რისკების გაცნობიერების და კორონავირუსთან დაკავშირებული შესაძლო ზიანის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ფორმა.
ახალი კორონავირუსი არის ექსტრემალურად გადამდები. შესაბამისად, ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა და მასობრივი შეკრებების აკრძალვა. ჩვენმა სპორტულმა დაწესებულებამ მიიღო უსაფრთხოების ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოს ვირურის შემდგომი გავრცელების პრევენცია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ ვიქნებით გარანტი, რომ არ მოხდება თქვენი შვილის კოვიდ 19-ით დაინფიცირება. გარდა ამისა, საკალათბურთო პროგრამის ღონისძიებებში მონაწილეობით, საგრძნობლად იზრდება კოვიდ 19-ით დაინფიცირების რისკები. მე ვადასტურებ, რომ მონაწილეს არ აქვს არცერთი მოცემული სიმპტომი: სიცხე, სუნთქვის უკმარისობა, სუნის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, მშრალი ხველა, ცხვირის სისველე, ყელის ტკივილი. მოცემული ფორმის ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ ვაცნობიერებ კოვიდ 19-ის ვირუსის ბუნებას და დაინფიცირების რისკებს/საფრთხეებს და ნებაყოფლობით მსურს ჩემი შვილის მონაწილეობა აღნიშნულ სპორტულ აქტივობებში პანდემიის მიუხედავად.