მოარგეთ თქვენს ბრენდს
110+ გადახდის ფორმის უფასო შაბლონი
თუ გსურთ მიიღოთ გადახდები თქვენი პროდუქციისათვის, შეკვეთისათვის, ან თუნდაც ფოტოსესიისათვის, დაიწყეთ ჩვენი მზა გადახდის ფორმების გამოყენება. უბრალოდ აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ფორმა, დაარედაქტირეთ თქვენი ბიზნესის შესაბამისად და დააკავშირეთ გადახდის სასურველ სისტემას რათა დაიწყოთ გადახდების მიღება!
უნივერსალური გადაწყვეტილება
არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ინდუსტრიას, Jotform არის მძლავრი გადაწყვეტილება რომელიც იდეალურად ერგება თქვენი ბიზნესის საჭიროებებს. გაუგზავნეთ ფორმის მონაცემები მესამე მხარის აპლიკაციებს, მიიღეთ ელექტრონული ხელმოწერები, დაიცავით მონაცემები HIPAA შესაბამისობით და ჩასვით ფორმები პირდაპირ თქვენს Squarespace ან WordPress ვებსაიტზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ავტომატურად გაუგზავნოთ სასურველი იმეილები ფორმის მომხმარებლებს!
ინტუიციური ფორმის მშენებელი
შექმენით იდეალური გადახდის ფორმა თქვენი ონლაინ ბიზნესისათვის - ნებისმიერი სახის კოდის წერის ან პლაგინების გარეშე! ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი ამარტივებს ფორმის ნოლიდან შექმნას ან 10,000+ უფასო შაბლონიდან სასურველის მორგებას და თქვენს ვებსაიტზე ჩასმას კოდის წერის გარეშე. ფორმები საწყისადვე არის მობილურზე მორგებული და მარტივადაა შესაძლებელი მათი შევსება ნებისმიერი მოწყობილობიდან.
გადახდის უსაფრთხო დამუშავება
მიიღეთ დაცული ონლაინ გადახდები პირდაპირ თქვენი ფორმების გავლით 30-ზე მეტი სანდო, PSD2 შესაბამისობის გადახდის სისტემის გამოყენებით, მათ შორის Square, PayPal, Stripe, და Authorize.Net. Jotform არა მხოლოდ იცავს ბარათის მფლობელის მონაცემებს PCI შესაბამისობით, ჩვენ ასევე ვიცავთ ყველა ფორმას GDPR და CCPA შესაბამისობით, 256-ბიტიანი SSL კავშირით და სურვილის შემთხვევაში სამედიცინო პროფესიონალებისათვის განკუთვნილი HIPAA შესაბამისობით.
პერსონალური და პროფესიონალური
მოარგეთ თქვენი ონლაინ გადახდის ფორმის ვიზუალი და ფუნქციონალი თქვენს სურვილებს. ჩვენი ფორმის მშენებელი ამარტივებს ფორმის მზა შაბლონების თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებას - ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე - ასე რომ შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი დიზაინის მდგრადობა და შესთავაზოთ მომხმარებლებს პერსონალიზირებული გამოცდილება.
გადახდის ფორმის შექმნა
იხილეთ ვიდეო ტუტორიალი რათა გაიგოთ როგორ შეგიძლიათ Jotform ონლაინ გადახდების გამოყენება!

რეკომენდაციები
What our users say about Jotform
