HR სამუშაო პროცესები

თქვენი HR დამტკიცების პროცესის ავტომატიზაცია

შექმენით ავტომატური დამტკიცების პროცესები თქვენი HR დეპარტამენტისათვის Jotform-ის დამტკიცების პროცესის გამოყენებით. დაზოგეთ თანამშრომლის სამსახურის განაცხადის, შვებულების ან ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნების დამუშავების დრო. მარტივად მოარგეთ დამტკიცების პროცესები თქვენი კომპანიის საჭიროებებს.

სცადეთ ახლავე — ეს უფასოა!

შეუფერხებლად დაამუშავეთ დასაქმების ცვლილებები

არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს თანამშრომლის მიღება, სამსახურიდან წასვლა თუ დაწინაურება, შეუქმენით თქვენს თანამშრომლებს მოქნილი და პოზიტიური გამოცდილება თითოეულ ეტაპზე.

თანამშრომელთა გამარტივებული შვებულება

მარტივად მართეთ არდადეგების, შვებულების ან ნებისმიერი სხვა სახის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნები. დაამტკიცეთ ან უარყავით მოთხოვნები ღილაკზე ერთი დაჭერით და ავტომატურად აცნობეთ თანამშრომლებს იმეილით.

მიიზიდეთ და დაიქირავეთ საუკეთესო ტალანტი

არ დააფრთხოთ პოტენციური თანამშრომლები უსიამოვნო აპლიკაციის პროცესებით! მოახდინეთ თქვენი დამტკიცების პროცესის ავტომატიზაცია რათა უფრო ეფექტურათ გამოეხმაუროთ სამსახურის განაცხადებს.

მარტივად მართეთ თანამშრომელთა მოთხოვნები

სწრაფად გამოეხმაურეთ სახლიდან მუშაობის მოთხოვნებს. მომენტალურად აცნობეთ მენეჯერებს რათა მომენტალურად განიხილონ მოთხოვნები და გაგზავნონ ავტომატური იმეილები თავიანთი საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.

გააუმჯობესეთ ხარჯების ანგარიში

დააჩქარეთ ხარჯების ანაზღაურების პროცესი Jotform-თან ერთად. დაამტკიცეთ ან უარყავით კომპენსაციის მოთხოვნები ეფექტურად სასურველი ავტომატური დამტკიცების პროცესებით.