ხშირად დასმული კითხვები

Jotform დამტკიცების პროცესები ხდკ

Jotform დამტკიცების პროცესების ყველა კითხვა პასუხგაცემულია. იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები მომენტალურად, ან დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭრის გუნდს.

თქვენს კითხვებს უპასუხებს 24/7 მხარდაჭერის გუნდი.

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის Jotform დამტკიცების პროცესები?

    Jotform დამტკიცების პროცესი არის მძლავრი ხელსაწყო რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან, თვალყური ადევნონ და აკონტროლონ დამტკიცების პროცესები, როგორიცაა შვებულების მოთხოვნები, შესყიდვის შეკვეთის მოთხოვნები, და სამსახურის განაცხადები.

  • რატომ უნდა გამოვიყენო Jotform დამტკიცების პროცესი?

    Jotform დამტკიცების პროცესი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მარტივად შექმნან დამტკიცების პროცესები დიდებული ვიზუალის მქონე ფორმებით. ავტომატური შეხსენების იმეილების, ესკალაციის ხელსაწყოების, მოქმედების ვადის თარიღების და სხვების ნაცვლად დავალებების დასრულების ფუნციონალის დამსახურებით, დამტკიცების მოთხოვნები არასდროს დაყოვნდება შუა პროცესში. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ კომპლექსური დამტკიცების პროცესები და ისარგებლოთ თუ-მაშინ პირობითი ლოგიკითა და განშტოებებით.

    თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ და აკონტროლოთ პროცესები Jotform ინბოქსის, Jotform ცხრილების, და Jotform მობილური ფორმების გამოყენებით. დამტკიცების მოთხოვნების მიმღებებს შეუძლიათ დაასრულონ დავალებები თავიანთი ინბოქსის და Jotform მობილური ფორმების გამოყენებით.

  • არის თუ არა Jotform დამტკიცების პროცესი უფასო?

    დიახ, Jotform დამტკიცების პროცესი არის უფასო და ხელმისაწვდომია ყველა პაკეტისათვის.

  • რა სახის დამტკიცების პროცესების შექმნა შემიძლიათ Jotform დამტკიცების პროცესის გამოყენებით?

    თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული ნებისმიერი დამტკიცების პროცესი, მათ შორის

    Jotform დამტკიცების პროცესის გამოყენებით თუნდაც ყველაზე კომპლექსური დამტკიცების პროცესის შექმნა საკმაოდ მარტივია.

  • როგორ მივიღო Jotform დამტკიცების პროცესზე წვდომა?

    არსებობს ორი განსხვავებული მეთოდი რათა მიიღოთ Jotform დამტკიცების პროცესზე წვდომა:

    • თუ თქვენ უკვე შექმნილი გაქვთ ფორმები, დამტკიცების პროცესის საწყის წერტილად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფორმა. მარტივად გადადით პარამეტრების ჩანართის ქვემოთ მოცემულ დამტკიცების პროცესების სექციაზე და აირჩიეთ დამტკიცების პროცესის შექმნა.
    • თუ გსურთ შექმნათ ფორმა ნოლიდან, გადადით ჩემი ფორმების გვერდზე, ზედა მარცხენა მენიუზე აირჩიეთ ჩემი დამტკიცებები და აირჩიეთ დამტკიცების პროცესის შექმნა.
  • როგორ მივამაგრო პროცესი დასამტკიცებლად?

    თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეიყვანოთ დამტკიცების მოთხოვნის მიმღების იმეილი ან აირჩიოთ თქვენი ფორმის იმეილის ველი რათა მიამაგროთ აღნიშნულ იმეილის მისამართებს (შეტყობინების იმეილი გაიგზავნება ფორმის იმეილის ველზე შეყვანილ მისამართზე).

  • შემიძლია მოვარგო დამტკიცების იმეილები?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ Jotform დამტკიცების პროცესის ყველა იმეილი, მათ შორის იმეილები რომელიც ამცნობებს მოთხოვნის მიმღებებს და შეახსენებს მათ მომლოდინე დავალებების შესახებ.

  • შემიძლია თუ არა შევქმნა პირობითი ლოგიკა დამტკიცების პროცესებისათვის?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ-მაშინ პირობითი ლოგიკა და პირობითი განშტოებები რათა შექმნათ განსხვავებული დამტკიცების პროცესები, ფორმაზე მომხმარებლის მიერ არჩეული პასუხების შესაბამისად.

  • შემიძლია თუ არა შევქმნა პარალელური დამტკიცების პროცესები?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ მიამაგროთ ერთ ელემენტს ნებისმიერი სასურველი ოდენობის დამტკიცების მიმართულება.

  • როგორ გამოვაქვეყნო დამტკიცების პროცესი?

    Jotform გთავაზობთ გაზიარების მრავალ ვარიანტს. თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ფორმის ლინკი, რომელიც წარმოადგენს პროცესის საწყის წერტილს, ჩასვათ ის ვებ გვერდზე, მიამაგროთ ან გააგზავნოთ იმეილით. როდესაც ვინმე შეავსებს და გააგზავნის ფორმას, ავტომატურად ამოქმედდება დამტკიცების პროცესი.

  • როგორ შეუძლია დამტკიცების მოთხოვნის მიმღებს იხილოს მიღებული მოთხოვნები?

    თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ დამტკიცების მოთხოვნის მიმღებებს შექმნან უფასო Jotform ანგარიში რათა დაადასტურონ/უარყონ მოთხოვნები. JotForm-ის უფასო ანგარიშით, მოთხოვნის მიმღებებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ ყველა მომლოდინე მოთხოვნებს და იხილონ მათ მიერ დასრულებული დამტკიცების მოთხოვნები.

    თქვენ ასევე შეგიძლიათ საშუალება მისცეთ დამტკიცების მოთხოვნის მიმღებებს დაასრულონ დავალებები Jotform ანგარიშში შესვლის გარეშე. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებები ვერ შეძლებენ თვალყური ადევნონ მომხლოდინე მოთხოვნებს და იხილონ მათ მიერ დასრულებული დამტკიცების მოთხოვნები. როდესაც მიიღებთ ახალ მოთხოვნას, გადაწყვეტილების მიმღები მიიღებს იმეილ შეტყობინებას რომელიც გადაამისამართებს მათ Jotform ინბოქსის გვერდზე რათა დაადასტურონ/უარყონ მოთხოვნა.

  • რომელი მოწყობილობის გამოყენებით შეუძლიათ დამტკიცების მოთხოვნის მიმღებებს მოთხოვნაზე გამოხმაურება?

    დამტკიცების მოთხოვნის მიმღებებს შეუძლიათ დაამტკიცონ ან უარყონ მოთხოვნები თავიანთი დესკტოპ კომპიუტერიდან და ლეპტოპიდან ინბოქსის გავლით და თავიანთი მობილური მოწყობილობების გავლით ჩვენი Jotform მობილური ფორმების გამოყენებით.

  • რა მოხდება თუ წავშლი დამტკიცების პროცესს?

    შესაბამისი დამტკიცების მონაცემები წაიშლება ინბოქსიდან, Jotform ცხრილებიდან და Jotform მობილური ფორმებიდან.

  • არის თუ არა Jotform დამტკიცების პროცესები HIPAA შესაბამისი?

    Users can access HIPAA compliance features on Jotform Approvals — they just need to sign a Business Associate Agreement (BAA) first.

  • რატომ უნდა გადავერთო Jotform-ის დამტკიცების პროცესის ფუნქციონალზე?

    Jotform დამტკიცების პროცესები არა მარტო გეხმარებათ მოახდინოთ თქვენი კომპანიის სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია - ის ასევე საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ ფორმის მონაცემები რათა გაამარტივოთ დამტკიცების პროცედურა. როგორც კი დაარეგისტრირებთ უფასო Jotform ანგარიშს, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ფორმები რათა მიიღოთ მოთხოვნები ონლაინ - შემდეგ დაამატოთ მოთხოვნის მიმღებები, სასურველი ავტომოპასუხე იმეილები, პირობითი ლოგიკა და მრავალი სხვა ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. როგორც კი შექმნით დამტკიცების პროცესს რამოდენიმე მარტივი კლიკით, თქვენ ისიამოვნებთ ბევრად მოქნილი დამტკიცების პროცედურებით! იხილეთ ჩვენი შედარების გვერდები რათა იხილოთ თუ რატომ წარმოადგენს Jotform დამტკიცების პროცესი Pipefy-ს, Nintex-ის, Kissflow-ს, და Process Street-ის ღირსეულ კონკურენტს.

  • Can I add multiple approvers to my flow?

    Yes you can! Simply build your approval elements, set up emails and paths, and establish outcomes. When you create an approval step, you can include multiple emails so that approvals are requested from each person simultaneously.

    You can also add an automated completion rule to your approval flow to require a response from all people in your group, a majority, one person, or even a specific number. Easily customize your flow to fit your team’s needs.

  • How many people can I add as an approver?

    You can add up to three approvers to your flow with our free plan. With paid plans — including Bronze, Silver, and Gold — you can add up to ten approvers, and with our Enterprise plan, there is no limit to the number of approvers you can have in your approval flow.