როგორ გამოვიყენო კიოსკის რეჟიმი Jotform-ის მობილურ ფორმებში

20 ოქტომბერი, 2021

ჩვენ მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი განახლებული მობილური აპლიკაციის ახალი და დიდებული ფუნქციონალი – კიოსკის რეჟიმი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აღნიშნული ფუნქციონალი სმარტფონზე ან ტაბლეტზე, როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ. კიოსკის რეჟიმი ხელმისაწვდომია როგორც iOS ასვე Android მოწყობილობებზე.

კიოსკის რეჟიმი აქცევს თქვენს მოწყობილობას გამოკითხვის პუნქტად. კიოსკის რეჟიმი აძლევს ფორმის რესპონდენტებს მხოლოდ კონკრეტულ ფორმაზე წვდომას და არ აძლევს სხვა აპლიკაციებთან წვდომის საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად და უსაფრთხოდ მიიღოთ ფორმის მრავალი გამოგზავნები. ეს არის დიდებული არჩევანი კონფერენციებისათვის, საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის, სოციალური ღონისძიებებისათვის, შეხვედრებისათვის, სხვა ტიპის ღონისძიებებისათვის და მრავალი სხვა.

გაგზავნის შემდეგ, ფორმა ავტომატურად უბრუნდება საწყის გვერდს. ყოველი სესია არის სრულიად უნიკალური, ასე რომ მონაცემები არის დაცული.

თქვენ შეგიძლიათ ფორმის მონაცემების შეგროვება თუნდაც ინტერნეტის გარეშე. მონაცემების შენახვა მოხდება თქვენს მოწყობილობაზე და ავტომატურად გაიგზავნება თქვენს Jotform ანგარიშზე როდესაც გექნებათ ინტერნეტთან კავშირი.

კიოსკის რეჟიმის გასააქტიურებლად, დააკლიკეთ თქვენს ფორმას.

როგორ გამოვიყენო კიოსკის რეჟიმი Jotform-ის მობილურ ფორმებში Image-1

აირჩიეთ კიოსკის რეჟიმში გახსნა.

როგორ გამოვიყენო კიოსკის რეჟიმი Jotform-ის მობილურ ფორმებში Image-2

აირჩიეთ ჩაკეტილი ეკრანით ან ჩაკეტილი ეკრანის გარეშე გაგრძელების სასურველი ვარიანტი. ჩაკეტილი ეკრანის ფუნქციონალი არ აძლევს მომხმარებლებს საშუალებას გამორთონ კიოსკის რეჟიმი.

როგორ გამოვიყენო კიოსკის რეჟიმი Jotform-ის მობილურ ფორმებში Image-3

თუ თქვენ აირჩევთ ეკრანის ჩაკეტვის ვარიანტს, თქვენ უნდა დააყენოთ ოთხციფრიანი PIN კოდი. აღნიშნულ კოდს გამოიყენებთ შემდგომში კიოსკის რეჟიმის გამოსართავად.

როგორ გამოვიყენო კიოსკის რეჟიმი Jotform-ის მობილურ ფორმებში Image-4

მას შემდეგ როცა აირჩევთ, აპლიკაცია გიჩვენებთ ინსტრუქციებს თუ როგორ გამორთოთ კიოსკის რეჟიმი.

როგორ გამოვიყენო კიოსკის რეჟიმი Jotform-ის მობილურ ფორმებში Image-5

როდესაც იმყოფებით კიოსკის რეჟიმში, ფორმის გაგზავნის შემდეგ ნაჩვენები იქნება მადლობის გვერდი რამოდენიმე წამით და შემდეგ ის ავტომატურად ჩაიტვირთება თავიდან. იხილეთ აღნიშნულის დემო ქვემოთ:

როგორ გამოვიყენო კიოსკის რეჟიმი Jotform-ის მობილურ ფორმებში Image-6

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, გთხოვთ გვაცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ!

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.