შექმენით ჩამოტვირთვადი აპლიკაცია კოდის წერის გარეშე. გაიგეთ უფრო მეტი

ჭკვიანი PDF ფორმები ხდკ

იხილეთ Jotform ჭკვიანი PDF ფორმების შესახებ ყველაზე ხშირად დასმული კითხვების პასუხები და გაიგეთ როგორ შეგიძლიათ აქციოთ თქვენი PDF-ები მძლავრ ონლაინ ფორმებად.

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის Jotform ჭკვიანი PDF ფორმები?

    Jotform ჭკვიანი PDF ფორმები არის ხელსაწყო, რომელიც აქცევს თქვენს არსებულ PDF ფორმებს მარტივად შესავსებ ონლაინ ფორმად.

  • როგორ ვაქციო ჩემი PDF ფორმა ონლაინ ფორმად?

    გადადით ჩემი ფორმების გვერდზე და დააკლიკეთ ფორმის შექმნის ღილაკს ზედა მარცხენა ნაწილში. აირჩიეთ ფორმის შემოტანა და შემდეგ PDF ფორმის შემოტანა რათა ატვირთოთ თქვენი PDF.

  • რომელი პაკეტი მოიცავს Jotform ჭკვიან PDF ფორმებს?

    Jotform ჭკვიანი PDF ფორმები ხელმისაწვდომია JotForm-ის ყველა პაკეტისათვის. არ აქვს მნიშვნელობა სარგებლობთ სრული ფუნქციონალის მქონე უფასო პაკეტით ან დამატებითი ლიმიტების მქონე ფასიანი პაკეტით, თქვენ მარტივად შეძლებთ აქციოთ PDF ფორმები ონლაინ ფორმებად.

  • როგორ მოვარგო ჩემი ახალი ონლაინ ფორმა?

    მას შემდეგ, რაც წარმატებით ატვირთავთ თქვენს PDF-ს, Jotform ჭკვიანი PDF ფორმები გადაგიყვანთ ფორმის შენების ეტაპზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ორიგინალი PDF ფორმა და ახალი ონლაინ ფორმა გვერდიგვერდ.

    ფორმის შენების ეტაპზე, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები როგორც ონლაინ, ასევე PDF ფორმაზე. დააკავშირეთ ველები ორ ფორმატში, დაამატეთ ველები თქვენს ონლაინ ფორმას, ან წაშალეთ პრობლემური ველები და უზრუნველყავით ფორმატის შესაბამისობა.

  • როგორ დავაკავშირო ფორმის ველები PDF ფორმის ველებს?

    როდესაც ატვირთავთ თქვენს PDF ფორმას, JotForm-ის ჭკვიანმა PDF ფორმებმა შესაძლოა ვერ აღმოაჩინოს თქვენი PDF დოკუმენტის ზოგიერთი ველი. მაგრამ არაუშავს - საკმაოდ მარტივია ონლაინ ფორმის ველების PDF დოკუმენტთან დაკავშირება.

    როდესაც თქვენ ამატებთ ახალ ველს თქვენს ონლაინ ფორმას, თქვენ ავტომატურად გაქვთ შესაძლებლობა დაამატოთ შესაბამისი ველი PDF-ს, რომელიც ავტომატურად დაკავშირებული იქნება თქვენს ონლაინ ფორმასთან. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ აღნიშნული ველები ფორმის ელემენტების მენიუდან, სწორედ ისე როგორც ონლაინ ფორმების შემთხვევაში.

  • შემიძლია თუ არა ჩემი PDF ფორმის რედაქტირება JotForm-ის გამოყენებით?

    Jotform ჭკვიანი PDF ფორმები საშუალებას გაძლევთ დაამატოთ, გადაადგილოთ, ზომა შეუცვალოთ ან წაშალოთ PDF-ის ველები.

  • რატომ არის საჭირო ონლაინ ფორმის ველების PDF ფორმის ველებთან დაკავშირება?

    JotForm-ის ონლაინ ფორმები არ არის შექმნილი რათა ჰქონდეს იგივე ვიზუალი რაც PDF ფორმებს, ამიტომაც გადაყვანის შემდგომ თქვენი ონლაინ ფორმა შეიძლება არ გამოიყურებოდეს ზუსტად ისე, როგორც თქვენი ორიგინალი PDF ფორმა. მაგრამ ონლაინ ფორმის ველების თქვენი PDF ფორმის ველებთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად იხილოთ ფორმის მონაცემები ორიგინალ PDF-ზე - საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად გადაიტანოთ მონაცემები ორ სხვადასხვა ფორმატში.

  • როგორ შემიძლია გამოვრთო ფორმის PDF-თან კავშირი?

    თუ გსურთ გამორთოთ PDF-ის გადახედვის ფუნქციონალი და იხილოთ მხოლოდ ონლაინ ფორმა, თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ PDF კავშირი. მარტივად დააკლიკეთ PDF კავშირის პარამეტრებს თქვენი PDF-ის ზედა მარჯვენა კუთხეში, შემდეგ დააკლიკეთ პარამეტრებს რათა გამორთოთ თქვენი PDF კავშირი.

  • როგორ შემიძლია გავაგზავნო ჩემი ფორმის მონაცემები PDF-ის სახით?

    როგორც კი მიიღებთ ფორმის გამოხმაურებას, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეინახოთ ისინი თქვენი ორიგინალი PDF დოკუმენტის სახით. თქვენ შემდეგ შეგიძლიათ ავტომატურად გაგზავნოთ აღნიშნული PDF-ები იმეილის დანართის სახით. აღნიშნული ფუნქციონალის დასაყენებლად, დააკლიკეთ პარამეტრების ჩანართს გვერდის ზედა ნაწილში და აირჩიეთ იმეილების პარამეტრები.

  • შემიძლია თუ არა შევიტანო ცვლილებები ჩემს PDF დოკუმენტში, ონლაინ ფორმის ცვლილების გარეშე?

    JotForm-ის გამოყენებით თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი ორიგინალი PDF დოკუმენიტს განახლებას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები მხოლოდ სხვა რედაქტირების ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა Adobe Acrobat Pro. მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თქვენი PDF ფორმა მისი ონლაინ ფორმის ცვლილების გარეშე. თქვენი PDF დოკუმენტის ჩასანაცვლებლად, დააკლიკეთ ატვირთვის ღილაკს ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ PDF-ის განახლების პარამეტრი.

  • შემიძლია თუ არა ვაქციო ჩემი მხოლოდ წაკითხვადი PDF დოკუმენტი შევსებად PDF დოკუმენტად?

    არა. JotForm-ის ჭკვიანი PDF ფორმების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ გადაიყვანოთ PDF ფორმები ონლაინ ფორმებად.

  • შეუძლიათ თუ არა HIPAA შესაბამის ანგარიშებს ჭკვიანი PDF ფორმების გამოყენება?

    დიახ. ვერცხლის და ოქროს პაკეტის მომხმარებლებს, Enterprise მომხმარებლებს, კორონავირუსის რესპონდენტის პროგრამის მონაწილე ანგარიშებს შეუძლიათ გამოიყენონ Jotform ჭკვიანი PDF ფორმები, რათა აქციონ PDF-ები HIPAA-შესაბამის ჯანდაცვის ფორმებად და გააგზავნონ სამედიცინო ჩანაწერების ასლი ავტომოპასუხე იმეილების გამოყენებით.

  • არის თუ არა Jotform ჭკვიანი PDF ფორმები ხელმისაწვდომი Enterprise ანგარიშებისათვის?

    დიახ, Enterprise პაკეტის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ JotForm-ის ჭკვიანი PDF ფორმებით, რათა აქციონ კონტრაქტები, ბიზნეს ხელშეკრულებები და სხვა PDF ფორმები მობილურზე მორგებულ ონლაინ ფორმებად. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ჩვენს Enterprise გაყიდვების გუნდს.

  • შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს გადახედონ PDF დოკუმენტს როდესაც ავსებენ ფორმას?

    დიახ. თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ PDF-ის გადახედვის ფუნქციონალი, რათა საშუალება მისცეთ მომხმარებლებს გადახედონ თავიანთ შევსებულ PDF დოკუმენტს. და თუ თქვენ გსურთ გაუგზავნოთ მათ შევსებული PDF კოდუმენტები, მას შემდეგ რაც გააგზავნიან თქვენს ფორმას, დააყენეთ ავტომოპასუხე შეტყობინება რათა ავტომატურად გაუგზავნოთ მათ იმეილი PDF დანართით.

  • არის თუ არა ჭკვიანი PDF ფორმები უფასო?

    Jotform ჭკვიანი PDF ფორმები ხელმისაწვდომია ჩვენი ყველა პაკეტისათვის, უფასო პაკეტით დაწყებული Enterprise ანგარიშებით დამთავრებული — ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი სატარიფო გეგმით სარგებლობთ, თქვენ შეგიძლიათ აქციოთ თქვენი PDF-ები ონლაინ ფორმებად.

  • რამდენი PDF-ის გადაყვანა შემიძლია ონლაინ ფორმად?

    იმდენის, რამდენიც გსურთ - არ არსებობს ლიმიტი PDF ფორმების ონლაინ ფორმებად გადაყვანის ოდენობაზე. თქვენ შეზღუდულები ხართ მხოლოდ ფორმის გამოგზავნების რაოდენობის მიხედვით, თქვენი Jotform პაკეტის შესაბამისად.

  • შემიძლია თუ არა გამოვიყენო ჭკვიანი PDF ფორმები და დავრჩე HIPAA შესაბამისი?

    დიახ. როგორც კი მოაწერთ ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულებას და გახდით თქვენს ანგარიშს HIPAA შესაბამისს, თქვენ მიერ შეგროვებული ნებისმიერი ინფორმაცია - როგორც ონლაინ, ასევე PDF ფორმების გავლით - იქნება HIPAA სტანდარტების შესაბამისი.

  • შემიძლია თუ არა ჩემი PDF-ის მონაცემების JotForm-ში შენახვა?

    დიახ. როგორც კი აქცევთ თქვენს PDF დოკუმენტს ონლაინ ფორმად, თქვენ მიერ შეგროვებული ყველა ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში.

  • შემიძლია თუ არა მივიღო შეტყობინება, როდესაც ვინმე შეავსებს ჩემს ფორმას?

    დიახ! ჩვენი უფასო Jotform მობილური ფორმების აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ პუშ-შეტყობინებები რომლებიც მომანტალურად გაცნობებენ ყოველი ახალი გამოხმაურების შესახებ თქვენს სმარტფონში ან ტაბლეტში.