ხშირად დასმული კითხვები

რა არის Jotform?

Jotform არის მძლავრი ონლაინ აპლიკაცია რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს სწრაფად შექმნას სასურველი ონლაინ ფორმები. მისი ინტუიციური მომხმარებლის ინტერფეისი ფორმების შექმნის პროცესს ხდის საოცრად მარტივს და არ საჭიროებს თუნდაც ერთი ხაზი კოდის დაწერას. JotForm-ის გამოყენებითმ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და გამოაქვეყნოთ ფორმები, ჩააშენოთ ისინი თქვენს საიტზე და მიიღოთ გამოხმაურებები იმეილით.

რისი გაკეთება შემიძლია JotForm-ით?

Jotform საშუალებას გაძლევთ შექმნათ ონლაინ ფორმები, შეაგროვოთ პასუხები პირდაპირ თქვენს იმეილზე და შექმნათ შევსებადი PDF ფორმები. თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ ყველა ტიპის ფორმები, მათ შორის:

რატომ Jotform?

JotForm-ით თქვენი ფორმების აწყობა და გამოქვეყნება წამებშია შესაძლებელი! ჩვენ ვართ ყველაზე მარტივი ფორმების გენერატორი თანამედროვე და მრავალმხრივი შესაძლებლობებით, მათ შორის დარგის მოწინავე დიზაინითა და მორგების ხელსაწყოებით. არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ გვაქვს ათასობით მზა თქვენს საჭიროებებზე მორგებული შაბლონი. გსურთ თქვენმა ფორმამ აჩვენოს განსხვავებული კითხვები მოხმარებლების პასუხების მიხედვით? ჩვენს კონდიციების ხელსაწყოს შეუძლია აჩვენოს ან დამალოს თქვენთვის სასურველი ველები, იმის მიხედვით თუ როგორ უპასუხებენ მომხმარებლები წინა შეკითხვებს. Jotform ასევე საშუალებას გაძლევთ დაამატოთ თქვენი კომპანიის ლოგო, ფერთა სასურველი კომბინაციის თემები და გასაოცარი ფონური სურათები.

მჭირდება თუ არა კოდის წერის გამოცდილება ფორმის შესაქმნ

საერთოდ არა! JotForm-ის ფორმების მშენებლის გამოყენებით, თქვენ არ გჭირდებათ არანაირი კოდის წერის გამოცდილება რათა შექმნათ იდეალური ფორმა თქვენი საჭიროებისამებრ. მსგავსი გამოცდილების მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები პირდაპირ HTML კოდში, მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ არის საჭირო. ჩვენი თემების დიზაინერის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ფორმის სტილი სულ რაღაც რამოდენიმე კლიკით.

უფასოა თუ არა Jotform?

Jotform აქვს სერვისის გამოწერის მრავალი ვარიანტი, მათ შორის უფასო სატარიფო გეგმაც. უფასო მოხმარებლებს აქვთ წვდომა ყველა იმავე ფუნქციონალზე, რაზეც ფასიან მომხმარებლებს, უბრალოდ შემცირებული ლიმიტებით ფორმების რაოდენობაზე, ფორმების გამოგზავნებზე, ფორმების ნახვებზე, ატვირთვის სივრცეზე და გაგზავნების შენახვის მოცულობაზე. სხვადასხვა ვარიანტების სანახავად, ეწვიეთ ჩვენს ფასების გვერდს.

როგორ უნდა დავამატო JotForm-ის ფორმები ჩემს ვებსაიტს?

როცა თქვენ გამოაქვეყნებთ თქვენს ონლაინ ფორმას, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ იგი დამოუკიდებელი ლინკის საშუალებით ან ჩააშენოთ იგი პირდაპირ თქვენს ვებგვერდში. ფორმის თქვენს საიტზე დასამატებლად საჭიროა ჩვენს მიერ წარმოდგენილი კოდის კოპირება და თქვენს საიტზე ჩასმა – ასე მარტივად!

რამდენად დაცულია ჩემი მონაცემები JotForm-ის მიერ?

Jotform თქვენი მონაცემების უსაფრთხოებას ძალიან სერიოზულად უდგება. JotForm-ის ყველა ფორმის უნიკალური ლინკები და ვებსაიტზე ჩასაშენებელი კოდები არის საწყისადვე დაცული (SSL) და ჩვენ ვაძლევთ ყველა მომხმარებელს საშუალებას დაშიფრონ თავიანთი მონაცემები. Jotform ასევე იცავს მკაცრ ევროპულ მონაცემთა დაცვის კანონებს მოხმარებლებისთვის საშუალების მიცემით, შეინახონ თავიანთი მონაცემები დაცულ გერმანულ სერვერებზე, სურვილის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ჩვენს ევროკავშირის უსაფრთხო ფორმების გვერდზე

რა მოუვა ჩემს მონაცემებს თუ ფასიანი პაკეტიდან გადავალ

თუ თქვენ გადაწყვეტთ ფასიანი პაკეტიდან გადახვიდეთ უფასო ვერსიაზე, თქვენი მონაცემები კვლავ იქნება უსაფთხოდ შენახული ისევე როგორც ყოველთვის, მანამ სანამ არ გადააჭარბებთ ჯამური გამოგზავნების ლიმიტს რომელიც უფასო ანგარიშებისათვის შეადგენს 500-ს. ასევე, თქვენი ფორმები გამოირთვება თუ გადააჭარბებთ ყოველთვიური გამოგზავნების ლიმიტს ან სხვა ლიმიტს როგორიცაა ფორმების რაოდენობა. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი გამოგზავნების და მონაცემების შენახვის დონეები თქვენი ანგარიშის ხატულაზე დაკლიკებით საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში.