ცხოველთა თავშესაფრის ხდკ
გაქვთ კითხვები თუ როგორ შექმნათ ონლაინ ფორმა თქვენი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ან თავშესაფრისათვის?
იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები ქვემოთ და მიიღეთ პასუხები მომენტალურად.
გაქვთ კითხვები თუ როგორ შექმნათ ონლაინ ფორმა თქვენი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ან თავშესაფრისათვის?
იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები ქვემოთ და მიიღეთ პასუხები მომენტალურად.
თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.
რაც უფრო მეტ დროს ხარჯავთ ქაღალდის საქმისწარმოებაზე, მით უფრო ნაკლები დრო გრჩებათ იმ ცხოველებისათვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. Jotform-თან ერთად, თქვენ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ უაზრო ქაღალდის საქმისწარმოებას, შექმნათ თქვენი საკუთარი ციფრული მონაცემთა ბაზა, შეაგროვოთ ელექტრონული ხელმოწერები, დაამუშავოთ საკრედიტო ბარათის გადახდები და მარტივად დაუკავშირდეთ მესამე მხარის აპლიკაციებს. მოახდინეთ დავალებების ავტომატიზაცია, რათა დაზოგოთ თქვენი ორგანიზაციის ღირებული დრო და ფული.
10,000+ სრულიად მორგებადი შაბლონების გამოყენებით, თქვენი ცხოველთა თავშესაფრის ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობები უსაზღვროა! დაამუშავეთ მოხალისის ან ცხოველის აყვანის მსურველთა განაცხადები, მიიღეთ დონაციები, შეავსეთ მიღების ფორმები და მრავალი სხვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ აქციოთ ფორმის მონაცემები დახვეწილ PDF დოკუმენტებად, რომლის შენახვა და დაბეჭდვა მარტივადაა შესაძლებელი.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს საქმიანობას, ამიტომაც ჩვენ ვთავაზობთ ყველა არაკომერციულ ორგანიზაციას - მათ შორის ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებსა და თავშესაფრებს 50 პროცენტიან ფასდაკლებას JotForm-ის ყველა ფასიან პაკეტზე. ეწვიეთ ჩვენს არაკომერციული ორგანიზაციების ფასდაკლების გვერდს, რათა იხილოთ ფასები და შეიტანოთ განაცხადი.
დიახ! ყველა თქვენი ფორმა არის მობილურზე მორგებული და შესაძლებელია მისი შევსება ნებისმიერი მობილური მოწყობილობიდან. უფრო მოქნილი მობილური გამოცდილებისათვის, გადმოწერეთ ჩვენი უფასო აპლიკაცია - Jotform მობილური ფორმები — როგორც App Store ასევე Google Play პლატფორმაზე რათა შეაგროვოთ და მართოთ მონაცემები ნებისმიერი ადგილიდან.
Jotform-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მზა ფორმის თემა, შეცვალოთ განლაგება, ატვირთოთ სურათები, დაამატოთ თქვენი ლოგო და მოარგოთ ფორმის ყველა ასპექტი წამებში - კოდის წერის და დიზაინის გამოცდილების გარეშე! მარტივად აიღეთ და ჩასვით სასურველი ელემენტები, რათა შექმნათ თქვენი ფორმა ნოლიდან, ან აირჩიეთ სასურველი უფასო შაბლონი.
როგორც კი მორჩებით თქვენთვის სასურველი ფორმის შექმნას, დროა ჩააშენოთ თქვენს ვებსაიტზე და დაიწყოთ მონაცემების მიღება. ამისათვის მარტივად გადადით ფორმის მშენებლის გამოქვეყნების ჩანართზე, აირჩიეთ ჩაშენების პარამეტრი მარცხენა მენიუზე, და შემდეგ დააკლიკეთ კოდის დაკოპირების ღილაკს. ჩასვით კოდი ყველგან თქვენს ვებსაიტზე, და დაიწყეთ მონაცემების შეგროვება. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს დახმარების გვერდს.
დიახ - რეალურად, Jotform გთავაზობთ ყველაზე მეტ ინტეგრაციას, ვიდრე სხვა რომელიმე ონლაინ ფორმის მშენებელი! ჩვენი ინტეგრაციები საშუალებას გაძლევთ ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს ღრუბლოვანი საცავის ანგარიშებს, დაარეგისტრიროთ ახალი მოხალისეები სიახლეების იმეილის მისაღებად, შეაგროვოთ განაცხადის საფასური და დონაციები ონლაინ, მიამაგროთ ახალი დავალებები თქვენს პროექტების მართვის სისტემას და მრავალი სხვა. ჩვენი ყველაზე ცნობილი ინტეგრაციებია PayPal, Slack, Airtable, Google Calendar, Google Sheets, Dropbox, და Mailchimp. ვერ იპოვეთ თქვენი ფავორიტი ხელსაწყო ჩვენს ინტეგრაციებში? გამოიყენეთ ჩვენი Zapier ინტეგრაცია რათა დააკავშიროთ Jotform 1,500+ ვებ აპლიკაციას. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალ აპლიკაციებზე, რათა გავაუმჯო
ჩვენი ფორმის მშენებლის გვერდზე, გადადით მარცხნივ მოცემულ ფორმის ელემენტების ჩანართზე და დააკლიკეთ გადახდებს რათა გახსნათ 30+ დაცული გადახდის სისტემის ჩამონათვალი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გადახდის სისტემა, დაადასტურეთ თქვენი ანგარიში და გამოაქვეყნეთ თქვენი ფორმა - თქვენი ონლაინ ფორმა მომენტალურად დაამუშავებს ნებისმიერი სახის გადახდას და დონაციებს!
თუ გსურთ მიიღოთ იურიდიული სტატუსის მქონე ელექტრონული ხელმოწერები თქვენს განაცხადებთან ერთად, მარტივად დაამატეთ სასურველი ხელმოწერის ვიჯეტი (DocuSign, Adobe Sign, Smooth Signature, E-signature, Initials) თქვენს ფორმას.
ჩვენი უფასო PDF რედაქტორი საშუალებას გაძლევთ შექმნათ ან მოარგოთ პროფესიონალური PDF შაბლონები რომელიც ავტომატურად აქცევს ფორმის მონაცემებს დაცულ PDF დოკუმენტებად. თუ გსურთ მომხმარებლებს გაუგზავნოთ თავიანთი ფორმის მონაცემების PDF ასლები, გააქტიურეთ “PDF დანართის” ფუნქციონალი თქვენი შეტყობინების და ავტომოპასუხე იმეილებისათვის.
დიახ. თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. Jotform-ის ყველა ფორმა იყენებს 256 ბიტიან SSL კავშირს - იმავე დონის უსაფრთხოება, რომელსაც იყენებენ ონლაინ ბანკები და ელექტრონული კომერციის პლატფორმები. Jotform არის PCI DSS დონე 1 შესაბამისი და GDPR შესაბამისი, რათა უზრუნველყოს გაგზავნილი პერსონალური და საკრედიტო ბარათის ინფორმაციის უსაფრთხოება. დამატებითი დაცვისათვის, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაშიფროთ თქვენი ფორმები. ეწვიეთ ჩვენს უსაფრთხოების გვერდს და გაიგეთ მეტი.
ჩვენი მეგობრული მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24-7. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საკონტაქტო გვერდიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ JotForm-ის მომხმარებლის გიდი რათა იხილოთ ინსტრუქციები და რჩევები ჩვენი ფორმის მშენებლის შესახებ.