როგორ გამოვიყენო შეტყობინების და ავტომოპასუხე იმეილები HIPAA ანგარიშებში?

18 სექტემბერი, 2023

HIPAA შესაბამისობა მოითხოვს სენსიტიური ჯანმრთელობის ინფორმაციის დაცვას ყველა შესაძლო გზით. Jotform უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ პირობას რათა დაიცვას ჯანდაცვის მონაცემები როდესაც ისინი განთავსებულია JotForm-ის HIPAA თავსებადობის სისტემაში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მონაცემების დაუცველ არხებში გაზიარებამ შეიძლება კვლავ გამოიწვიოს HIPAA სტანდარტების დარღვევა.

ერთ-ერთი ასეთი დაუცველი არხი შეიძლება იყოს იმეილები. ერთ-ერთი ასეთი დაუცველი არხი შეიძლება იყოს იმეილები. მხოლოდ რამოდენიმე სპეციალიზირებული იმეილის სერვისი უზრუნველყოფს სრული ციკლის მქონე იმეილის დაშიფრვას და კომუნიკაციის დაცული არხების გამოყენება იმეილებისათვის (SSL) არ არის საკმარისი რათა თავიდან აიცილოთ მონაცემთა პოტენციური გაჟონვა. ასე რომ, ფორმის მონაცემების გაგზავნა JotForm-ის შეტყობინების ან ავტომოპასუხე იმეილის გამოყენებით არის ერთ-ერთი მაგალითი ჯანდაცვის სენსიტიური მონაცემების უსაფრთხო მედიუმის გავლით გამოყენება რამაც შეიძლება გამოიწვიოს HIPAA მოთხოვნების დარღვევა. ამავდროულად, ორივე ტიპის იმეილი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვადასხვა დანიშნულებისათვის და უბრალოდ არ გააჩნია სხვა ალტერნატივა JotForm-ის მრავალი მომხმარებლისათვის.

JotForm-ის HIPAA შესაბამისობის ანგარიშებში, თქვენ კვლავ შეგიძლიათ გამოიყენოთ შეტყობინების და ავტომოპასუხე იმეილები. ერთადერთი რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება – არ დაურთოთ სენსიტიური ჯანდაცვის ინფორმაცია აღნიშნულ იმეილებს. ამიტომაც თქვენ უნდა მონიშნოთ თქვენი ფორმის სენსიტიური ინფორმაციის შემცველი ველები როგორც “დაცული”, როგორც აღწერილია მოცემულ გიდში: როგორ დავაყენო PHI ველები ჩემს ფორმებზე. როდესაც მიიღებთ ფორმის ახალ გამოხმაურებას და თუ საჭიროა აღნიშნული მონაცემების იმეილის გამოყენებით გაგზავნა, ავტომატურად მოხდება “დაცული” ველების ამოღება იმეილიდან და გაიგზავნება ფორმის მხოლოდ “დაუცველი” ველები.

დაცული/დაუცველი ველების მაგალითი:

როგორ გამოვიყენო შეტყობინების და ავტომოპასუხე იმეილები HIPAA ანგარიშებში? Image-1

მოცემული გიდი ითვალისწინებს რომ თქვენ უკვე იცით როგორ დააყენოთ იმეილის და ავტომოპასუხე იმეილები თქვენი ფორმებისათვის. თუ გჭირდებათ დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ “იმეილ შეტყობინებების დაყენება და “ავტომოპასუხე იმეილის დაყენება” ან JotForm-ის მომხმარებელთა გიდი / ფორმის იმეილების სექცია.

ეს არის შეტყობინების იმეილის მაგალითი HIPAA შესაბამისობის მქონე ანგარიშებში (როგორც შენიშნავდით დაცული ველების ინფორმაცია ამოღებულია იმეილის კონტენტიდან):

როგორ გამოვიყენო შეტყობინების და ავტომოპასუხე იმეილები HIPAA ანგარიშებში? Image-2

ეს არის ავტომოპასუხე იმეილის მაგალითი HIPAA შესაბამისობის მქონე ანგარიშებში:

როგორ გამოვიყენო შეტყობინების და ავტომოპასუხე იმეილები HIPAA ანგარიშებში? Image-3
დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.