• ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტი

  • კონტრაქტის გაფორმების თარიღი
     - -
  • ბრენდის წარმომადგენლის ნამუშევრების საავტორო უფლებები
  • კონფიდენციალურობა

    ინფორმაციის მიმღები კისროლობს ვალდებულებას, რომ შეინახავს და დაიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას გამჟღავნებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ინფორმაცია გადაეცა მის დასაქმებულს, წარმომადგენელს, კონსულტანტს, აფილირებულ საწარმოს, შუამავალს ან მრჩეველს (უფლებამოსილი პირი), რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური მიზეზი, იცოდნენ ეს ინფორმაცია, ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე. ინფორმაციის მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერმა უფლებამოსილმა პირმა, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა კონფიდენციალური ინფორმაცია, დაიცვას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. 

    დაუშვებელია ბრენდის წარმომადგენლის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით ინფორმაციის შემდგომი დამუშავება ან გამჟღავნება, ასევე მესამე პირებისათვის გადაცემა თუ არ იარსებებს ინფორმაციის გამმჟღავნებელი მხარის თანხმობა.

    ბრენდის წარმომადგენელი ვალდებულია, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

  • წარმომადგენლობები და გარანტიები:

    კომპანია აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
    (i) ბრენდის წარმომადგენელს აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება და ნებართვა რათა შეასრულოს მოცემული ხელშეკრულებით აღებული მოვალეობები.
    (ii) ბრენდის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ნამუშევრები არის ორიგინალი;
    (iii) ბრენდის წარმომადგენლის ნამუშევრები არ შეიცავს ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ ან დისკრედიტაციის სახის კონტენტს ნებისმიერი პროდუქციის ან ბიზნესის მიმართ და არ არის კანონსაწინააღმდეგო.

  • Should be Empty: