მე ვაცნობიერებ რომ მოცემული ტექნიკა წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მე მას ვიყენებ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების მიზნით. მე მესმის რომ პასუხისმგებელი ვარ აღნიშნული ტექნიკის მოვლასა და მხარდაჭერაზე. აღნიშნული ტექნიკის ოფისის სივრცის გარეთ დაზიანების, მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში, მე ვიქნები მისი ღირებულების ანაზღაურების/ჩანაცვლების პასუხისმგებელი პირი. თუ მოხდება აღნიშნული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა დაზიანების გარეშე/მუშაობის პროცესში, უნდა გადავცე აღნიშნული ტექნიკა შესამოწმებლად კომპანიის ტექნიკურ დეპარტამენტს.
მე მესმის რომ ჩემი სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა უნდა დავუბრუნო კომპანიას. სურვილის შემთხვევაში, მე ასევე მაქვს შესაძლებლობა გამოვისყიდო აღნიშნული ტექნიკა კომპანიისგან წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.
მოცემული ხელშეკრულების ხელის მოწერით, მე ვადასტურებ რომ გადმომეცა ზემოთ აღწერილი ოფისის ტექნიკა გამართულ მდგომარეობაში და მე ვეთანხმები აღნიშნული ტექნიკის გამოყენების წესებსა და პირობებს.