იმეილ შეტყობინებების დაყენება

January 13, 2023

როგორ შევქმნა იმეილშეტყობინება

თქვენს ვებ ფორმაზე იმეილ შეტყობინებების დაყენება ისეთივე მარტივია როგორც 1-2-3. თქვენ შეძლებთ იმეილების მიღებას მომენტალურად როდესაც ვინმე შეავსებს და გამოაგზავნის თქვენს ვებ ფორმას, ასევე შეძლებთ იხილოთ ყველა თანდართული ინფორმაცია თითქმის ნებისმიერი ადგილიდან.

  1. დააკლიკეთ ფორმის მშენებლის ზედა ნაწილში მოცემულ პარამეტრების ჩანართს.
  2. შემდეგ, დააკლიკეთ მარცხენა პანელზე განთავსებულ იმეილებს.
  3. დააკლიკეთ პლიუს (+) ხატულას.
  1. შემდეგ აირჩიეთ შეტყობინების იმეილი.

იმეილ შეტყობინების პარამეტრები

თითოეული სექცია გამოყოფილია ჩანართებით.

იმეილი

აქ შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები იმეილის შაბლონსა და თემის სათაურში.

მიმღებები

აქ თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ მიმღები იმეილის მისამართ(ებ)ი სადაც გსურთ ფორმის ახალი გამოხმაურებისას იმეილ შეტყობინების გაგზავნა. თქვენ შეგიძლიათ ასევე დააყენოთ გამგზავნის სახელი და პასუხის იმეილი.

მიმღებები

აქ თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ მიმღები იმეილის მისამართ(ებ)ი სადაც გსურთ ფორმის ახალი გამოხმაურებისას იმეილ შეტყობინების გაგზავნა. თქვენ შეგიძლიათ ასევე დააყენოთ გამგზავნის სახელი და პასუხის იმეილი.

დამატებითი

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ გამგზავნი იმეილის მისამართი და იმეილის სხვა პარამეტრები.

მნიშვნელოვანი შენიშვნა

  • თუ თქვენ ცდილობთ შეამოწმოთ ახალი მიმღების იმეილისატესტო იმეილის ღილაკით, გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ფუნქციონალი აგზავნის იმეილს მხოლოდ თქვენი Jotform ანგარიშის იმეილ მისამართზე. ნაცვლად ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ და გააგზავნოთ ლაივ ფორმა, რათა შეამოწმოთ ისინი.
  • თუ თქვენ გაქვთ რაიმე პრობლემა იმეილის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ გირჩევთ შეამოწმოთ მოცემული გიდი: “როგორ ავირიდო იმეილის უარყოფასთან დაკავშირებული პრობელემები“.
  • თუ თქვენ გსურთ მხოლოდ ტექსტური ტიპის იმეილის შექმნა, ეს აღარ არის შესაძლებელი. ახალი ვიზარდი საშუალებას გაძლევთ სურვილისამებრ შეცვალოთ HTML ტიპის იმეილი, მხოლოდ ტექსტური ტიპის იმეილები აღარ გამოიყენება ვინაიდან ყველა თანამედროვე მობილურ მოწყობილობას შეუძლია HTML ტიპის იმეილის უპრობლემად გახსნა.

თამამად დაწერეთ კომენტარი ან რჩევა კომენტარის სახით ქვემოთ. თუ გაქვთ რაიმე სახის კითხვა, გახსენით ბილეთი ჩვენი მხარდაჭერის ფორუმზე – მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ.

იყო თუ არა მოცემული გიდი სასარგებლო?
დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

კომენტარი:

Podo Commentიყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.