HIPAA შესაბამისი ონლაინ ფორმები
მარტივი და უსაფრთხო საშუალება რათა შეაგროვოთ პაციენტის სენსიტიური ინფორმაცია. Jotform უზრუნველყოფს HIPAA-შესაბამის ფორმებს და ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულებას,ასე რომ თქვენს ორგანიზაციას შეუძლია შეაგროვოს ჯანმრთელობის ინფორმაცია უსაფრთხოდ და დაცულად.
Jotform HIPAA ფორმების მთავარი ფუნქციონალი
Jotform დატვირთულია მძლავრი ფუნქციონალით რათა დაგეხმაროთ შეაგროვოთ და მართოთ პაციენთა სენსიტიური ინფორმაცია. გაეცანით თუ რატომ არის Jotform ლიდერი HIPAA-შესაბამისი ფორმების მშენებელი.
იოლად შექმენით HIPAA ფორმები
Jotform-თან ერთად HIPAA-შესაბამისი ფორმის შექმნას სჭირდება რამოდენიმე წუთი და ნოლი ტექნიკური გამოცდილება. თითოეული სასურველი ველის დამატება ერთი კლიკით არის შესაძლებელი.
დაგეგმეთ ვიზიტები
პაციენტებს შეუძლიათ მარტივად დაჯავშნონ ვიზიტები თქვენს ფორმაზე სასურველი თარიღის ან/და დროის არჩევით. ჩვენი Google კალენდარის ინტეგრაციის გამოყენებით, თქვენს ფორმებზე დაჯავშნილი ვიზიტები ავტომატურად აისახება თქვენს კალენდარზე.
შეაგროვეთ თანხმობის ფორმები
მიიღეთ ინფორმირებული თანხმობა ონლაინ. მოარგეთ თქვენი სამედიცინო ფორმა რათა აღწეროთ თქვენი პაციენტების მკურნალობა, ნებისმიერი შესაძლო რისკები და თავიანთი უფლება უარი თქვან მკურნალობაზე. პაციენტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ თქვენი თანხმობის ფორმა ლეგალური სტატუსის მქონე ელექტრონული ხელმოწერით.
შეაგროვეთ გადახდები
პაციენტებს შეუძლიათ გადაიხადონ ონლაინ. Jotform-თან ერთად, თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ გადახდის ფორმა პირდაპირ თქვენს საიტზე, რომელიც უკავშირდება მრავალ პოპულარულ გადახდის სისტემას, მათ შორის Square, Stripe და Authorize.net.
დააკავშირეთ სასარგებლო სისტემებს
Jotform შეუფერხებლად უკავშირდება სხვა HIPAA შესაბამის პროგრამებს, როგორიცაა Google ცხრილები, რათა გაამარტივოთ თქვენ მიერ შეგროვებული მონაცემების მართვა და თქვენი გუნდის წევრებისთვის გაზიარება.
გააქტიურეთ მობილურის გამოხმაურებები
ფორმები რომელსაც ქმნით Jotform-თან ერთად განკუთვნილია რათა შეივსეს ნებისმიერ სმარტფონზე, ტაბლეტზე ან კომპიუტერზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენს პაციენტებს შეუძლიათ დაჯავშნონ ვიზიტები, განაახლონ თავიანთი სამედიცინო ისტორია ან დარეგისტრირდნენ ახალი პაციენტების სახით ნებისმიერი ადგილიდან.
მიიღეთ მშობელთა ხელმოწერები და ფაილები
საშუალება მიეცით პაციენტებს ხელი მოაწერონ ფორმას ელექტრონულად ან გამოაგზავნონ მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ან სურათები პირდაპირ თქვენი ფორმების გავლით.
უსაფრთხოდ შეინახეთ პაციენტის მონაცემები
ჩვენი HIPAA შესაბამისი ფორმები ავტომატურად შიფრავენ ფორმის მონაცემებს, რაც უზრუნველყოფს პაციენტთა ინფორმაციის კონფიდენციალურობას. დამატებით, თქვენ მიიღებთ ხელმოწერილ ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულებას (BAA) რომელიც ქმნის მონაცემების დაცვის ვალდებულებას და უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებას.

შეაგროვეთ ჯანდაცვის სენსიტიური მონაცემები Jotform-თან ერთად
პაციენტების ინფორმაციის შეგროვება ყოველთვის სირთულეებთან იყო დაკავშირებული. Jotform ამარტივებს ყველასთვის თქვენს ორგანიზაციაში HIPAA სტანდარტების ფორმების შექმნას და აუმჯობესებს პაციენტთა გამოცდილებას. სამუდამოდ დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს!
Jotform-თან ერთად, თქვენ აგროვებთ და ერთ სივრცეში თავს უყრით ყველა სამედიცინო ონფორმაციას, პაციენტთა უკუკავშირს, თანამშრომელთა განაცხადებს და თუნდაც გადახდების დეტალებს. დამატებით, მათი სენსიტიური ინფორმაცია არის მუდმივად კონფიდენციალური და დაცული.
დაიწყეთ ახლავე მზა HIPAA ფორმის შაბლონების გამოყენება
დაიწყეთ JotForm-ის ჯანდაცვის პროფესიონალური ფორმის შაბლონების გამოყენება და დაზოგეთ ღირებული დრო. ისინი არიან სრულიად მორგებადი და მარტივად რედაქტირებადი!