროგრამების ინტეგრაციებს, რომელიც გეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაო პროცესი.


მოქნილობა
შეაგროვეთ მონაცემები ნებისმიერი ადგილიდან
ყველას შეუძლია სწრაფად შექმნას და გაუშვას ონლაინ ფორმა Jotform Enterprise-ს ბაზრის მოწინავე ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ ონლაინ შეკვეთის ფორმა, მომხმარებლის ლიდების გენერაციის ფორმა ან თანამშრომლის შვებულების მოთხოვნის ფორმა - სულ რამოდენიმე წუთში თქვენ შექმნით და გამოაქვეყნებთ ონლაინ ფორმებს თქვენი უნიკალური URL მისამართით. როგორც კი დაიწყებთ, თქვენ აღმოაჩენთ Jotform Enterprise-ს გამოყენების განუსაზღვრელ შესაძლებლობებს. დამატებით, თქვენი ფორმების შევსება შესაძლებელია დესკტოპ კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან ან სმარტფონიდან - თუნდაც ინტერნეტ კავშირის გარეშე.
გააუმჯობესეთ მენეჯმენტი
ადმინისტრაციული ხელსაწყოები
თქვენი ბიზნესის მართვა მოითხოვს მუდმივ ფოკუსირებას და გამბედაობას. თქვენ მუდმივად გიწევთ ონლაინ შეკვეთებზე, მოთხოვნებსა და შიდა სამუშაო პროცეზებზე მუშაობა. Jotform Enterprise მოიცავს მძლავრ რეპორტირებისა და მონაცემთა ანალიზის ხელსაწყოებს რათა დაგეხმაროთ გაანალიზოთ და უკეთესად გამოიყენოთ თქვენი მონაცემები. თქვენი რეპორტები მომენტალურად განახლდება ფორმის თითოეული გამოხმაურების მიღებისას.
თქვენს სამუშაო პროცესზე მორგებული
ინტეგრაციები
Jotform Enterprise მოიცავს ინტეგრაციებს ეფექტურ პროგრამულ ხელსაწყოებთან, რომელიც გეხმარებათ მართოთ თქვენი სამუშაო პროცესები. აღნიშნული ინტეგრაციები მოიცავს ყველაფერს - CRM და ღრუბლოვანი საცავის გადაწყვეტილებით დაწყებული, გადახდის სისტემებითა და პროექტების მართვის პანელებით დამთავრებული! შემდეგ, როდესაც თქვენი თანამშრომლები, მომხმარებლები ან პარტნიორები შეავსებენ თქვენს ფორმას, გამოგზავნილი ინფორმაცია ავტომატურად გამოჩნდება თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებში.