გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია და მოაწერეთ ხელი რათა წარმოადგინოთ დასტური და თანხმობა.
კორონავირუსი (კოვიდ-19) არის ინფექციური დაავადება, რომელიც არის ექსტრემალურად გადამდები და ვრცელდება საკმაოდ სწრაფად როგორც ადამიანებს შორის კონტაქტით, ასევე დაინფიცირებულ საგნებსა და ზედაპირზე შეხებით. გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია სოციალური დისტანციის ნორმების დაცვა.
სკოლის აქტივობების შესახებ:
დაბალი რისკი: მოსწავლეები და მასწავლებლები ჩართულები არიან მხოლოდ ონლაინ აქტივობებში.
საშუალო რისკი: პატარა ზომის კლასები. კლასებს შორის არ ხდება მოსწავლეების საკლასო ოთახების ცვლილება.
ყველაზე მაღალი რისკი: სრული ზომის კლასები. მოსწავლეები იცვლიან საკლასო ოთახებს კლასების შესაბამისად.
სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენცია. დამტკიცდა ახალი პროტოკოლები, წესები და რეკომენდაციები, ასევე მოხდა საჭირო დამცავი აღჭურვილობის შეძენა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. მიუხედავად ამისა, სკოლის ადმინისტრაცია ვერ იქნება გარანტი, რომ არ მოხდება მოსწავლის კოვიდ 19-ით დაინფიცირება. უფრო მეტიც, სკოლაში სიარული ზრდის კოვიდ 19-ით ინფიცირების რისკს.
მოცემული ფორმის ხელის მოწერით, მე როგორც მოსწავლის მშობელი/მეურვე, ვაცნობიერებ კოვიდ 19-ის გადამდებ ბუნებას და ნებაყოფლობით ვეთანხმები რისკს, რომ შესაძლოა მოხდეს მოსწავლის კორონავირუსით ინფიცირება სასწავლო აქტივობების დროს.
მე სრულად ვაცნობიერებ რომ უსაფრთხოების არც ერთი ზომა არ უზრუნველყოფს კოვიდ 19-ის ინფექციისგან 100 %-იან დაცვას.
მე ვაცნობიერებ რომ პასუხისმგებელი ვარ გავაკონტროლო მოსწავლის სიმპტომები სანამ მოხდება სასწავლო დაწესებულებაში წასვლა. მოცემული სიმპტომებია:
- სიცხე 38 ან მეტი
- მშრალი ხველა
- სუნთქვის უკმარისობა
- სუნის ან გემოს დაკარგვა
- ყელის ტკივილი
- კუნთების ტკივილი
- გაციების მსგავსი სიმპტომები
მე მესმის რომ მომენტალურად უნდა ვაცნობო სკოლის ადმინისტრაციას, თუ შევამჩნენ ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც ექნება კოვიდ 19-ის სიმპტომები ან კონტაქტი კოვიდ 19-ის მქონე პიროვნებასთან.
მოცემული ფორმის ხელის მოწერით, მე ვადასტურებ რომ წავიკითხე და გავიაზრე კოვიდ 19-ის ინფექციასთან დაკავშირებული რისკები.