Jotform Enterprise ხშირად დასმული შეკითხვები
გაქვთ კითხვა Jotform Enterprise-თან დაკავშირებით? მიიღეთ პასუხები აქ!
თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.
-
არის თუა არა მოთხოვნა მომხმარებლების მინიმალურ რაოდენობაზე?
Jotform Enterprise საწყისი პაკეტი არის მინიმალური საწყისი ვარიანტი, რომელიც მოიცავს 5 ნებადართულ მომხმარებელს. დამატებითი ნებადართული მომხმარებლების შეძენა შესაძლებელია 5 კაციანი ნაკრებების სახით. თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლების დამატება შეუზღუდავი ოდენობით.
-
როგორ შემიძლია განვსაზღვრო მომხმარებელების საჭირო რაოდენობა?
"მომხმარებელი" არის განსაზღვრული როგორც ინდივიდუალური პიროვნება ვისაც აქვს თქვენი Jotform Enterprise-ის ანგარიში რათა
- შექმნას/დაარედაქტიროს ფორმები,
- დაამატოს ინტეგრაციები, და/ან
- ნახოს/დაარედაქტიროს/ანალიზი გაუკეთოს გამოგზავნილ ინფორმაციას პირდაპირ ფორმების გამოგზავნების მონაცემთა ბაზაში.
Jotform Enterprise განასხვავებს მომხმარებლის ორ ფუნქციურ დონეს - მომხმარებელი და ადმინისტრატორი. თქვენ განსაზღვრავთ თითოეული მომხმარებელის სტატუსს, იქნება ის მომხმარებელი თუ ადმინისტრატორი.
სტანდარტულად, მომხმარებელს შეუძლია შექმნას ფორმები და შეამოწმოს გამოგზავნილი ინფორმაცია მხოლოდ თვითონ. მომხმარებლებს შემდეგ შეუძლიათ გაუზიარონ წვდომა ერთ, ზოგიერთ ან ყველა ფორმაზე და/ან მონაცემებზე ერთ, ზოგიერთ ან ყველა სხვა მომხმარებელს იმავე Enterprise სერვერზე.
ადმინისტრატორი მართავს თქვენს Jotform Enterprise ანგარიშს. ეს მოიცავს მომხმარებლების დამატებას და წაშლას, ფორმის წარმადობის მეტრიკის გადახედვას და სხვა მოვალეობებს. გარდა ამისა, ადმინისტრატორს ასევე შეუძლია ფორმების შექმნა და ფორმების გამოგზავნების ინფორმაციის ნახვა. ადმინისტრატორს აქვს წვდომა ყველა ფორმასა და ინფორმაციაზე თქვენი Jotform Enterprise ანგარიშის ირგვლივ. HIPAA შესაბამისობის შემთხვევაში, ადმინისტრატორს შეუძლია მხოლოდ იმ ფორმების მონაცემებზე წვდომა რომლებიც გაზიარებულია ფორმის მფლობელების მიერ.
-
როგორ შემიძლია განვსაზღვრო მომხმარებელების საჭირო რაოდენობა?
როდესაც ცდილობთ მომხმარებლების რაოდენობის გასნსაზღვრას, გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ჩვენი სალიცენზიო ხელშეკრულების მოთხოვნების მიხედვით თითოეული მომხმარებელი უნდა იყოს ერთადერთი პიროვნება ერთადერთი ინდივიდუალური იმეილის მისამართით. ჯგუფური მეტსახელები როგორიცაა marketingi@kompania.ge არ არის ნებადართული, ისევე როგორც ანგარიშზე წვდომის დეტალების გაზიარება სხვა ცალკეული პირებთან. IT აუდიტისა და მონიტორინგისათვის, თითოეული შესვლა უნდა იყოს დაკავშირებული უნიკალურ პიროვნებასთან, როგორც საუკეთესო პრაქტიკა.
მაგალითად, Jotform Enterprise-ით, თქვენ შეიძლება გყავდეთ ორი ადმინისტრატორი და 18 მომხმარებელი. ეს არის ჯამში 20 მომხმარებელი, შესაბამისად თქვენ უნდა შეიძინოთ წვდომა თითოეული პიროვნებისათვის. დამატებით, თითოეულ მათგანს სჭირდება მომხმარებლის სახელი და პაროლი. ადმნისტრატორს შეუძლია შეცვალოს მომხმარებლის სახელი და პაროლი ნებისმიერ დროს.
-
არიან თუ არა ჩემი კლიენტები / თანამშრომლები / ვიზიტორები ვინც ავსებს ფორმას, მიჩნეული როგორს "მომხმარებელი"?
კლიენტი, რომელიც ავსებს თქვენს ონლაინ ფორმას არ ითვლება როგორც "მომხმარებელი". მხოლოდ პიროვნებები, რომლებიც ქმნიან ფორმებს, ანალიზს უკეთებენ გამოგზავნილ ინფორმაციას ან მართავენ თქვენს Jotform Enterprise ანგარიშს ითვლებიან როგორც "მომხმარებელები" და/ან "ადმინისტრატორები".
-
რა არის Jotform Enterprise ანგარიშის უპირატესობა მრავალ ერთ-მომხმარებლიან ანგარიშთან შედარებით?
პრობლემა ერთ მომხმარებლიან ანგარიშებთან მსხვილ ორგანიზაციებში არის მრავალჯერადი:
ერთმომხმარებლიანი ანგარიშის შემთხვევაში, ფორმები, შეგროვებულ მონაცემებთან ერთად, ტექნიკურად ეკუთვნის მომხმარებელს. თუ და როცა ეს პიროვნება დატოვებს თქვენს ორგანიზაციას, ფორმებიც და ინფორმაცია თან გაყვება. მოცემული ინფორმაცია უნდა ეკუთვნოდეს ორგანიზაციას, მარგამ ერთმომხმარებლიანი ანგარიშით ასე არ ხდება. Jotform Enterprise-ის შემთხვევაში, ადმინისტრატორს შეუძლია უბრალოდ გადასცეს აღნიშნული ადგილი სხვა მომხმარებელს, უზრუნველყოფს ინფორმაციის დარჩენას თქვენს ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, ერთმომხმარებლიან ანგარიშებს არ აქვთ კავშირი სხვა JotForm-ის ანგარიშებთან. ეს ნიშნავს იმას რომ არ გაქვთ შესაძლებლობა გააზიაროთ და იმუშაოთ უკვე შექმნილ ფორმებზე ერთდროულად, ან გქონდეთ წვდომა სხვა მომხმარებლების ფორმის მონაცემებზე.
თითოეული წვდომა ფორმების ინფორმაციაზე აუცილებელია დაკავშირებული იყოს უნიკალურ პიროვნებასთან თავისი ამოცნობადი შესვლის დეტალებით. ერთმომხმარებლიანი პაკეტების შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობს ფორმის მონაცემების გაზიარების ფუნქციონალი, მომხმარებლები ახდენენ ანგარიშში შესვლის ინფორმაციის გაზიარებას, რაც წარმოადგენს JotForm-ის გამოყენების წესებისა და პირობების დარღვევას.
გაითვალისწინეთ რომ ბოლო პუნქტი შეიძლება იქცეს გაცილებით სერიოზულ სამართლებრივ კანონდარღვევად, რადგან HIPAA რეგულაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე თითოეული წვდომა ჯანმრთელობის დაცულ ინფორმაციაზე უნდა იყოს შესამჩნევი და დაკავშირებული ინიდივიდუალური მომხმარებლის ანგარიშის წვდომის დეტალებთან.
-
რა განსხვავებაა Jotform Enterprise-სა და სტანდარტულ (ბრინჯაო / ვერცხლი / ოქრო) პაკეტებს შორის?
ჩვენი ტრადიციული, სტანდარტული პაკეტები (დამწყები, ბრინჯაო, ვერცხლი და ოქრო) არის ერთ-მომხმარებლიანი სატარიფო გეგმები რომლებიც ფუნქციონირებენ საზიარო სერვერებზე და გააჩნიათ მხოლოდ ონლაინ მხარდაჭერა.
Jotform Enterprise არის ერთადერთი მრავალმომხმარებლიანი პაკეტი სადაც ადმინისტრატორს აქვს კონტროლი განსაზღვროს და მიანიჭოს წვდომის სხვადასხვა დონეები მომხმარებლებს და ამ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთთან კოლაბორაცია. დამატებით, ის ფუნქციონირებს თქვენი ორგანიზაციისთვის გამოყოფილ სერვერზე და გააჩნია თქვენთვის გამოყოფილი ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი სწრაფი დახმარებისა და გაუმართაობის აღმოფხვრისათვის.
განსხვავებების მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.jotform.com/help/587-what-is-the-difference-between-jotform-enterprise-and-standard -
მჭირდება თუ არა რაიმე სპეციალური პროგრამა?
Jotform Enterprise არის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კომპიუტერული პროგრამების ნაირსახეობა, რაც ნიშნავს იმას რომ თქვენ არ გჭირდებათ დააყენოთ არანაირი პროგრამა თქვენს კორპორატიულ სერვერებზე ან კომპიუტერში. საჭიროა მხოლოდ ვებ-ბრაუზერის, როგორიცაა Chrome, Firefox ან Safari, ინსტალაცია.
-
რამდენად სწრაფად მოხდება ჩვენი ანგარიშის გამართვა?
მას შემდეგ რაც მოაწერთ ხელს Enterprise ხელშეკრულებას, ჩვენ შეგვეძლება თქვენი სერვერის გამართვის დაწყება, არსებული ფორმებისა და მონაცემების გადატანა (არსებობის შემთხვევაში) და მოგაწვდით თქვენი სერვერის დეტალებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
-
შეუძლიათ თუ არა კლიენტებს შეავსონ თავიანთი ფორმები სმარტფონით ან ტაბლეტით?
Jotform Enterprise ფორმები არის დინამიური და შეუძლია იმუშაოს პრაქტიკულად ნებისმიერ ვებ ბრაუზერზე, სმარტფონსა და ტაბლეტზე.
-
არის თუ არა შეზღუდვები ფორმებზე, გამოგზავნებზე, და ა. შ?.?
Jotform Enterprise-ს არ აქვს არანაირი შეზღუდვა ფორმების რაოდენობაზე, გამოგზავნებზე, ფორმის ველებზე, გადახდებზე, API გამოძახებებზე და მეხსიერებაზე.
-
შემიძლია თუ არა გადახდების მიღება ჩემი ფორმების გამოყენებით?
Jotform Enterprise გთავაზობთ ინტეგრაციებს მსხვილ გადახდის სისტემებთან, როგორიცაა Stripe, Square, PayPal, Authorize.Net და მრავალი სხვა.
როდესაც თქვენ შექმნით გადახდის ფორმას, თქვენ შეიყვანთ თქვენთვის სასურველი გადახდის სისტემის ანგარიშის მონაცემებს. როცა ეს პროცესი დასრულდება, თქვენ შეგეძლებათ დაიწყოთ ონლაინ გადახდების მიღების დაწყება.
გარდა ამისა, Jotform Enterprise-ს არ გააჩნია დამატებითი საკომისიო თითოეული ოპერაციისთვის. თქვენ მხოლოდ იხდით სტანდარტულ საკრედიტო ბარათის დამუშავების საფასურს.
-
ხელმისაწვდომია თუ არა შეთანხმება მომსახურების დონის შესახებ?
როდესაც თქვენ შეიძენთ Jotform Enterprise-ს, შეთანხმება მომსახურების დონის შესახებ (SLA) შეტანილია როგორც შესყიდვის ხელშეკრულების ნაწილი. მოცემული ხელშეკრულება არის მინიმალური ერთწლიანი პერიოდისათვის და მოიცავს ყველა წესებსა და პირობებს, საერთო ღირებულებასთან ერთად. თქვენი Jotform Enterprise ანგარიშის დასაწყებად, თქვენ უნდა მოაწეროთ მოცემულ ხელშეკრულებას.
-
შეუძლია თუ არა ჩემს იურიდიულ განყოფილებას წესები და პირობები/კონტრაქტი/BAA/DPA ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების ჩვენს მოთხოვნილებაზე მორგება?
დიახ, JotForm-ს შეუძლია სამართლებრივი დოკუმენტებში ცვლილებების მოთხოვნის მორგება, ან მოგცეთ საშუალება გამოიყენოთ თქვენი საქმიანი პარტნიორობის ხელშეკრულება როგორც შეთანხმების შედგენის საფუძვლად.
-
ჩემს IT კომპანიას აქვს ხელშეკრულების დოკუმენტაციის სია და კითხვარები; შეგიძლიათ შეავსოთ ისინი?
დიახ, Jotform-ის უსაფრთხოების გუნდს შეუძლია იმუშაოს თქვენს გუნდთან ერთად რათა უზრუნველყოს ყველა IT უსაფრთხოების და იურიდიული ტიპის კითხვებზე სათანადო პასუხების გაცემა.
ზოგადი
-
Რა ღირს?
Jotform Enterprise პაკეტის ფასი განისაზღვრება მომხმარებელთა რაოდენობიდან გამომდინარე. საგანმანათლებლო და არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ 30 პროცენტიანი ფასდაკლების მიღება. გათვალისწინებული ფასდაკლებები არ არის ხელმისაწვდომი HIPAA სერვერის ღირებულებისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით გაყიდვების გუნდს.
-
შემიძლია თუ არა გადავიხადო ყოველთვიურად?
Jotform Enterprise-ის სერვისის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ ყოველწლიურად. თვიდან-თვემდე გადახდის გეგმა არ არის ხელმისაწვდომი.
-
შემიძლია თუ არა დავამატო უფრო მეტი მომხმარებელი ხელშეკრულების დაწყების შემდეგ?
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ დამატებითი მომხმარებლები ნებისმიერ დროს თქვენი საკონტრაქტო წლის განმავლობაში და მათი დამატება მოხდება გამოყენებული დროის მიხედვით. მაგალითად, თუ თქვენ დაამატებთ მომხმარებლებს თქვენი საკონტრაქტო წლის დაწყებიდან ხუთი თვის შემდედ, თქვენ მოგიწევთ გადახდა საკონტრაქტო წლის დარჩენილი 7 თვისათვის.
-
ეხება თუ არა 30-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია Jotform Enterprise-ს?
Jotform Enterprise-ის სერვერების მოწყობისა და გამართვის ხარჯებიდან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია საცდელი ვერსიის წარმოდგენა და თანხის დაბრუნება არ არის ხელმისაწვდომი. Jotform Enterprise-ის შეძენამდე, თქვენ მოგეთხოვებათ ხელშეკრულების გადახედვა და ხელისმოწერა. თქვენ ხართ პასუხისმგებელი საფუძვლიანად გაეცნოთ ხელშეკრულებას სანამ მოაწერთ მას.
-
მხარდაჭერილია თუ არა SSO ავტორიზაცია Jotform Enterprise-ის მიერ?
Jotform Enterprise მხარდაჭერილია SAML 2.0-ით, რაც საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ იგი ცნობილი კომპანიების მიერ წარმოდგენილ SSO ინტეგრაციებთან, როგორიცაა Microsoft, Google, Okta, Duo, OneLogin და მრავალი სხვა.
SSO ინტეგრაციას გააჩნია ორი მნიშვნელოვანი გამოყენება:
Jotform Enterprise-ის "მომხმარებლებს" და "ადმინისტრატორებს" შეეძლებათ შევიდნენ პლატფორმაზე SSO წვდომის დეტალების საშუალებით, შესაბამისად აღარ არის საჭირო დაიმახსოვროთ დამატებით მომხმარებლის სახელი და პაროლი. ეს ასევე საშუალებას აძლევს თვქნეს IT დეპარტამენტს თვალყური ადევნოს ანგარიშზე წვდომის დეტალებს ლოკალურად, თქვენს სხვა IT აპლიკაციებთან ერთად.
გარდა ამისა, SSO-დაცვის გააქტიურება შესაძლებელია შიდა-გამოყენების ფორმებზე შერჩევითად, რათა მხოლოდ თანამშრომლებს/პერსონალს/პროფესორ-მასწავლებლებს/სტუდენტებს შეეძლოთ ფორმის ნახვა, შევსება და გაგზავნა. სენსიტიური ინფორმაციის აპლიკაციების შემთხვევაში, SSO ფუნქციონალზე დაფუძნებული ავტორიზაცია უზრუნველყოფს ფორმის შემვსები პიროვნების შესაბამისობას გამოგზავნილ ინფორმაციასთან.
დამატებითი ინფორმაცია SSO ფუნქციონალზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.
თუ თქვენ იყენებთ სხვა სერვისს, გთხოვთ დაუკავშირდით Jotform Enterprise-ის გუნდს რათა გაიგოთ უფრო მეტი როგორ შეგვიძლია თქვენი დახმარება. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილეთ ჩვენი SSO ინფორმაციის გვერდი.
-
შემიძლია თუ არა გამოვიყენო ჩემი საკუთარი დომენური სახელი / კერძო URL?
Jotform Enterprise ფუნქციონირებს თქვენთვის გამოყოფილ სერვერებზე, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი კომპანიის Jotform-თან შერწყმა თქვენი საკუთარი დომენური სახელების გამოყენებით (მაგ. formebi.tkvenidomeini.ge). საჭიროების შემთხვევაში, Jotform შეიძენს და დააყენებს SSL სერთიფიკატს თქვენს ნაცვლად დამატებითი ღირებულების გარეშე, ასე რომ თქვენს ფორმებს ექნებათ დაცული https:// მნიშვნელობა.
-
ორმხრივია თუ ცალმხრივი Jotform Enterprise API?
Jotform Enterprise API-ს გააჩნია მონაცემთა გადაცემის ორმხრივი ფუნქციონალი. თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ გაეცანით ჩვენს API დოკუმენტაციას.
ფასები
-
შეგიძლიათ თუ არა გადაიტანოთ ჩემი არსებული ფორმები და მონაცემები ჩემი სტანდარტული Jotform ანგარიშიდან?
დიახ, თქვენი არსებული ფორმებისა და შეგროვებუ