ფორმების მიმაგრება

საშუალება მიეცით მომხმარებლებს შეაგროვონ თქვენთვის საჭირო მონაცემები. დაემშვიდობეთ ასობით იმეილებსა და ხანგრძლივ ლოდინს ფორმების თქვენი გუნდის წევრებზე მიმაგრებით, ვისაც შეუძლია შემდეგ შეაგროვოს და მართოს ფორმის მონაცემები ნებისმიერ მოწყობილობაზე - თუნდაც ოფლაინ Jotform მობილური ფორმების აპლიკაციით!

Assign forms to company members with an email invitation or by sharing a form link with an expiration date. You can require sign-in so only company members can easily view, edit, send, and save submissions from any device. You’ll even be able to track assignee activity with individual “Sent Boxes” and send reminders, so you can stay in control of your data.

მოიწვიეთ ხალხი რათა შეავსონ თქვენი ფორმა

მიამაგრეთ თქვენი ფორმა სხვებს ინდივიდუალური იმეილის მისამართით, CSV ატვირთვით ან გაზიარებადი ლინკით.

მიამაგრეთ ფორმები იმეილით

მიამაგრეთ თქვენი ფორმები ინდივიდუალური იმეილის მისამართების შეყვანით - ან თუ თქვენ გაქვთ იმეილების გრძელი სია, ატვირთეთ ისინი ერთდროულად CSV ფაილის ატვირთვის ფუნქციონალით.

Add assignees via email

გააზიარეთ თქვენი ფორმა ლინკით

თქვენ შეგიძლიათ ასევე მომხმარებლებს მიამაგროთ ფორმები გაზიარებადი ლინკის გამოყენებით.

Share your form with a link

დააყენეთ მოქმედების ვადა

თქვენი ფორმის სათანადო დროს შევსების უზრუნველსაყოფად, დააყენეთ წვდომის მოქმედების სასურველი თარიღი და დრო.

Set up an expiration date

პროფესიონალური ინტერფეისი თქვენი თანამშრომლებისათვის

როდესაც მიამაგრებთ ფორმას, თქვენი გუნდის წევრები დარეგისტრირდებიან თავიანთი Jotform ანგარიშის შესაქმნელად. შემდეგ მათ ექნებათ ინტერფეისი, სადაც შეეძლებათ ყველა მიმაგრებული ფორმის ერთ სივრცეში მართვა.

მოითხოვეთ ანგარიშში შესვლა

როდესაც მიამაგრებთ ფორმას, მომხმარებლებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ Jotform ანგარიშის შესაქმნელად იმეილისა და პაროლის გამოყენებით - რაც უზრუნველყოფს ფორმასა და მონაცემებზე მხოლოდ თქვენთვის სასურველი პიროვნებების წვდომას.

Require sign-in for your assignees

მიანიჭეთ ფორმაზე წვდომა მხოლოდ კომპანიის წევრებს

როდესაც მიამაგრებთ ფორმას ლინკის გამოყენებით, დარწმუნდით რომ მხოლოდ თქვენს თანამშრომლებს შეეძლებათ მათი შევსება, წვდომის პარამეტრების მხოლოდ თქვენი კომპანიის დომენზე შეზღუდვით. მოცემული ფუნქციონალის გასააქტიურებლად, პარამეტრებში აირჩიეთ კომპანიის წვდომა და შეიყვანეთ იმეილის დომენი რომლის გამოყენებაც გსურთ.

Jotform Enterprise-ის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ SSO ავტორიზაციის ფუნქციონალი რათა მტკიცედ გააკონტროლოთ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება. თქვენი ფორმებისა და მონაცემების სანახავად მომხმარებლებს დასჭირდებათ ავტორიზაციის გავლა.

Grant form access to company members only

მარტივი წვდომა თქვენი გუნდის წევრებისათვის

მიმაგრებულ პიროვნებებს ექნებათ მარტივი წვდომა ყველა გაზიარებულ ფორმაზე, ერთი სივრცის ქვეშ, რაც ბევრად ამარტივებს სამუშაო პროცესებს. მათ შეუძლიათ იხილონ და შეავსონ თავიანთი მიმაგრებული ფორმები იმდენჯერ, რამდენჯერაც სურთ.

Easy form access for your assignees

ფორმის მონაცემების მარტივი წვდომა

მიმაგრებულ პიროვნებებს შეუძლიათ იხილონ და დაარედაქტირონ თავიანთი მონაცემები საკუთარი გაგზავნილების სექციიდან. მათ ასევე შეუძლიათ იხილონ ფორმის შენახული მონახაზები და დაასრულონ მათი შევსება მოგვიანებით.

Easy access to submissions

საშუალება მიეცით მომხმარებლებს შეინახონ ფორმის შევსების პროგრესი და დაასრულონ მოგვიანებით

ჩართეთ შენახვისა და გაგრძელების ფუნქციონალი, რათა საშუალება მისცეთ მიმაგრებულ გუნდის წევრებს შეინახონ თავიანთი ფორმის შევსების პროგრესი. მომხმარებლები მიიღებენ იმეილს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ნებისმიერ დროს გააგრძელონ და დაასრულონ ფორმის შევსება.

Let assignees save submissions as drafts and complete them later

თვალყური ადევნეთ თქვენს მონაცემებს

თვალყური ადევნეთ ფორმის მონაცემებს და იხილეთ ვინ შეავსო თქვენი ფორმა.

თვალყური ადევნეთ მომხმარებლებს და მათ მონაცემებს

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამაგრებთ ფორმებს გუნდის წევრებს რათა შეაგროვონ მონაცემები თქვენთვის, თქვენ კვლავ გაქვთ სრული წვდომა მათ მიერ შეგროვებულ მონაცემებზე. თქვენ შეგიძლიათ მარტივად აკონტროლოთ ყველა აქტივობა და უზრუნველყოთ მათი გამართული მუშაობა.

Track assignees and their submissions

მართეთ წვდომის პარამეტრები

მიმაგრებულ პიროვნებებს შეუძლიათ იხილონ და დაარედაქტირონ მონაცემები თქვენ მიერ არჩეული წვდომის პარამეტრების შესაბამისად. და არ იდარდოთ - თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ წვდომის უფლებები ნებისმიერ დროს.

დარჩით თქვენი მონაცემების კონტროლში

თქვენ გაქვთ სრული კონტროლი თქვენი გუნდის წევრების მიერ მონაცემების შეგროვებასა და წვდომაზე, და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განაახლოთ წვდომის პარამეტრები.

Stay in control of your data

დაგეგმეთ შეხსენების იმეილები

დაუკავშირდით ფორმაზე მიმაგრებულ პიროვნებებს ავტომატურად, თუ მათ ჯერ არ შეუვსიათ თქვენი ფორმა.

დააყენეთ შეხსენებები

შეახსენეთ გუნდის წევრებს შეავსონ თქვენი ფორმა სასურველ დროს. ეს არის დიდებული ხელსაწყო სამუშაო პროცესების სინქრონიზაციისათვის.

Set up reminders

შეაგროვეთ მონაცემები ოფლაინ

ჩვენი სრულიად უფასო მობილურის აპლიკაციის, Jotform მობილური ფორმების გამოყენებით, თქვენ და თქვენი გუნდის წევრებს შეგიძლიათ მიიღოთ მონაცემები თუნდაც ინტერნეტთან კავშირის გარეშე.

შეაგროვეთ მონაცემები ყველგან

არ გაქვთ ინტერნეტთან კავშირი? არ არის პრობლემა. თუნდაც Wi-Fi ან მობილური კავშირის გარეშე, მიმაგრებულ პიროვნებებს შეუძლიათ იხილონ ფორმები და შეაგროვონ მონაცემები ყველგან. აღნიშნული მონაცემები ავტომატურად გაიგზავნება თქვენს ანგარიშზე როგორც კი დაუკავშირდებით ინტერნეტს.

Collect data on the go

Jotform ფორმის მიმაგრების ტუტორიალი

ეძებთ თანამშრომლებთან კოლაბორაციის უკეთეს მეთოდებს?

ჩვენი აპლიკაციის ფორმის მიმაგრების ფუნქციონალი ამარტივებს გუნდის წევრების მიერ თქვენთვის ინფორმაციის შეგროვებას.

Jotform Assign Forms Tutorial
უყურეთ ვიდეოს