როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე?

17 ნოემბერი, 2021

არ გაქვთ კავშირი ინტერნეტთან, არც Wi-Fi? არ არის აუცილებელი ქაღალდის ფორმების გამოყენება – JotForm-ის მობილური ფორმები საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ და შეაგროვოთ მონაცემები ინტერნეტის გარეშე.

როგორ უნდა ისარგებლოთ ინტერნეტის გარეშე JotForm-ის მობილური ფორმების აპლიკაციით? პირველ რიგში, გადმოწერეთ და დააყენეთ ჩვენი აპლიკაცია თქვენს მობილურ მოწყობილობაზე.

IOS: https://link.jotform.com/C58PKpnJKc 

Android: https://link.jotform.com/FiZv0z8brV 

  1. შედით მობილური ფორმების აპლიკაციაში თქვენი არსებული Jotform ანგარიშის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ როგორც მომხმარებლის სახელისა და პაროლის კომბინაციით, ასევე Google ან Facebook ავტორიზაციით. Google და Facebook ავტორიზაციის შემთვევაში აღნიშნული ანგარიშების იმეილის მისამართი უნდა იყოს იგივე რაც თქვენი Jotform ანგარიშისათვის. სხვა შემთვევაში, სისტემა თქვენთვის შექმნის ახალ ანგარიშს.
როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე? Image-1
როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე? Image-2
  1. როგორც შეხვათ ანგარიშში, გადადით პარამეტრებზე აპლიკაციის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემულ კბილანას ხატულაზე დაჭერით.
როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე? Image-3
  1. მოცემულ ჩანართზე დააკლიკეთ ოფლაინ ფორმების პარამეტრს
როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე? Image-4
  1. აირჩიეთ ფორმები რომელთა გამოყენებაც გსურთ ინტერნეტის გარეშე. არჩევისთანავე, აპლიკაცია დაიწყებს ფორმის სინქრონიზაციას. დარწმუნდით რომ ის მონიშნულია მწვანედ სანამ გადახვალთ მთავარ ფანჯარაზე. ეს აღნიშნავს იმას რომ ფორმის სინქრონიზაცია დასრულდა და ის მზადაა ოფლაინ გამოსაყენებლად.
როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე? Image-5
  1. ახლა, გადადით უკან, ჩემი ფორმების გვერდზე. აირჩიეთ ფორმა რომლის შევსებაც გსურთ ოფლაინ, ინტერნეტის კავშირის გარეშე და დააკლიკეთ ფორმის შევსებას ან კიოსკის რეჟიმში გახსნას.
როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე? Image-6
  1. როდესაც გააგზავნით ოფლაინ ფორმას, უნდა მოხდეს სტანდარტული მადლობის შეტყობინების ჩვენება რომელიც გამცნობებთ რომ მონაცემები შენახულია და მოხდება მათი გაგზავნა როდესაც დაუკავშირდებით ინტერნეტს.

კიოსკის რეჟიმის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ აღნიშნულ ფანჯარას – არჩევანით თავიდან ჩატვირთოთ ფორმა ან გამორთოთ კიოსკის რეჟიმი.

როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე? Image-7

ფორმის სტანდარტული შევსების ვარიანტისათვის, თქვენ მიიღებთ აღნიშნულ სტატიკურ გვერდს მხოლოდ მთავარ გვერდზე დაბრუნების ვარიანტით.

როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე? Image-8

გამოგზავნების ნახვის ჩანართზე, ოფლაინ შევსებული ფორმები აღნიშნული იქნება როგორც სინქრონიზაციის მოლოდინში მყოფი.

როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე? Image-9
  1. დავუშვათ უკვე დაუკავშირდით ინტერნეტს და გსურთ მოლოდინში მყოფი ოფლაინ მონაცემების გაგზავნა, გადადით ისევ პარამეტრების ჩანართზე და დააკლიკეთ სინქრონიზაცია ახლავე ლინკს თქვენი მონაცემების პარამეტრის ქვემოთ.
როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტის გარეშე? Image-10

თქვენი ფორმის მონაცემები დაიწყებს სინქრონიზაციას ავტომატურად და ყველა შეტყობინების იმეილი გაიგზავნება ამის შემდეგ, თქვენ ასევე მიიღებთ აპლიკაციის შეტყობინებებს თქვენს მობილურზე თუ აღნიშნული პარამეტრი ჩართულია.

არის თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა მონაცემთა ოფლაინ შენახვის რაოდენობაზე?

მონაცემების ოფლაინ შენახვის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს მობილურ მოწყობილობაში არსებულ მეხსიერების თავისუფალ სივრცეზე. თუ თქვენი მობილური მოწყობილობის მეხსიერების სივრცე მიუახლოვდება ამოწურვას, აპლიკაცია ავტომატურად გამორთავს ფორმას რომელიც შეიცავს ყველაზე მეტ ინფორმაციას. მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვის შესახებ – თქვენ კვლავ შეძლებთ ყველა ფორმის გამოყენებას კომპიუტერიდან თქვენი JotForm-ის ანგარიშის გამოყენებით.

ესეც ასე! ეს საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს არანაირ ტექნიკურ გამოცდილებას რათა გამოიყენოთ ოფლაინ ფორმების ფუნქციონალი JotForm-ის მობილური ფორმების აპლიკაციაში.

გაქვთ JotForm-ის მობილური ფორმების აპლიკაციის გამოყენების რაიმე პრობლემა? ან რაიმე დამატებითი შეკიტხვა მოცემულ გიდთან დაკავშირებით? ან რაიმე რჩევა თუ რეკომენდაცია? აუცილებლად გვაცნობეთ კომენტარის სახით თქვემოთ ან გახსენით მხარდაჭერის ფორუმის ახალი პოსტი.

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.