როგორ შევცვალო ფორმის განლაგება?

26 ნოემბერი, 2021

თქვენ შეიძლება გაიგეთ Jotform-ის ახალი, ბარათის ტიპისფორმების ფუნქციონალის შესახებ და გაინტერესებდათ – “არის რაიმე მეთოდი ჩემი არსებული ფორმების განლაგების ბარათის ტიპით შესაცვლელად სრულიად ახალი ფორმის შექმნის გარდა?”

კარგი სიახლე – დიახ, ეს შესაძლებელია. თქვენი ფორმის განლაგების შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერდროს და ეს ისეთივე მარტივია როგორც 1-2-3!

როგორ შევცვალო კლასიკური განლაგების ფორმა ბარათის ტიპით?

1. გადადით ჩემი ფორმების გვერდზე, აირჩიეთ სასურველი ფორმა, შემდეგ დააკლიკეთ ფორმის რედაქტირებას.

როგორ შევცვალო ფორმის განლაგება? Image-1
Edit Form

2. როდესაც იმყოფებით ფორმის მშენებლის გვერდზე, არსებობს ფორმის განლაგების შეცვლის ორი გზა.

  • პირველი, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კლასიკური ან ბარათის ტიპის განლაგება ფორმის დიზაინერიდან.
როგორ შევცვალო ფორმის განლაგება? Image-2
Form Designer - Layout

მეორე მეთოდი იქნება…

a. გადადით პარამეტრები > ფორმის პარამეტრები > შემდეგ დააკლიკეთ დამატებითი პარამეტრების ჩვენების ღილაკს.

როგორ შევცვალო ფორმის განლაგება? Image-3
Show More Options

b. ჩასქროლეთ ქვემოთ და ფორმის განლაგების პარამეტრისათვის აირჩიეთ “ერთი კითხვა თითოეულ გვერდზე”.

c. და საბოლოოდ, დაბრუნდით ფორმის შენების ჩანართზე რათა იხილოთ თქვენი ცვლილებები.

როგორ შევცვალო ფორმის განლაგება? Image-4
Form Layout

როგორ შევცვალო ბარათის განლაგების ფორმა კლასიკური ტიპით?

თუ თქვენ გსურთ მიიღოთ საპირისპირო ეფექტი, უბრალოდ მიჰყევით იმავე ინსტრუქციებს როგორც მოცემულია ზემოთ. მაგრამ ამჯერად აირჩიეთ “ყველა კითხვა ერთ გვერდზე”

მოკლედ, თქვენ სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი განლაგება:

  • კლასიკური: ყველა კითხვა ერთ გვერდზე – ძველი მაგრამ სასარგებლო!
  • ბარათები: ერთი კითხვა ერთ გვერდზე – ახალი და ტრენდული!
დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.