• კონსულტაციის ხელშეკრულების შაბლონი

  • შევსების თარიღი
     - -
  • კონსულტაციის დაწყების თარიღი
     - -
  • ეს ხელშეკრულება დადებულია მხარეებს შორის:

    ერთის მხრივ კომპანია {input6}, მისამართი {input7:addr_line1} {input7:addr_line2} {input7:city} {input7:state} {input7:postal}, (შემდგომში როგორც "შემსრულებელი"),

    და

    მეორეს მხრივ

    {input9}, მისამართი {input10:addr_line1} {input10:addr_line2} {input10:city} {input10:state} {input10:postal}, (შემდგომში როგორც "დამკვეთი");

    ხელშეკრულების საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

    საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს:

    {input12}

    მხარეთა უფლებები და მოვალეობები:

  • (1) დამკვეთი ვალდებულია:

    1. გააცნოს შემსრულებელს მისი საქმიანობის სფერო, დასაბეგრი ოპერაციები, ბრუნვა, შემოსავლები და გასავლები და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მასთან დაკავშირებული ყველა საფინანსო დოკუმენტი და ინფორმაცია. შემკვეთის ეს ვალდებულება გრძელდება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;
    2. აცნობოს შემსრულებელს, რომ მის მიერ გადაცემული დოკუმენტი ან სხვა რაიმე მონაცემი წარმოადგენს კონფიდენციალურს და მოსთხოვოს, რომ იგი არ გახდეს ცნობილი გარეშე პირებისათვის. გარეშე პირებად არ ითვლება მომსახურების პროცესში ჩართული შემსრულებლის თანამშრომლები;
    3. შემსრულებელს და მის მიერ მოვლენილ კონსულტანტთა ჯგუფს შეუქმნას შეთანხმებული, სათანადო სამუშაო პირობები;
    4. გადაიხადოს მომსახურების საფასური შეთანხმებული ოდენობით და ვადაში;
    5. შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.


    (2) დამკვეთს უფლება აქვს მოითხოვოს შემსრულებლისაგან ინფორმაცია, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემკვეთს ინფორმაცია მომსახურების მიმდინარეობის შესახებ. ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს მოთხოვნილი ფორმის მიხედვით _ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონული სახით.


    (3) შემსრულებელი ვალდებულია:
    1. გაუწიოს დამკვეთს მოსახურება ამ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფარგლებში;
    2. არ გაახმაუროს დამკვეთის ფინანსური/კომერციული საიდუმლოება;
    3. მიაწოდოს ინფორმაცია დამკვეთს მომსახურების მიმდინარეობის შესახებ;
    4. სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებისას დაუბრუნოს დაშემკვეთს მის მიერ გადმოცემული მასალები.


    (4) შემსრულებელს არა აქვს უფლება დამკვეთის თანხმობის გარეშე სხვას გადააკისროს მის მიერ შესასრულებელი მომსახურება, გარდა ტექნიკური ხასიათის სამუშაოს შესრულებისა.


    (5) მომსახურების გაწევის დასრულებისას შემსრულებელი დამკვეთს წარუდგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება საკონსულტაციო მომსახურების განხორციელებით მიღებული შედეგები, ასევე _ რეკომენდაციები სამომავლო წარმატების მისაღწევად.

    (6) სახელშეკრულებო ვადა
    (1) ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის დღიდან ({input4}).
    (2) მომსახურების დაწყების ვადა განისაზღვრება {input11}.

     

    (7) მომსახურების საფასური

    (1) მომსახურების საფასური შეთანხმებულია მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
    (2) მომსახურების საფასური შეადგენს {input17} ლარს. გადახდის პერიოდად განისაზღვრება ყოველი {input13}.
    (3) შემკვეთის მიერ მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს მომდევნო კალენდარული თვის 5 რიხცვამდე.
    (4) დამკვეთი ვალდებულია მომსახურების საფასურის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დამატებით გადაუხადოს შემსრულებელს პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.

     

    (8) ხელშეკრულების შეწყვეტა
    (1) ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს.
    (2) დამკვეთს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ:
    1. შემსრულებელი არ უწევს შეთანხმებულ მომსახურებას;
    2. შემსრულებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება.
    (3) თუ დამკვეთი არ გადაუხდის შემსრულებელს შეთანხმებულ ანაზღაურებას ან/და გადააცილებს გადახდის ვადას, მაშინ შემსრულებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება საზღაურის გადახდის ვადის დადგომიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ. ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ შემსრულებელმა წერილობით უნდა აცნობოს დამკვეთს შეწყვეტის საფუძვლის მითითებით.
    (4) ხელშეკრულება შეწყდება ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინებით.
    (5) ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია შემსრულებელს აუნაზღაუროს უკვე შესრულებული მომსახურების საფასური.

  • Should be Empty: