GoCardless ხდკ

ეძებთ პასუხებს GoCardless-თან დაკავშირებული კითხვების შესახებ? სწორ გვერდზე მოხვდით! იხილეთ GoCardkess-ის ხშირად დასმული კითხვები ან დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს.

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის GoCardless გადახდა?

    Gocardless არის ონლაინ ხელსაწყო, რომელიც აგროვებს გადახდებს თქვენი ბიზნესისათვის. ის დაარსდა 2011 წლის იანვარში. ის სპეციალიზდება პირდაპირ ონლაინ გადახდებზე დიდ ბრიტანეტში.

    თუ თქვენ გსურთ შეაგროვოთ გადახდები ონლაინ, GoCardless-ის გადახდის ფორმის გავლით, ეწვიეთ მოცემულ გვერდს.

  • როგორ დავაკავშირო GoCardless-ის ინტეგრაცია ჩემს ფორმას?

    დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გიდი: როგორ დავაკავშირო ფორმა GoCardless-ის ინტეგრაციას.

  • ხელმისაწვდომია თუ არა GoCardless ჩემს ქვეყანაში?

    თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ გამოწერის საფასური გადახდები GoCardless-ის გარეშე, თუ თქვენი ბიზნესი მდებარეობს რომელიმე მოცემულ ქვეყანაში: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ირლანდია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია.

  • რისი შექმნა შემიძლია GoCardless-ის გადახდის ინტეგრაციით?

    Jotform-ის GoCardless ინტეგრაციით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პერიოდული გადახდის ფორმები.

  • რამდენია GoCardless-ის ინტეგრაციით სარგებლობის საფასური?

    ჩვენ არ გახდევინებთ ტრანზაქციის დამატებით საკომისიოებს. თქვენ მოგიწევთ მხოლოდ GoCardless-ის სტანდარტული ტარიფის გადახდა, რომელიც შეადგენს თითოეული ტრანზაქციის 1%-ს (მინ €0.20, მაქს €2). დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ GoCardless-ის ტრანზაქციის საკომისიოების გვერდს.

  • რომელი ვალუტებია მხარდაჭერილი GoCardless-ის მიერ?

    GoCardless-ის მიერ ამჟამად მხარდაჭერილია ფუნტი სტერლინგი, ევრო, შვედური კრონა, ავსტრალიური დოლარი და დანიური კრონა.

  • არის თუ არა GoCardless გადახდები უსაფრთხო?

    JotForm-ის მსგავსად, უსაფრთხოება არის GoCardless-ის მთავარი პრიორიტეტი. ისინი იღებენ უსაფრთხოების მრავალ ზომას, რათა უზრუნველყონ მომხმარებელთა მონაცემების მუდმივი უსაფრთხოება:

    1. მათი წვდომა საბანკო გადარიცხვებზე უზრუნველყოფილია ევროპის მსხვილი ბანკების მიერ, რომლებაც გასცეს ჩვენს სისტემებთან ინტეგრაციის ნებართვა.
    2. ყველა მომხმარებლის მონაცემები დაცულია ევროპული მონაცემთა დაცვის პროტოკოლების მიხედვით, მათ შორის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულირება GDPR.
    3. ყველა კლიენტ-სერვერის კომუნიკაცია დაცულია 25-ბიტიანი SSL დაშიფრვით
    4. ისინი არიან ISO27001 სერთიფიკატის მფლობელები და რეგულარულად ატარებენ უსაფრთხოების შიდა და გარე აუდიტს ჩვენს ყველა სისტემასა და პროცესებზე.
    5. ისინი არასდროს გააზიარებენ ან გადასცემენ თქვენს მონაცემებს მესამე მხარეს.

    ისინი წარმოადგენენ ავტორიზებულ ფინანსურ დაწესებულებას და ემსახურებიან ყველაზე მეტ ბიზნეს ორგანიზაციებს.

    ყველა შეგროვებული თანხა უსაფრთხოდ მუშავდება შოტლანდიის სამეფო ბანკის, Barclays ბანკის ან SEB-ის მიერ, სანამ მოხდება მისი თქვენს ანგარიშზე გადარიცხვა.

  • რა ტიპის გადახდების მიღება შემიძლია?

    არსებული ინტეგრაციით, თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ გამოწერის გადახდები.

  • როდის მივიღებ ჩემს გადახდებს?

    GoCardless ავტომატურად დარიცხავს მიღებულ თანხებს თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მომხმარებლის მიერ გადახდის განხორციელებიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ.

  • როგორ გავიგებ მივიღე თუ არა გადახდა?

    GoCardless-ს აქვს ონლაინ სამართავი პანელი, რომელიც გაძლევთ რეალური დროის მონაცემებს თქვენი მომხმარებლებისა და გადახდების შესახებ, საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ ნებისმიერი გადახდის სტატუსი ნებისმიერ დროს. თუ გსურთ გაიგოთ მეტი, როგორ მუშაობს გადახდის პროცესი GoCardless-ში, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გვერდს.