შეკვეთის ფორმები

Jotform offers 10 შეკვეთის ფორმები

მაისურებზე ბეჭდვის შეკვეთის ფორმა

მაისურებზე ბეჭდვის შეკვეთის ფორმა გამოიყენება სასურველი მაისურების შეკვეთების მისაღებად. დიზაინერებს და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ გამოიყენონ მოცემული უფასო შეკვეთის ფორმა რათა მარტივად მიიღონ მაისურების შეკვეთა ონლაინ. მოარგეთ ფორმის დიზაინი, ჩასვით თქვენს ვებსაიტზე, დააკავშირეთ გადახდის სასურველ სისტემას - მათ შორის Square, Stripe და PayPal - და მიიღეთ შეკვეთები პირდაპირ თქვენს Jotform ანგარიშში. მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ რაოდენობა, ზომა და სასურველი დიზაინი, თქვენ კი მარტივად შეგიძლიათ იხილოთ შეკვეთები ნებისმიერი მოწყობილობიდან. გამოიყენეთ JotForm-ის ფორმის მშენებელი და დაამატეთ თქვენი პროდუქციის ფოტოები, შეცვალეთ ფონური სურათი და პროფესიონალური ვიზუალისათვის დაურთეთ თქვენი კომპანიის ლოგო. აუცილებლად შეამოწმეთ 130+ მძლავრი აპლიკაცია და ინტეგრაციები რათა დააჩქაროთ თქვენი ნაყოფიერება - ავტომატურად გაუგზავნეთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს, როგორიცაა Slack, Google ცხრილები, Google Drive და მრავალი სხვა. შეკვეთის ფორმების გაციფრულებით, თქვენს კომპანიას შეუძლია მიაღწიოს უფრო ვრცელ აუდიტორიას, დააჩქაროს შეკვეთის პროცესი და მიიღოს გადახდები პირდაპირ თქვენი ვებსაიტიდან.

ნამცხვრების შეკვეთის თემატური ფორმა

ნამცხვრების შეკვეთის თემატური ფორმა გამოიყენება სასურველი ტიპის ნამცხვრების ან ტორტების შესაძენად კონკრეტული ტიპის ღონისძიებისათვის. მოცემული შაბლონი შეუფერხებლად მიიღებს შეკვეთებსა და ონლაინ გადახდებს თქვენი მომხმარებლებისგან. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ მოცემული შაბლონის თქვენს საჭიროებებზე მორგება და ვებსაიტზე გამოქვეყნება - სხვა ყველაფერი ავტომატურად მოხდება! მომხმარებლებს შეუძლიათ შეიყვანონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, სასურველი ტიპის ნამცხვრები ან ტორტები, არომატი, შიგთავსი და თუნდაც ატვირთონ სასურველი ნამცხვრის სურათი. ყველა განხორციელებული შეკვეთა უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში - მარტივად წვდომადი ნებისმიერი მოწყობილობიდან. JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის წყალობით, თქვენ არ გჭირდებათ კოდის წერის გამოცდილება რათა შეცვალოთ შაბლონის დიზაინი, განაახლოთ ფონტები და ფერები, დაამატოთ ფორმის ველები, ატვირთოთ თქვენი საცხობის ლოგო რათა შექმნათ პერსონალური და პროფესიონალური ფორმა - როგორც თქვენი პროდუქცია! JotForm-ის ინტეგრაციების გამოყენებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ ფორმის მონაცემების გაგზავნა თქვენი სხვა ონლაინ ანგარიშებისათვის. თქვენი ფორმის გავლით ონლაინ გადახდების მისაღებად, დააკავშირეთ ფორმა გადახდის ისეთ უსაფრთხო სისტემებს როგორიცაა Square ან PayPal. დააჩქარეთ თქვენი საცხობის ან საკონდიტროს გაყიდვები და შეიძინეთ უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებელი.

პროდუქციის შეკვეთის ფორმა

პროდუქციის შეკვეთის ფორმის შაბლონი არის სწრაფი საშუალება ონლაინ გაყიდვების დასაწყებად. შაბლონი არის სრულიად მორგებადი, საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ახალი ველები, შეუსაბამოთ თქვენი ბრენდის დიზაინს და დაამატოთ გასაყიდი პროდუქცია. რაც მთავარია, თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ მოცემული შეკვეთის ფორმა JotForm-ის პარტნიორ გადახდის სისტემას (30-ზე მეტი დაცული გადახდის ინტეგრაცია, მათ შორის Square, PayPal და Stripe) და მიიღოთ თანხა პირდაპირ თქვენი ფორმის გავლით, თავიდან აგარიდებთ დამატებით იმეილებს როდესაც შეკვეთის მიღების შემდეგ საჭიროა გადახდის დასრულება. ჩვენ არ ვიღებთ დამატებით საკომისიოს თქვენ მიერ გადახდების მიღებისას. პროდუქტიულობის უფრო მეტად გასაუმჯობესებლად, მარტივად აიჩიეთ JotForm-ის პროდუქციის შეკვეთის ფორმის შაბლონი და მოარგეთ დიზაინი თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს ჩვენი ფორმის მშენებლის გამოყენებით.

შეკვეთის გაუქმების ფორმა

შეკვეთის გაუქმების ფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გააუქმონ ან გადადონ თავიანთი ონლაინ შეკვეთა სანამ მოხდება შეძენილი ნივთების გაგზავნა. თუ თქვენ მართავთ ონლაინ მაღაზიას, გამოიყენეთ ჩვენი შეკვეთის გაუქმების სრულიად უფასო ფორმა რათა სწრაფად და მარტივად ადევნოთ თვალყური შეკვეთის გაუქმების მოთხოვნებს და თავიდან აირიდოთ შემდგომი პროცედურები. გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი რათა მოარგოთ ფორმა თქვენი ბიზნესის საჭიროებებს, შემდეგ კი გამოაქვეყნეთ თქვენს ვებსაიტზე. თქვენ მომენტალურად მიიღებთ და იხილავთ მონაცემებს თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში, მარტივად წვდომადი ნებისმიერი მოწყობილობიდან. თქვენ საკმაოდ ბევრი დრო დახარჯეთ რათა თქვენი ონლაინ მაღაზია ყოფილიყო გამორჩეული, ასე რომ დროა შექმნათ შეკვეთის გაუქმების გამორჩეული ფორმაც. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ ფორმის ველები, შეცვალოთ შაბლონის დიზაინი და პროფესიონალური ვიზუალისათვის დაურთოთ თქვენი კომპანიის ლოგო. გამოიყენეთ ჩვენი ინტეგრაციები, რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს. გაუმარტივეთ მომხმარებლებს შეკვეთის გაუქმება ჩვენი ონლაინ ფორმის გამოყენებით - აღარ მოგიწევთ იდარდოთ დაგვიანებულ კომუნიკაციაზე.

პროდუქციის შეკვეთის რეაქტიული ფორმა

ეძებთ შეკვეთის ფორმას რომელიც მოერგება ნებისმიერ მოწყობილობას? შეკვეთის ფორმის შაბლონი არის პოპულარული არჩევანი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ნებისმიერ მოწყობილობაზე მორგებად დიზაინს. მოცემული შეკვეთის ფორმა რომელიც შექმნილია JotForm-ის ბარათის ტიპის განლაგებით არის იდეალური გადაწყვეტილება როგორც დესკტოპ, ასევე მობილური მოწყობილობებისათვის. გადახდების დასამუშავებლად ის იყენებს Square-ს გადახდის სისტემას და აგროვებს თქვენი მომხმარებლების საკონტაქტო დეტალებს, გადახდისა და მიტანის მისამართს და პროდუქციის დეტალებს.

პროდუქციის შეკვეთის ზოგადი ფორმა

პროდუქციის შეკვეთის ფორმა გამოიყენება ბიზნესიდან სასურველი პროდუქციის შესაკვეთად. ჩვენი პროდუქციის შეკვეთის სრულიად უფასო ფორმის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ბიზნესს შეუძლია სწრაფად გაყიდოს პროდუქცია და მიიღოს შეკვეთები ონლაინ! არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სახით გსურთ გადაიხადონ მომხმარებლებმა - ნაღდი ფულით თუ ონლაინ საბარათე გადახდებით - JotForm-თან ერთად ორივეს საკმაოდ მარტივად შეძლებთ. მოარგეთ ფორმა თქვენი ლოგოსა და პროდუქციის დამატებით, მოახდინეთ გადახდის სასურველ სისტემასთან ინტეგრირება და დაიწყეთ შეკვეთების მიღება. ფორმის ყველა მონაცემი უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში - მარტივად წვდომადი როგორც თქვენთვის ასევე თქვენი კოლეგებისათვის ნებისმიერი მოწყობილობიდან. ჩვენი შაბლონი არის ზოგადი სახის, ასე რომ ყველას შეუძლია მისი გამოყენება - ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით მარტივად შეგიძლიათ მოარგოთ დიზაინი თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს. უბრალოდ აიღეთ და ჩასვით სასურველი ელემენტები, დაამატეთ თქვენი პროდუქცია და ატვირთეთ შესაბამისი სურათები. პროდუქტიულობის უფრო მეტად დასაჩქარებლად, მოახდინეთ თქვენი ფორმის ინტეგრირება 130+ მძლავრ აპლიკაციასთან, მათ შორის Salesforce, Slack, monday.com, Google Drive, Box, Airtable და მრავალი სხვა. თუ თქვენი ბიზნესი შეკვეთების მისაღებად კვლავ იყენებს ქაღალდის ფორმებს, დროა შეაბიჯოთ მომავალში. დააჩქარეთ თქვენი სამუშაო პროცესები, შეამცირეთ ქაღალდის საქმისწარმოება და დაზოგეთ თქვენი კომპანიის ღირებული დრო და ძალისხმევა ჩვენი პროდუქციის შეკვეთის სრულიად უფასო ფორმოის გამოყენებით.

სხვა Order Forms

10

შეკვეთის მარტივი ფორმა

ეს არის შეკვეთის მარტივი ფორმა რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეუკვეთონ მრავალი პროდუქცია თქვენი მაღაზიიდან. მოცემული ფორმის შაბლონის გამოყენებით, თქვენს მომხმარებლებს შეეძლებათ გამოგიგზავნონ შეკვეთები უბრალოდ სასურველი პროდუქციისა და რაოდენობის არჩევით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი პროდუქციის არჩევა ან მიწოდების სპეციალური ინსტრუქციების დამატება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ფორმა როგორც ინვენტარიზაციის მართვის ხელსაწყო.

შეკვეთის ფორმები

შეკვეთის ფორმა გადახდის ინტეგრაციის

კოსმეტიკის შეკვეთის ფორმა გადახდის ინტეგრაციის გარეშე. გამოიყენება მომხმარებლებისგან სასურველი შეკვეთების მისაღებად.

შეკვეთის ფორმები

About შეკვეთის ფორმები

გჭირდებათ ეფექტური საშუალება თქვენი ბიზნესისათვის შეკვეთების მისაღებად? Jotform ამარტივებს ონლაინ შეკვეთების დაცული ფორმების შექმნას. Jotform-ის შეკვეთის ფორმების უფასო შაბლონები არის მრავალფუნქციური და მარტივად მორგებადი, ასე რომ თქვენს კლიენტებს შეეძლებათ შეკვეთების გამოგზავნა მომენტალურად. ეს არის საუკეთესო საშუალება მომხმარებელთა ინფორმაციისა და ონლაინ გადახდების შესაგროვებლად. დაიწყეთ სრულიად ახალი შეკვეთის ფორმის მარტივი შაბლონის გამოყენებით ან აირჩიეთ სასურველი მზა შეკვეთის ფორმის ნიმუში. თუ გსურთ თქვენი საკუთარი ფორმის შექმნა, გამოიყენეთ Jotform-ის ფორმის მშენებელი რათა სრულიად მოარგოთ ფორმა თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს. დაიწყეთ ქვემოთ მოცემული შეკვეთის სასურველი შაბლონის გამოყენება დღესვე!