ხშირად დასმული კითხვები

Jotform აპლიკაციები ხდკ

ყველა თქვენი კითხვა Jotform აპლიკაციების შესახებ - პასუხგაცემული. იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები რათა მიიღოთ პასუხები მომენტალურად ან დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.

თქვენს კითხვებს უპასუხებს 24/7 მხარდაჭერის გუნდი.

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის Jotform აპლიკაციები?

    Jotform აპლიკაციები საშუალებას გაძლევთ წუთებში შექმნათ სასურველი აპლიკაცია. ჩვენი ინტუიციური აპლიკაციის მშენებლის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ფორმები, მოარგოთ აპლიკაცია თქვენს კომპანიას დოკუმენტების, ლინკების, სურათების და სხვა ელემენტების ჩასმით. როგორც კი შექმნით თქვენს აპლიკაციას, თქვენ წამებში შეგეძლებათ მისი სმარტფონზე, პლანშეტზე ან კომპიუტერზე გადმოწერა. არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ აპლიკაცია შიდა თუ გარე გემოყენებისათვის - თქვენ აღარ დაგჭირდებათ დეველოპერების გუნდი რათა შექმნათ თქვენს მოთხოვნებსა და ბრენდინგზე მორგებული იდეალური აპლიკაცია.

  • რატომ უნდა გამოვიყენო Jotform აპლიკაციები?

    Jotform აპლიკაციები არამხოლოდ საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი საკუთარი აპლიკაცია კოდის წერის ცოდნის გარეშე, ის ასევე შეუფერხებლად ინტეგრირდება Jotform-ის სხვა პოპულარულ პროდუქტებთან - როგორიცაა Jotform ცხრილები რათა უკეთესად მართოთ მონაცემები, Jotform რეპორტების მშენებელი რათა მომენტალურად შექმნათ რეპორტები, Jotform PDF რედაქტორი რათა აქციოთ მონაცემები PDF დოკუმენტებად, Jotform დამტკიცებები რათა მართოთ დამტკიცების პროცესები და მრავალი სხვა. არ აქვს მნიშვნელობა უკვე იყენებთ თუ არა ჩვენს ფორმებს ან აპირებთ სასურველი ფორმების შექმნას, თქვენ გექნებათ ხელსაწყოების სრულყოფილი ნაკრები რათა გაგიმარტივდეთ მონაცემების შეგროვება და მართვა. Jotform-ის ყველა პროდუქტი მოიცავს ჩვენს ინტუიციურ ინტერფეისს, ასე რომ თქვენ მუდმივად ისიამოვნებთ შეუფერხებელი გამოცდილებით.

  • არის თუ არა Jotform აპლიკაციები უფასო?

    დიახ! Jotform აპლიკაციები ხელმისაწვდომია ყველა Jotform პაკეტისათვის, მათ შორის ჩვენი უფასო პაკეტისათვის.

  • რატომ უნდა გადავერთო Jotform აპლიკაციებზე?

    სხვა აპლიკაციის მშენებლები შეიძლება იყოს ტექნიკურად რთული და ძნელად გასაგები - პროცესი შეიძლება მოიცავდეს დეველოპერებს, კოდის წერას და უფრო მეტ ფულად სახსრებს ვიდრე პატარა ორგანიზაციებს შეუძლიათ რომ გადაიხადონ. Jotform აპლიკაციები სრულიად ამარტივებს საკუთარი აპლიკაციის შექმნის პროცესს და ხელმისაწვდომს ხდის მას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაიწყოთ მზა აპლიკაციის შაბლონების გამოყენება ან ნოლიდან შექმნათ სასურველი ჩვენი ინტუიციური ინტერფეისის გამოყენებით. დარეგისტრირდით უფასო Jotform ანგარიშის შესაქმნელად ან შედით თქვენს არსებულ ანგარიშში რათა სცადოთ მომენტალურად.

  • როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform აპლიკაციები?

    პირველ რიგში, შედით თქვენს Jotform ანგარიშში. შემდეგ გვერდის ზედა მარცხენა ნაწილზე არსებულ მენიუზე აირჩიეთ ჩემი აპლიკაციები რათა შექმნათ ახალი აპლიკაცია ან იხილოთ არსებული აპლიკაციები. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ აპლიკაციების გვერდზე ფორმის მშენებლის გამოქვეყნების ჩანართიდან. სწრაფი გაზიარების ჩანართის ქვემოთ, დააკლიკეთ აპლიკაციის შექმნის ღილაკს რათა მომენტალურად აქციოთ თქვენი ფორმა მორგებად აპლიკაციად. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემი ფორმების გვერდზე, აირჩიოთ სასურველი ფორმა და დააკლიკოთ დამატებითი მენიუს ღილაკს, შემდეგ კი აირჩიოთ აპლიკაციის შექმნა. დიახ, ეს ასეთი მარტივია!

  • როგორ გამოვაქვეყნო ჩემი აპლიკაცია?

    თქვენი აპლიკაციის გამოსაქვეყნებლად, აპლიკაციის მშენებელზე გადადით გამოქვეყნების ჩანართზე და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გაზიარების ვარიანტი - აპლიკაციის ლინკის კოპირება, ხალხის მოწვევა იმეილით ან QR კოდის გადმოწერა. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ აპლიკაციის პარამეტრები რათა გახადოთ თქვენი აპლიკაცია საჯარო, პერსონალური ან წვდომადი მხოლოდ თქვენი კომპანიის წევრებისათვის. როგორც კი მომხმარებელი იხილავს აპლიკაციას, მას ექნება საშუალება შეინახოს აპლიკაცია თავის კომპიუტერში ან დააყენოს იგი მობილურ მოწყობილობაზე.

  • შემიძლია თუ არა ჩემი აპლიკაციის მორგება?

    დიახ! მოარგეთ ასობით უფასო აპლიკაციის შაბლონი ან ნოლიდან შექმენით სასურველი დიზაინი ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. აპლიკაციის ძირითადი ელემენტები მოიცავს ფორმებს, სათაურებს, პარაგრაფებს, ლინკებს, დოკუმენტებს, სურათებს და ღილაკებს რომელთა დამატებაც აპლიკაციაში ერთი კლიკითაა შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ ასევე მოარგოთ ელემენტების დიზაინი თქვენი აპლიკაციის ფერთა სქემის არჩევით, ფონური ფერისა და ხატულას განახლებით და თქვენი ლოგოს ატვირთვით.

  • შემიძლია თუ არა ჩემი აპლიკაციების გაზიარება?

    დიახ. როგორც კი შექმნით თქვენი აპლიკაციის სასურველ ვიზუალსა და ფუნქციონალს, თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ და გააზიაროთ აპლიკაცია ლინკის გამოყენებით, მოიწვიოთ ხალხი იმეილით ან გადმოწეროთ QR კოდი. თქვენს მომხმარებლებს შეუძლიათ შემდეგ გადმოწერონ აპლიკაცია თავიანთ მოწყობილობებზე სწრაფი და მარტივი წვდომისათვის.

  • არის თუ არა Jotform მობილური ფორმები და Jotform აპლიკაციები ერთი და იგივე?

    სრულიად არა. Jotform მობილური ფორმები — ჩვენი უფასო iOS და Android აპლიკაცია — საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენი ფორმები ნებისმიერ დროს რათა შეაგროვოთ და მართოთ მონაცემები. Jotform აპლიკაციები საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი საკუთარი აპლიკაცია, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია ნებისმიერ მოწყობილობაზე თქვენი მომხმარებლების, კლიენტების, თანამშრომლების ან გუნდის წევრებისათვის. თქვენი აპლიკაცია შეიძლება მოიცავსდეს ფორმებს, ლინკებს, სურათებს, დოკუმენტებს, და ნებისმიერ სხვა სასურველ ელემენტს, და თქვენი აპლიკაციის გავლით შეგროვებული ყველა მონაცემი უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში.