კორონავირუსის რესპონდენტის პროგრამა ხდკ

გაქვთ კითხვა კორონავირუსის რესპონდენტის პროგრამასთან დაკავშირებით? იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები ქვემოთ.

დასვი შეკითხვა

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის კორონავირუსის (კოვიდ 19) რესპონდენტის პროგრამა?

    ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ დახმარება ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პირებისა და არაკომერციული ორგანიზაციებისათვის რომელთაც სურთ პანდემიასთან ბრძოლაში თავიანთი წვლილის შეტანა.

  • ვისთვის არის მოცემული პროგრამა?

    მოცემული პროგრამა გამიზნულია ჯანდაცვის სფეროს, არაკომერციული და სამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მაგრამ ეს არ არის ამომწურავი სია. თუ თქვენი ორგანიზაცია არ მიეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიებს, მაგრამ გსურთ გამოიყენოთ Jotform რათა დაეხმაროთ ვირუსის გავრცელების შეჩერებაში, გთხოვთ შეიტანეთ განაცხადი.

  • როგორ შევიტანო განაცხადი?

    პირდაპირ ჩვენი განაცხადის ფორმის გამოყენებით. ჩვენ საგულდაგულოდ განვიხილავთ თითოეულ აპლიკაციას და გამოგიზავნით შემდგომ ინსტრუქციებს.

  • რითი განსხვავდება ეს უფასო დამწყები ანგარიშისგან?

    რა თქმა უნდა ყველას შეუძლია Jotform-ის უფასო დამწყები პაკეტის გამოყენება ნებისმიერ დროს. მაგრამ ტრადიციულ უფასო ანგარიშებს აქვთ შეზღუდული ოდენობის გამოგზავნები, ფორმები, გადახდები და ნახვები. თუ თქვენ გეგმავთ Jotform-ის გამოყენებას კორონავირუსთან დაკავშირებული დახმარების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ განაცხადი კორონავირუსის რესპონდენტის პროგრამაზე რათა მიიღოთ შეუზღუდავი წვდომა სრულიად უფასოდ.

  • მოიცავს თუ არა ეს HIPAA შესაბამისობას?

    რა თქმა უნდა. ვინაიდან უფრო და უფრო მეტ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს სჭირდება პანდემიის პერიოდში პაციენტთა ინფორმაციის შეგროვების სანდო საშუალება, კოვიდ პაციენტებთან მომუშავე პირებისათვის ჩვენ უზრუნველვყოფთ HIPAA შესაბამისობას სრულიად უფასოდ.

  • შემიძლია თუ არა აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადის შეტანა თუ უკვე მაქვს ფასიანი ანგარიში?

    დიახ. არსებულ ფასიან მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მოცემულ პროგრამაში. როგორც კი თქვენი განაცხადი დამტკიცდება, თქვენ გააგრძელებთ სტანდარტული საფასურის გადახდას, მაგრამ თქვენი ანგარიში მიიღებს შეუზღუდავ წვდომას დამატებითი საფასურის გარეშე.

  • რამდენ ხანს გრძელდება მოცემული პროგრამა?

    კორონავირუსის რესპონდენტის პროგრამა დამთავრება 2022 წლის 1 ივნისი.