შექმენით ოფლაინ ფორმები

შეაგროვეთ მონაცემები ოფლაინ ჩვენი მობილურის უფასო აპლიკაციის, Jotform მობილური ფორმების გამოყენებით! ოფლაინ ჩანაწერები შეინახება მომენტალურად და ავტომატურად გაეგზავნება თქვენს Jotform ანგარიშს როგორც კი დაუკავშირდებით ინტერნეტს.

Youtube video about - Jotform Offline Mode Tutorial

მიიღეთ ფორმის გამოხმაურებები ინტერნეტ კავშირის გარეშე ჩვენი მობილური ფორმების აპლიკაციის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ან წაშალოთ ჩანაწერები და გამოიყენოთ კიოსკის რეჟიმი ყველგან. როგორც კი დაუკავშირდებით Wi-Fi კავშირს, ოფლაინ ჩანაწერები ავტომატურად გაეგზავნება თქვენს ანგარიშს!

შეაგროვეთ მონაცემები ყველგან

მიიღეთ საჭირო ინფორმაცია ყველგან. არ აქვს მნიშვნელობა მასპინძლობთ კონფერენციას, კომერციულ ღონისძიებას ან ასრულებთ საველე სამუშაოებს, ჩვენი მობილური აპლიკაციის ოფლაინ ფორმების ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ, განაახლოთ, დაარედაქტიროთ და გააგზავნოთ ჩანაწერები ინტერნეტ კავშირის გარეშე.

შეაგროვეთ მონაცემები ოფლაინ

შეაგროვეთ მონაცემები უსაფრთხოების ინსპექტირების ფორმების, ღონისძიების ლიდების გენერაციის ფორმების ან ქუჩის გამოკითხვებისათვის ინტერნეტ კავშირის გარეშე. მონაცემები ავტომატურად გაიგზავნება თქვენს Jotform ანგარიშზე როდესაც დაუკავშირდებით ინტერნეტს.

შეცვალეთ ან წაშალეთ ჩანაწერები

დაარედაქტირეთ ან წაშალეთ ფორმის მონაცემები ნებისმიერ დროს. თუ თქვენ აგროვებთ მონაცემებს არა საოფისე გარემოში ან იღებთ უკუკავშირს კიოსკის რეჟიმში, ეს დაგეხმარებათ თქვენი ჩანაწერების ორგანიზებაში და გაასუფთავებს თქვენს ინბოქსს.

გამოიყენეთ კიოსკის რეჟიმი ყველგან

შეუფერხებლად შეაგროვეთ ლიდები, უკუკავშირი ან გამოკითხვის პასუხები კონფერენციებზე ან კომერციულ ღონისძიებებზე კიოსკის რეჟიმის გამოყენებით. თქვენი ფორმა ავტომატურად გაიხსნება ყოველი ახალი გამოხმაურების მიღების შემდეგ. არ საჭიროებს ინტერნეტ კავშირს!

Jotform - Form, Sign & Survey

App Store Badge IconGoogle Play Badge Iconor
Scan QR Code to Download APP
SCAN QR CODE TODOWNLOAD APP