ონლაინ გადახდის ფორმების ხდკ

გაქვთ ონლაინ გადახდის ფორმის შექმნასთან დაკავშირებული კითხვა? იხილეთ ხშირად დასმული კითხვები ქვემოთ.

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • გადახდის რომელ სისტემებთან ინტეგრირდება Jotform?

    Jotform გთავაზობთ ინტეგრაციებს 30-ზე მეტ სანდგო გადახდის სისტემასთან — მათ შორის Square, PayPal, PayPal Pro, PayPal Checkout, PayPal Express, PayPal Invoicing, Stripe, Stripe ACH, Authorize.Net, Braintree, CyberSource, eCheck.Net, BluePay, eWAY, PayU, Worldpay UK, Worldpay US, BlueSnap, Moneris, GoCardless, Sofort, PagSeguro, First Data, CardConnect, 2Checkout, Paysafe, Skrill, Chargify, PayJunction, ClickBank, Onebip და Paymentwall. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Jotform-ის შესყიდვის შეკვეთის ველი რათა მიიღოთ არასაბარათე გადახდები, როგორიცაა ნაღდი ფული, საბანკო გადარიცხვა ან ჩეკი.

  • როგორ შევქმნა გადახდის ფორმა?

    ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით თქვენი გადახდის ფორმის შექმნას სჭირდება რამოდენიმე წუთი! თქვენ შეგიძლიათ ნოლიდან შექმნათ სასურველი ფორმა ან თქვენს ბიზნეს მოარგოთ სასურველი მზა შაბლონი. შემდეგ აირჩიეთ სასურველი გადახდის სისტემა და დააკავშირეთ თქვენი ანგარიში. როგორც კი დაამატებთ თქვენს პროდუქციას და ფასებს, თქვენ შეგეძლებათ ჩასვათ ფორმა თქვენს ვებსაიტზე და დაიწყოთ გადახდების მიღება თქვენი ფორმის გავლით!

  • საჭიროა თუ არა გადახდების მისაღებად Jotform-ის ფასიან პაკეტზე გადასვლა?

    ჩვენი უფასო პაკეტი საშუალებას გაძლევთ ყოველთვიურად მიიღოთ 10 გადახდა. თუ თქვენ გსურთ უფრო მეტი გადახდის მიღება, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ გადახდის გაზრდილი ლიმიტების მქონე ხელმისაწვდომ ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს პაკეტზე.

  • არის თუ არა Jotform PCI შესაბამისი?

    დიახ. Jotform არა მხოლოდ იცავს გადახდის მონაცემებს PCI DSS დონე 1 შესაბამისობით, ასევე იცავს ფორმის ყველა მონაცემს GDPR და CCPA შესაბამისობით, 256 ბიტიანი SSL კავშირით და სურვილის შემთხვევაში ფორმის დაშიფრვისა და HIPAA შესაბამისობის ფუნქციონალით. როდესაც მომხმარებლები ყიდულობენ თქვენს პროდუქციას ან სერვისებს Jotform-ის გადახდის ფორმის გამოყენებით, მათი ინფორმაცია არის მუდმივად უმაღლესი სტანდარტებით დაცული.

  • შემიძლია მომხმარებლისთვის თანხის ჩამოჭრა მოგვიანებით?

    დიახ. თუ თქვენ აირჩევთ Square, Stripe, PayPal, ან Authorize.Net ინტეგრაციას, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გადახდის ავტორიზაციის ფუნქციონალი რათა მიიღოთ მომხმარებლის გადახდის დეტალები და ჩამოაჭრათ თანხა მოგვიანებით. აღნიშნული ფუნქციონალი სასარგებლოა ისეთი პროდუქციის ან სერვისების გასაყიდად, რომლისთვისაც თანხის გადახდა ხდება სამუშაოების დასრულების შემდგომ. გადახდების ავტორიზაციის გააქტიურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გიდს.

  • როგორ დავამუშაო შესყიდვის შეკვეთები ონლაინ?

    თუ გსურთ მიიღოთ შეკვეთები ონლაინ მაგრამ უშუალოდ ადგილზე აწარმოოთ გადახდები, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შესყიდვის შეკვეთის სასურველი ფორმა. მარტივად აიღეთ და ჩასვით შესყიდვის შეკვეთის ველი თქვენს ფორმაზე, დაამატეთ თქვენი პროდუქცია და ფასები და გააზიარეთ ფორმა ან ჩასვით თქვენს ვებსაიტზე რათა დაიწყოთ შეკვეთების მიღება ონლაინ. თქვენ შეგიძლიათ შემდეგ დაუკავშირდეთ მომხმარებლებს რათა მიიღოთ ნაღდი ფულით, ჩეკით ან საბარათე გადახდები. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მოცემულ გიდს: როგორ მივიღო შესყიდვის შეკვეთები ონლაინ.

  • სთავაზობს თუ არა Jotform სატესტო რეჟიმს?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ სატესტო რეჟიმში გამოსცადოთ ჩვენი ნებისმიერი გადახდის ინტეგრაცია. მარტივად შეცვალეთ ლაივ რეჟიმი სატესტო რეჟიმით რათა გააქტიუროთ სენდბოქსის რეჟიმი და თქვენ შეგეძლებათ რეალური თანხის გარეშე თქვენი ფორმის გადახდების სიმულირება. იდეალურია რათა დარწმუნდეთ თქვენი ფორმის გამართულ მუშაობაში სანამ ჩასვამთ მას თქვენს ვებსაიტზე ან გაუზიარებთ თქვენს მომხმარებლებს!

  • როგორ მივიღო პერიოდული გადახდები ჩემი ფორმის გამოყენებით?

    თუ გსურთ მიიღოთ პერიოდული გადახდები გამოწერებისათვის, მარტივად აირჩიეთ სასურველი გადახდის ინტეგრაცია და გადახდის ტიპად აირჩიეთ გამოწერების გაყიდვა. თქვენ შემდეგ შეგიძლიათ დააყენოთ გამოწერის დეტალები, როგორიცაა ფასი, გამოწერის პერიოდი, გადახდების რაოდენობა, საცდელი პერიოდი და მრავალი სხვა. იდეალურია პერიოდული დონაციების, შეკვეთებისა და წევრობის საფასურის მისაღებად!

  • როგორ დავამუშაო კუპონის კოდები ჩემი ფორმის გავლით?

    პრომო კოდები, კუპონები და ფასდაკლებები წარმოადგენს იდეალურ საშუალებას რათა უზრუნველყოთ მოხმარებელთა განმეორებითი ჩართულობა. თქვენი ონლაინ გადახდის ფორმისათვის კუპონების ველის დამატებით, მომხმარებლებს შეეძლებათ მარტივად შეიყვანონ წინასწარ გენერირებული პრომო კოდები რათა ავტომატურად მიიღონ ფასდაკლება თავიანთი შეკვეთის ღირებულებაზე. ეწვიეთ მოცემულ გიდს რათა გაიგოთ თუ როგორ შეგიძლიათ დაამატოთ კუპონები თქვენს ფორმას.

  • როგორ მივიღო დამატებითი გადასახადები ჩემი ფორმის გავლით?

    თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად დაამატოთ გადასახადები ან ტრანსპორტირების საფასური შეკვეთის ღირებულებას. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გიდს: ონლაინ ფორმაზე გადასახადების დამატება ან მიწოდების ღირებულების დამატება.

  • როგორ გავაგზავნო ინვოისი PayPal-ის გამოყენებით?

    თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად გაუგზავნოთ ინვოისები თქვენი ფორმის გავლით PayPal ინვოისირების ინტეგრაციის გამოყენებით. როგორც კი შექმნით თქვენს გადახდის ფორმას ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, გადახდების ჩამონათვალზე აირჩიეთ PayPal ინვოისირება და დააკავშირეთ თქვენს PayPal ანგარიშს. როდესაც მომხმარებელი გამოაგზავნის გადახდის ინფორმაციას თქვენი ფორმის გავლით, ისინი ავტომატურად მიიღებენ შესაბამის ინვოისს რომელიც გადაამისამართებს მათ PayPal-ის ვებსაიტზე გადახდის დასასრულებლად.

  • How can I accept credit card payments online

    Jotform-თან ერთად საკრედიტო ბარათით გადახდების მიღება საკმაოდ მარტივია. თქვენ შექმნით სასურველ ფორმას ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, აირჩევთ გადახდის სიტემის სასურველ პროვაიდერს და დააკავშირებთ თქვენს ანგარიშს. როგორც კი გამოაქვეყნებთ მას თქვენს ვებსაიტზე, მომხმარებლებს შეეძლებათ გამოაგზავნონ სადებეტო ან საკრედიტო ბარათის დეტალები თქვენი ფორმის გავლით. და ვინაიდან Jotform არის PCI DSS დონე 1 შესაბამისი, თქვენი მომხმარებლების საბარათე ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახება თითოეული ტრანზაქციის დროს.

  • როგორ შევქმნა პერიოდული გადახდები PayPal-ის გამოყენებით?

    გამოწერებისა და დონაციებისათვის პერიოდული გადახდების მისაღებად, დაამატეთ PayPal ინტეგრაცია თქვენს შეკვეთის ან დონაციის ფორმას. შემდეგ დააყენეთ თქვენი გამოწერის პარამეტრები, როგორიცაა ფასები, გამოწერის პერიოდი და გადახდების ჯამური რაოდენობა. როგორც კი შექმნით გამოწერის სასურველ პარამეტრებს, მარტივად ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ლინკით რათა დაიწყოთ გადახდების მიღება ონლაინ! დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მოცემულ გიდს: როგორ შევქმნა პერიოდული გადახდები PayPal-ის გამოყენებით.

  • როგორ შევქმნა ACH ტიპის გადახდები?

    Jotform გთავაზობთ Stripe ACH ინტეგრაციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ACH გადახდები თქვენი ონლაინ ფორმების გავლით. მარტივად დაასრულეთ თქვენი ფორმის დიზაინის მორგება, რამოდენიმე კლიკით გამართეთ Stripe ACH ინტეგრაცია და ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ლინკით რათა მომეტალურად დაიწყოთ ACH გადახდების მიღება. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მოცემულ გიდს როგორ დავაკავშირო ფორმა Stripe ACH ინტეგრაციას.