ხშირად დასმული კითხვები

Jotform ცხრილები ხდკ

ყველა თქვენი კითხვა Jotform ცხრილების შესახებ - პასუხგაცემული. იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები რათა მიიღოთ პასუხები მომენტალურად ან დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.

თქვენს კითხვებს უპასუხებს 24/7 მხარდაჭერის გუნდი.hand

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის Jotform ცხრილები?

    Jotform ცხრილები არის მძლავრი უნივერსალური მონაცემთა ბაზის ხელსაწყო რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ რათა შეაგროვოთ, თვალყური ადევნოთ, მართოთ და გააზიაროთ თქვენი მონაცემები. თქვენ ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ მონაცემები სხვადასხვა ხედით და ისარგებლოთ ფილტრებით რათა ორგანიზება გაუკეთოთ თქვენს მონაცემებს და უფრო მარტივად გაუზიაროთ კოლეგებს რათა ითანამშრომლოთ ონლაინ.

  • რატომ უნდა ვისარგებლო Jotform ცხრილებით?

    თუ თქვენ ეძებთ ფორმის მონაცემებზე წვდომისა და ანალიზის უფრო მარტივ საშუალებას, Jotform ცხრილები წარმოუდგენლად გაგიმარტივებთ ონლაინ მონაცემების შეგროვებასა და მართვას. თქვენ მარტივად შეგეძლებათ დაამატოთ მონაცემები და დაახარისხოთ თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოიწვიოთ თანამშრომლები ან გუნდის წევრები რათა ერთდროულად იმუშაოთ საერთო გამოყენების მონაცემებზე - დაემშვიდობეთ ლოკალურად შენახულ დოკუმენტებს და გადაერთეთ ერთიან სამუშაო პროცესებზე.

  • არის თუ არა Jotform ცხრილები უფასო?

    დიახ, Jotform ცხრილები არის სრულიად უფასო და ხელმისაწვდომია ყველა პაკეტისათვის. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა სარგებლობთ სრული ფუნქციონალის უფასო პაკეტით ან დამატებითი ლიმიტების მქონე ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს პაკეტებით (ან HIPAA შესაბამისობით ვერცხლის ან ოქროს პაკეტის გამოყენებით), თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შექმნათ პროფესიონალური ცხრილები რათა უკეთესად მართოთ თქვენი მონაცემები.

  • რატომ უნდა გადავერთო Jotform ცხრილებზე?

    მიუხედავად იმისა რომ ბაზარზე ხელმისაწვდომია მრავალი ელექტრონული ცხრილისა და მონაცემთა ბაზების ჰიბრიდი, Jotform ცხრილები გთავაზობთ მძლავრ ფუნქციონალს რათა დაგეხმაროთ სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანოთ თქვენი მონაცემების მართვის პროცესი. დამატებით თქვენი მონაცემების ძიების, ორგანიზებისა და გაზიარების შესაძლებლობისა, Jotform გთავაზობთ მონაცემების წარმოჩენას მრავალი განსხვავებული სახით, ინტეგრაციებს, უფასო შაბლონებს, სვეტის მზა ტიპებს და ფორმულებს - ასევე ჩაშენებულ ონლაინ ფორმის მშენებელს რათა გაამარტივოთ თქვენი მონაცემების შეგროვების სამუშაო პროცესი! ეწვიეთ Jotform ცხრილები vs Airtable და Jotform ცხრილები vs Google ცხრილები შედარების სქემებს რათა იხილოთ თუ რატომ არის Jotform ცხრილები გამორჩეული!

  • რომელ ინდუსტრიებს შეუძლიათ ისარგებლონ Jotform ცხრილებით?

    ყველას! საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რესტორნებს, პატარა ბიზნესებს და მსხვილ კორპორაციებს შეუძლიათ ისარგებლონ Jotform ცხრილებით რათა შეაგროვონ, შეინახონ და მართოთ მონაცემები თავიანთი ორგანიზაციებისათივს. მნიშვნელოვანი მონაცემების უსაფრთხო, ერთიანი, უნივერსალური სამუშაო სივრცის ქვეშ შენახვით, თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ თქვენი სამუშაო პროცესი, დაზოგოთ დრო და შეუფერხებლად იმუშაოთ თქვენს გუნდთან ონლაინ.

  • როგორ გამოვიყენო Jotform ცხრილები?

    There are two different ways to access Jotform Tables

    1. თუ თქვენ გაქვთ არსებული ფორმები, თქვენ შეგიძლიათ მართოთ თითოეული ფორმის მონაცემები Jotform ცხრილებში. ამისათვის უნდა გადახვიდეთ ჩემი ფორმების გვერდზე, აირჩიოთ თქვენი ფორმა და დააკლიკოთ გამოგზავნების ღილაკს.
    2. თუ თქვენ გსურთ შექმნათ ცარიელი ცხრილი — რომელიც არ არის დაკავშირებული ფორმასთან — გადადით ჩემი ფორმების გვერდზე, ზედა მარცხენა მენიუზე აირჩიეთ ჩემი ცხრილები და დააკლიკეთ ცხრილის შექმნას.
  • შემიძლია თუ არა Jotform ცხრილებში ცვლილებების შეტანა ჩემი ონლაინ ფორმების დიზაინის ცვლილების გარეშე?

    დიახ. Jotform ცხრილები საშუალებას გაძლევთ განაახლოთ თქვენი ცხრილების დიზაინი - შეცვალოთ განლაგება, დაამატოთ სვეტების ახალი ტიპები და მრავალი სხვა - რათა მართოთ თქვენი მონაცემები სასურველი სახით. აღნიშნული ცვლილებები არ იმოქმედებს თანდართულ ფორმაზე, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ მონაცემების შეგროვება შეუფერხებლად.

  • არსებობს თუ არა კონკრეტული ტიპის სვეტები Jotform ცხრილებში?

    დიახ. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ სვეტის სასურველი ტიპები თქვენს ცხრილებს, მათ შორის წინასწარ დადგენილი ერთეული სვეტები, მულტი არჩევის სვეტები, მოსანიშნი სვეტები, არჩევადი შეფასება ვარსკვლავებით, თანდართული ფაილები, რიცხვისა და ტექსტური ველები, იმეილის ველები და მრავალი სხვა. თქვენ შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ფორმულის სვეტები მრავალი ტიპის გამოთვლებისათვის და დააკავშიროთ სვეტები რათა მიიღოთ მონაცემები სხვა ცხრილებიდან ან ფორმებიდან.

  • რამდენი Jotform ცხრილები შემიძლია შევქმნა?

    რამდენიც გსურთ! არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ცხრილების შექმნის რაოდენობაზე.

  • შემიძლია თუ არა შევქმნა ცარიელი ცხრილი?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ცარიელი ცხრილი რომელიც არ არის დაკავშირებული ონლაინ ფორმასთან — მათი გამოყენება იდეალურია სხვა ტიპის მონაცემების შესანახად ონლაინ. გადადით ჩემი ფორმების გვერდზე, ზედა მარცხენა მენიუზე აირჩიეთ ჩემი ცხრილები და დააკლიკეთ ცხრილის შექმნას რათა დააგენერიროთ ცარიელი ცხრილი.

  • შემიძლია თუ არა ფორმის მონაცემების რედაქტირება Jotform ცხრილებში?

    დიახ. თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ თქვენი ფორმის ჩანაწერები პირდაპირ Jotform ცხრილებში და ხელით განაახლოთ მონაცემები ცხრილის, ბარათის ან კალენდარის სახით.

  • შესაძლებელია თუ არა მრავალმა პიროვნებამ ერთდროულად დაარედაქტიროს ცხრილი?

    დიახ! სხვებთან ერთად კოლაბირაციისათვის, თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი ცხრილი მოწვევის ლინკით ან მოიწვიოთ ხალხი იმეილით. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოარგოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები რათა უზრუნველყოთ ინფორმაციის უსაფრთხოება და მუდმივად აკონტროლოთ თქვენი მონაცემები. გახადეთ თქვენი ცხრილი პირადი ან საჯარო, აირჩიეთ ვის შეეძლება ცხრილის ნახვა ან რედაქტირება, დააყენეთ გადმოწერის ან ბეჭდვის ლიმიტები და მრავალი სხვა! დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გიდი თქვენი მონაცემების გაზიარება Jotform ცხრილების გამოყენებით.

  • შემიძლია თუ არა მონაცემების შეგროვება თქვენი უფასო მობილურის აპლიკაციის - Jotform მობილური ფორმების გამოყენებით?

    დიახ. თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ ინფორმაცია თქვენს სმარტფონზე ან პლანშეტზე Jotform მობილური ფორმების, ჩვენი უფასო მობილურის აპლიკაციის გამოყენებით. მარტივად შედით აპლიკაციაში, შეავსეთ სასურველი ფორმები - ინფორმაცია ავტომატურად გაიგზავნება თქვენს ცხრილებში. თქვენ შეგიძლიათ შემდეგ მარტივად იხილოთ, დაარედაქტიროთ ან გააზიაროთ თქვენი მონაცემები.

  • შემიძლია თუ არა ჩემი მონაცემების გადმოწერა Jotform ცხრილებში?

    დიახ. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ ცხრილის ჩანაწერები სათითაოდ, აირჩიოთ რამოდენიმე ან გადმოწეროთ ყველა ერთიანად CSV, PDF და Excel ფაილების სახით. თქვენ შეგიძლიათ ასევე გადმოწეროთ ინდივიდუალური თანდართული ფაილები თქვენს ცხრილში მთლიანი ჩანაწერების ჩამოტვირთვის გარეშე.

  • როგორ უზრუნველყოფს Jotform ცხრილები ჩემი მონაცემების უსაფრთხოებას?

    JotForm-ში თქვენი მონაცემების უსაფრთხოება პრიორიტეტია. ჩვენ ვიცავთ თქვენს მონაცემებს 256 ბიტიანი SSL კავშირით, GDPR და CCPA შესაბამისობით და ასევე გთავაზობთ თქვენი ფორმების დაშიფრვის შესაძლებლობას. ეწვიეთ ჩვენს უსაფრთხოების გვერდს რათა გაიგოთ მეტი თუ როგორ უზრუნველყოფს Jotform თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას.

  • არის თუ არა Jotform ცხრილები HIPAA შესაბამისი?

    დიახ. ვერცხლის და ოქროს პაკეტის მომხმარებლებს, Enterprise მომხმარებლებს და კორონა ვირუსის რესპონდენტის ანგარიშებს შეუძლიათ გააქტიურონ HIPAA შესაბამისობა — თქვენ მიიღებთ ხელმოწერილ ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულებას.

  • როგორ შეუძლია Jotform ცხრილებს ჯანდაცვის პროფესიონალების დახმარება?

    თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ HIPAA შესაბამისობა, ასე რომ ჯანდაცვის პროფესიონალებს შეეძლებათ უსაფრთხოდ და დაცულად გამოიყენონ Jotform რათა შეაგროვონ და მართონ პაციენტთა ჯანდაცვის მონაცემები ონლაინ HIPAA სტანდარტების შესაბამისად. შექმენით და გამოიყენეთ ონლაინ პაციენტთა მიღების ფორმები, პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფორმები, სარეგისტრაციო ფორმები, გამოკითხვები და ჯანდაცვის სხვა ფორმები რათა შეუფერხებლად შეაგროვოთ პაციენტის მნიშვნელოვანი მონაცემები და დააჩქაროთ სამუშაო პროცესი.

  • ხელმისაწვდომია თუ არა Jotform ცხრილები Enterprise მომხმარებლებისათვის?

    დიახ, Jotform ცხრილები ხელმისაწვდომია Jotform Enterprise პაკეტის მომხმარებლებისათვის. გთხოვთ დაუკავშირდით Enterprise გაყიდვების გუნდს დამატებითი ინფორმაციისათვის.

  • შემიძლია თუ არა ფორმის მონაცემების გადაგზავნა Jotform ცხრილებიდან?

    თქვენ შეგიძლიათ იმეილით გააგზავნოთ ფორმის მონაცემები - დააკლიკეთ სასურველ რიგს და აირჩიეთ გადაგზავნის ფუნქციონალი რათა გახსნათ იმეილის ესკიზი. თუ თქვენი ფორმა ან ცხრილი მოიცავს იმეილის მისამართის ველს, თქვენ შეგეძლებათ გადაუგზავნოთ მონაცემები პირდაპირ ფორმის მომხმარებლებს.

  • შემიძლია თუ არა ჩემი Jotform ცხრილების გაზიარება?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი ცხრილები თანამშრომლებს, კლიენტებს, დაინტერესებულ მხარეებს და მრავალი სხვა! თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ მოწვევები იმეილით, შეცვალოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები, შეზღუდოთ წვდომა კონკრეტულ პირებზე და დააყენოთ მოქმედების ამოწურვის თარიღი რათა მიუთითოთ თუ როდემდე ექნებათ მომხმარებლებს თქვენს ცხრილებზე წვდომა.

  • შემიძლია თუ არა ფაილების იმპორტი Jotform ცხრილებში?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ CSV, XLS და XLSX ფაილები Jotform ცხრილებში და მართოთ ყველა თქვენი მონაცემი ერთი დაცული პლატფორმის ქვეშ.

  • განახლდება თუ არა ჩემი ცხრილები ავტომატურად?

    დიახ! Jotform ცხრილები განახლდება რეალურ დროში ფორმის ყოველი ახალი გამოხმაურების მიღებისას.

  • როგორ დავამატო ფილტრები ჩემს ცხრილებს?

    თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ სასურველი მონაცემები და გამოიყენოთ ფილტრები კოდის წერის გარეშე. მარტივად დააკლიკეთ გვერდის ზედა მარცხენა ნაწილში მოცემულ ფილტრის ღილაკს, აირჩიეთ მონაცემები და ფორმის ველები რომელთა გაფილტვრაც გსურთ და დააყენეთ სასურველი თქვენი ფილტრის სასურველი პირობები.

  • შემიძლია თუ არა განსხვავებული ჩანართებისა და ხედების დამატება Jotform ცხრილებში?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ჩანართები ელექტრონული ცხრილის, ბარათების, კალენდარის, ატვირთვების და რეპორტების ხედის სახით. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ ცარიელი ჩანართი რომელიც უკავშირდება არსებულ ფორმას ან შემოიტანოთ არსებული მონაცემები CSV, XLS, ან XLSX ფაილიდან.

  • შემიძლია თუ არა სხვადასხვა ცხრილების დაკავშირება?

    დიახ. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ და შემოიტანოთ მონაცემები სხვადასხვა ცხრილებიდან. მარტივად დაამატეთ სვეტი და აირჩიეთ სხვა ცხრილთან დაკავშირების ფუნქციონალი.

  • შემიძლია თუ არა მონაცემების შეტანა პირდაპირ Jotform ცხრილების გამოყენების გარეშე?

    დიახ! თქვენ შეგიძლიათ ინფორმაციის ხელით შეტანა პირდაპირ Jotform ცხრილებზე. Jotform ცხრილები იდეალურად მუშაობს ფორმით ან ფორმის გარეშე - ასე რომ გაგიმარტივდებათ მონაცემთა მართვის ყველა საჭიროება.

  • შემიძლია თუ არა მონაცემების წაშლა ან აღდგენა Jotform ცხრილებში?

    დიახ. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ჩანაწერები Jotform ცხრილებში, როგორც სათითაოდ ასევე ერთიანად. წაშლილი მონაცემების აღდგენა შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში, სანამ მოხდება მისი სამუდამოდ წაშლა.

  • როგორ დავამატო გამოთვლები Jotform ცხრილებს?

    Jotform ცხრილები ამარტივებს გამოთვლების დამატებას კოდის წერის გარეშე! მარტივად დაამატეთ ახალი სვეტი თქვენს ცხრილს და აირჩიეთ სასურველი ხელმისაწვდომი ტექსტის, თარიღის, რიცხვების და ლოგიკური ფუნქციები.

  • შემიძლია თუ არა ჩემს ცხრილებზე განხორციელებული ცვლილებების ნახვა?

    დია. როგორც მფლობელს, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ცხრილის ცვლილებების ისტორია და ასევე აღადგინოთ ძველი ვერსიები - შესაბამისად არასდროს დაკარგავთ თქვენს მონაცემებს!