გააზიარეთ ფორმები და ჩანაწერები უკეთესი კოლაბორაციისათვის. თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიამაგროთ ფორმები ქვე-მომხმარებლებს, ვებ-გვერდზე, დააკოპირეთ და ჩასვით გაზიარებადი ლინკები, აქციეთ მონაცემები PDF დოკუმენტებად ან რეპორტებად, შექმენით QR კოდები და მრავალი სხვა.
არ აქვს მნიშვნელობა თანამშრომლობთ ფორმაზე კოლეგებთან ერთად ან უზიარებთ თქვენს ფორმას კლიენტებს, სწრაფად წარუდგინეთ თქვენი ფორმა სასურველ აუდიტორიას გაზიარების მარტივი ფუნქციონალით.
Jotform Enterprise-ის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიამაგროთ ფორმები ქვე-მომხმარებლებს! მიანიჭეთ თანამშრომლებს ან კოლეგებს თქვენს ფორმებზე წვდომა.
მიეცით წვდომა ინდივიდუალურ ფორმებზე ან ფორმის საქაღალდეებზე ან გადაეცით ფორმის მფლობელობა სხვა მომხმარებელს დაცულ Enterprise სერვერზე.
მომენტალურად შექმენით ნებისმიერი ფორმის ასლი მისი ლინკის გამოყენებით. მარტივად დააკოპირეთ და ჩასვით ლინკი ფორმის შემოტანის სექციაში რათა შექმნათ ფორმის ასლი თქვენს ანგარიშზე.
გსურთ გადაიტანოთ ფორმის მონაცემები ერთი ანგარიშიდან სხვა ანგარიშზე? დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს და ჩვენ გადავიტანთ ფორმას თქვენთვის!
გააზიარეთ ლინკი რათა დაამატოთ თანამშრომლები და იმუშავეთ სხვებთან ერთად რათა შექმნათ თქვენი ფორმები. ფორმის ცვლილებები აისახება რეალურ დროში ნებისმიერი მოწყობილობიდან.
მოიწვიეთ მომხმარებლები სასურველი იმეილის მოწვევით რათა შეავსონ თქვენი ფორმა. გადადით გამოქვეყნების ჩანართზე რათა შექმნათ თქვენი იმეილი და დაამატოთ მიმღებები.
გააზიარეთ ფორმის ლინკი პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმებზე როგორიცაა Twitter, Facebook, LinkedIn და წარუდგინეთ თქვენი ფორმა უფრო ფართო აუდიტორიას.
ავტომატურად შექმენით თქვენი ფორმის QR კოდი და დაბეჭდეთ ან აჩვენეთ თქვენს მოწყობილობაზე. კლიენტებს ან მომხმარებლებს შეუძლიათ დაასკანერონ QR კოდი რათა შეავსონ თქვენი ფორმა თავიანთ სმარტფონებზე.
დაამატეთ თქვენი ფორმის უნიკალური დიზაინი ჩვენს ფორმის შაბლონების გალერეას რათა გაუზიაროთ სხვებს. თუ შეიცვლით აზრს, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ფორმის შაბლონის გაზიარების გაუქმება.
დაამატეთ მიმაგრებული პირები ლინკით ან იმეილის მოწვევით. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიამაგროთ ფორმა თქვენი ორგანიზაციის ყველა წევრს ერთი მარტივი კლიკით.
დააკოპირეთ და ჩასვით ჩაშენების კოდი თქვენი ვებ-გვერდის კოდში რათა დაამატოთ ფორმები თქვენს ვებ-გვერდს. Jotform გთავაზობთ ავტომატურად გენერირებულ კოდებს WordPress, Zoey, Blogger და სხვა მრავალი პლატფორმისათვის.
გაზიარებადი ლინკებით დაწყებული, ექსპორტის მრავალმხრივი ფუნქციონალით დამთავრებული, Jotform ცხრილები ამარტივებს თქვენი ფორმის ჩანაწერების სხვებისათვის გაგზავნას.
დააკოპირეთ და ჩასვით ავტომატურად გენერირებული ლინკი რათა გააზიაროთ თქვენი ფორმის მონაცემების გვერდი Jotform ცხრილებში.
მარტივად გადაიტანეთ Jotform მონაცემები Microsoft Excel-ში. გადმოწერეთ ფორმის მონაცემები Excel ფაილის სახით რამოდენიმე მარტივი კლიკით.
შეინახეთ ფორმის მონაცემები დაცული CSV ან PDF ფაილის სახით. PDF დოკუმენტებისათვის შეიქმნება Zip ფაილი და გაიგზავნება თქვენს იმეილის მისამართზე.
აქციეთ ფორმის მონაცემები რეპორტებად რათა მარტივად წარადგინოთ და გააზიაროთ. Jotform რეპორტების მშენებელი ავტომატურად ქმნის საოცარ ვიზუალურ რეპორტებს ფორმის მონაცემებისგან.
გააზიარეთ ფორმის მონაცემები სხვადასხვა პლატფორმებზე. დააკავშირეთ თქვენი ფორმა ფაილის საცავის აპლიკაციებს როგორიცაა Google Drive და Dropbox რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ანგარიშებს.