მე ვაცნობიერებ, რომ ახალი კორონავირუსი არის ექსტრემალურად გადამდები. ასევე ვიცი, რომ ვირუსს აქვს ხანგრძლივი ინკუბაციის პერიოდი, რომლის დროსაც ვირუსის მატარებელს შესაძლოა არ გამოუვლინდეს ვირუსის სიმპტომები.
მე მესმის რომ სალონის სერვისების მიღებისას შესაძლოა ვერ მოხდეს 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.
მე მესმის, რომ აუცილებელია ხელების სანიტარული დამუშავება შენობაში შესვლამდე. ასევე მუდმივად უნდა ვატარო პირბადე და რაც შეიძლება ნაკლებად შევეხო სალონში არსებული საგნების / ობიექტების ზედაპირს.
მე ვადასტურებ, რომ ამჟამად არ ვარ კოვიდ დადებითი. ასევე არ ველოდები კოვიდ 19-ის ტესტის შედეგებს.
მე ვადასტურებ, რომ არ ვყოფილვარ საერთაშორისო მოგზაურობაში, ბოლო 14 დღის განმავლობაში.
ასევე ვადასტურებ, რომ არ ვყოფილვარ კოვიდ 19-ის ან სიმპტომების მქონე პირთან ახლო ფიზიკურ კონტაქტში.
ამჟამად არ მაქვს მოცემული სიმპტომები:
სიცხე > 38C
ხველა
ყელის ტკივილი
სუნთქვის უკმარისობა
სუნთქვის გართულება
გაციების მსგავსი სიმპტომები
ცხვირის სისველე
სუნის ან გემოს დაკარგვა
მე ვადასტურებ რომ არ მივეკუთვნები კოვიდ 19-ის რისკ ჯგუფს: დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ჰიპერტენზია , ფილტვების დაავადება, მათ შორის ასთმა, შესუსტებული იმუნიტეტი, 65 ან მეტი წლის.
მე ვეთანხმები, რომ შენობაში შესვლამდე მოხდეს ჩემი ტემპერატურის შემოწმება.
მე ვაცნობიერებ რომ თანმხლები პირები არ დაიშვებიან სალონში.
მე მომენტალურად ვაცნობებ სალონის ადმინისტრაციას, თუ ვიზიტიდან 2 კვირის განმავლობაში აღმომაჩნდება კოვიდ 19.
ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის ზუსტი და ჭეშმარიტი.