გაგაცნობთ Jotform ინბოქსი 2.0-ს

დაალაგეთ, იპოვეთ და მართეთ თქვენი მონაცემები.

თვალყური ადევნეთ, მოძებნეთ და მართეთ თქვენი ფორმის ყველა მონაცემი Jotform ინბოქსის გამოყენებით - მიიღეთ უფრო მეტი კონტროლი თუ როგორ იხილავთ და გააზიარებთ თქვენს მონაცემებს. მოახდინეთ მონაცემების ორგანიზება, ითანამშრომლეთ სხვებთან და იპოვეთ ზუსტად ის რასაც ეძებთ საძიებო ფილტრების გამოყენებით.

გაფილტრეთ მონაცემები

Jotform ინბოქსი გთავაზობთ მძლავრ ძებნის ფუნქციონალს რომელიც ამარტივებს ფორმის მონაცემების პოვნას, დახარისხებასა და მართვას.

შექმენით ფილტრები რათა იპოვოთ ყველა საჭირო მონაცემი

მარტივად აირჩიეთ სასურველი კრიტერიუმი რათა გაფილტროთ ძიების შედეგები. თქვენ შეგიძლიათ გაფილტროთ თარიღების, იარლიყების, ტეგების, მონაცემების შიგთავსის, ფორმის ველების მიხედვით.

ორგანიზება ტეგების გამოყენებით

დაამატეთ ფერადი ტეგები რათა გაამარტივოთ მონაცემების დაჯგუფება და გაფილტრვა, ასე რომ მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი რაც გჭირდებათ.

შექმენით ახალი ჩანართები

იპოვეთ რაც გჭირდებათ როგორც კი გახსნით თქვენს ინბოქსს. შექმენით ახალი ჩანართები რათა სურვილისამებრ დაახარისხოთ და დააჯგუფოთ ფორმის მონაცემები.

ითანამშრომლეთ თქვენს გუნდთან

გააზიარეთ თქვენი Jotform ინბოქსი შეუფერხებელი ონლაინ თანამშრომლობისათვის. საშუალება მიეცით სხვებს იხილონ, დაარედაქტირონ და გამოეხმაურონ ფორმის გამოგზავნებს.

დაამატეთ კომენტარები

დატოვეთ კომენტარები გამოგზავნილ მონაცემებზე და მონიშნეთ თქვენი გუნდის წევრები მათი იმეილის მისამართების გამოყენებით.

უპასუხეთ ან გადაამისამართეთ მონაცემები

გაუგზავნეთ იმეილ გამოხმაურებები ფორმის გამომგზავნებს ან მარტივად გადაუგზავნეთ გამოგზავნილი მონაცემები გუნდის წევრებს.

შექმენით გაზიარებადი ლინკები

შექმენით JotFrom ინბოქსის ლინკი რათა გაუზიაროთ Jotform-ის სხვა მომხმარებლებს. დააყენეთ ლინკის მოქმედების ვადა, შეცვალეთ რედაქტირების უფლებები და მოარგეთ წვდომის პარამეტრები.

გაგზავნეთ იმეილ მოწვევები

მოიწვიეთ სხვები თქვენს Jotform ინბოქსზე იმეილ მისამართებისა და შეტყობინებების დამატებით. მიანიჭეთ მხოლოდ წაკითხვის ან თანამშრომლის წვდომის უფლებები.

მართეთ თქვენი ყველა მონაცემი

მიიღეთ თქვენი მონაცემების მაქსიმუმი. Jotform ინბოქი ამარტივებს თქვენი მონაცემების მართვას, რედაქტირებას და გადმოწერას ნებისმიერი მოწყობილობიდან.

დაარედაქტირეთ მონაცემები

გახსენით საწყისი ფორმა, შეცვალეთ გამოგზავნილი მონაცემები და შეავსეთ ისე როგორც გსურთ.

გადმოწერეთ ან დაბეჭდეთ მონაცემები

შეინახეთ მონაცემები PDF-ების სახით ან დაბეჭდეთ ერთი კლიკით.

შექმენით PDF-ები

გამოიყენეთ Jotform-ის ინტუიციური PDF რედაქტორი რათა აქციოთ ფორმის მონაცემები მორგებად PDF დოკუმენტებად.

Jotform ინბოქსი ხდკ

ყველა თქვენი შეკითხვა Jotform ინბოქსის შესახებ - პასუხგაცემული. იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები რათა მიიღოთ პასუხები მომენტალურად ან დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.

ხშირად დასმულ კითხვებზე გადასვლა

Jotform ინბოქსი

მზად ხართ დაიწყოთ Jotform ინბოქსის გამოყენება? გაიგეთ როგორ შეგიძლიათ იხილოთ, მართოთ და გააზიაროთ თქვენი ფორმის მონაცემები რამოდენიმე მარტივი ნაბიჯით!

Jotform Inbox Tutorial