Jotform ინბოქსი ხდკ

ყველა თქვენი შეკითხვა Jotform ინბოქსის შესახებ - პასუხგაცემული. იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები რათა მიიღოთ პასუხები მომენტალურად ან დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.

Your questions will be answered by our 24/7 support team.

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის Jotform ინბოქსი?

    Jotform ინბოქსი არის მარტივი საშუალება რათა დაალაგოთ, მართოთ და დაახარისხოთ თქვენი ფორმის მონაცემებ - მსგავსად იმეილის ინბოქსისა! როდესაც გახსნით Jotform ინბოქსს, თქვენ შეგეძლებათ იხილოთ ყველა მონაცემი, ასევე მოძებნოთ სასურველი ინფორმაცია, დაამატოთ ფილტრები, მონიშნოთ ვარსკვლავთ და გადაუგზავნოთ ისინი თქვენი გუნდის წევრებს. თუ თქვენ გსურთ სხვებთან თანამშრომლობა ონლაინ, Jotform 2.0 საშუალებას გაძლევთ მიანიჭოთ წვდომა გუნდის წევრებს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარები, მონიშნოთ ხალხი და გააგზავნოთ იმეილები პირდაპირ თქვენი ინბოქსის პანელიდან!

  • რისი გაკეთება შემიძლია Jotform ინბოქსი 2.0-ის გამოყენებით?

    Jotform ინბოქსი 2.0-ის გამოყენებით, თქვენ მიიღებთ როგორც საწყისი ვერსიის ყველა მძლავრ ფუნქციონალს, ასევე არაერთ სრულიად ახალ შესაძლებლობას! იხილეთ ყველა თქვენი მონაცემი ერთ სივრცეში და მართეთ ისინი ძიების, გაფილტრვისა და ორგანიზირების ხელსაწყოების გამოყენებით ან იმუშავეთ მონაცემებზე კოლაბორაციის ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააკომენტაროთ ფორმის გამოხმაურებებზე ან მონიშნოთ თქვენი გუნდის წევრები კომენტარებში რათა პირდაპირ აცნობოთ მათ.

  • არის თუ არა Jotform ინბოქსი 2.0 უფასო?

    Yes. Jotform Inbox comes free with every Jotform plan, from our free plan all the way up to Jotform Enterprise.

  • როგორ გადავიდე Jotform ინბოქსზე?

    Jotform ინბოქსზე გადასასვლელად, შედით თქვენს Jotform ანგარიშში. შემდეგ მიიტანეთ კურსორი სასურველ ფორმასთან რომლის მონაცემების ნახვაც გსურთ და დააკლიკეთ ღილაკს ინბოქსი.

  • შესაძლებელია თუ არა Jotform ინბოქსიდან იმეილების გაგზავნა?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ იმეილები Jotform ინბოქსიდან თქვენი პანელის დატოვების გარეშე.

  • შემიძლია თუ არა ჩემი ინბოქსის კოლეგებისათვის გაზიარება?

    Jotform ინბოქსი გთავაზობთ გაზიარების მარტივ ფუნქციონალს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გაზიარებადი ლინკი რომელიც მისცემს წვდომას Jotform-ის სხვა მომხმარებლებს ან მოიწვიოთ გუნდის წევრები მათი იმეილის მისამართების გამოყენებით ან მონიშნოთ ისინი ინდივიდუალური გამოხმაურების კომენტარებში.

  • შემიძლია თუ არა ჩემი ინბოქსის მორგება

    გსურთ შესძინოთ Jotform ინბოქსს მორგებული ვიზუალი? ინბოქსის პარამეტრებიდან თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კითხვების განლაგება და სტრიქონებს შორის დაშორება, მოარგოთ ენა, მონაცემები და ბეჭდვის პარამეტრები, ასევე დამალოთ სათაურები, ტექსტი და ფორმის ცარიელი ველები.

  • როგორ ვნახო ფორმის მონაცემები Jotform ინბოქსში?

    მონაცემების სანახავად, გახსენით ჩემი ფორმების პანელი, აირჩიეთ თქვენი ფორმა და დააკლიკეთ ეკრანის კიდურა მარჯვენა ნაწილში მოცემულ ინბოქსის ღილაკს. თქვენ შეგიძლიათ შემდეგ იხილოთ თქვენი ყველა მონაცემი ერთდროულად ან იპოვოთ კონკრეტული მონაცემები საძიებო ველის ფილტრების გამოყენებით.

  • შემიძლია თუ არა ფორმის მონაცემების რედაქტირება Jotform ინბოქსში?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ფორმის მონაცემები Jotform ინბოქსში. როდესაც აირჩევთ მონაცემების რედაქტირებას, თქვენ შეგეძლებათ შეავსოთ ორიგინალი ფორმა და შეცვალოთ გამოხმაურება განსხვავებული პასუხების არჩევით.

  • შემეძლება თუ არა ვუპასუხო შეტყობინებებს ჩემი მობილურის ან ტაბლეტის გამოყენებით?

    Jotform არის მობილურზე მორგებული, ასე რომ თქვენ შეგეძლებათ გამოიყენოთ Jotform ინბოქსი ნებისმიერი სმარტფონიდან ან ტაბლეტიდან. როდესაც ვინმე მოგნიშნავთ Jotform ინბოქსის კომენტარში, თქვენ შეგეძლებათ გამოეხმაუროთ თქვენი მობილური მოწყობილობის გამოყენებით.

  • როგორ გამოვიყენო ფილტრები სასურველი მონაცემების მოსაძებნად?

    ფილტრების გამოსაყენებლად, დააკლიკეთ საძიებო ველზე არსებულ ფილტრის ხატულას რომელიც მოცემულია Jotform ინბოქსის ზედა მარცხენა კუთხეში. აქედან, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გამოგზავნის თარიღების ინტერვალი და მოძებნოთ ნებისმიერი სასურველი მონაცემების გავლით. თქვენ ასევე გექნებათ მძლავრი ძებნის ფუნქციონალი რომელიც საშუალებას გაძლევთ გაფილტროთ მონაცემები ფორმის ველის მნიშვნელობის ან სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

  • შესაძლებელია თუ არა სხვადასხვა ჩანართების დამატება Jotform ინბოქსში?

    Jotform ინბოქსში თქვენ გექნებათ სამი ჩანართი: ინბოქსი, არქივი და ურნა. თუ გჭირდებათ უფრო მეტი ჩანართი, პირველ რიგში გაფილტრეთ მონაცემები საურველი კრიტერიუმის მიხედვით, შემდეგ კი გამოჩნდება ახალი ჩანართის შექმნის სექცია. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი ახალი ჩანართის სახელი და დაამატოთ თქვენს Jotform ინბოქსს ერთი მარტივი კლიკით.

  • როგორ გადმოვწერო ჩემი მონაცემები Jotform ინბოქსში?

    თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ თქვენი ფორმის მონაცემები სასურველი ინდივიდუალური მონაცემების არჩევით და შემდეგ Jotform ინბოქსის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემული დამატებითი მენიუს გადმოწერის ღილაკზე დაკლიკებით. თუ გსურთ ფორმის ყველა მონაცემის ერთდროულად შენახვა, თქვენი ინბოქსის ჩანართზე დააკლიკეთ სამი ვერტიკალური წერტილის ხატულას და აირჩიეთ ყველა მონაცემის გადმოწერა. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ მონაცემები CSV ფაილის, Excel ელექტრონული ცხრილის ან PDF დოკუმენტის სახით.