მე, როგორც მონაწილის მშობელი/მეურვე, ვაცნობიერებ კოვიდ 19-ის პანდემიის მიერ გამოწვეულ რისკებს და ვირუსის გადამდებ ბუნებას. ასევე ვაცნობიერებ რომ კლუბის აქტივობებში მონაწილის ჩართვით, იზრდება ვირუსით დაინფიცირების რისკები.
მიუხედავად ამისა, მე ნებაყოფლობით ნებას ვრთავ მონაწილეს, ჩაერთოს თქვენი კლუბის სპორტულ აქტივობებში. მე ვაცნობიერებ, რომ თქვენი კლუბი ვერ იქნება ვირუსით დაინფიცირებისგან დაცვის გარანტი.
მე ასევე მესმის, რომ მსგავსი სახის სპორტული აქტივობები დაკავშირებულია მრავალი სახის ფიზიკურ კონტაქტთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება. მე ვაცნობიერებ რომ კლუბი იხსნის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ისეთი დაზიანების შემთხვევაში რომელიც არ არის დაკავშირებული კლუბის პერსონალის დაუდევრობასთან.