Jotform მობილური ფორმები ხდკ

გაიგეთ ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ Jotform მობილური ფორმების შესახებ. კვლავ გაქვთ შეკითხვა ჩვნეთვის? დაუკავშირდით ჩვენს 24-7 მხარდაჭერის გუნდს!

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის Jotform მობილური ფორმები?

    Jotform მობილური ფორმები არის მონაცემთა შეგროვების სრულიად უფასო აპლიკაცია, რომელიც მუშაობს როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებზე. არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა დაკავშირებული ინტერნეტთან, თქვენ შეძლებთ შეაგროვოთ და მართოთ დაცული მონაცემები ქვენი სმარტფონის ან ტაბლეტის გამოყენებით. Jotform მობილური ფორმები არის უფრო მეტი ვიდრე JotForm-ის მობილურის ვერსია - ეს არის სრულიად ახალი ხელსაწყო, რომელიც შესაძლებელს ხდის მონაცემების შეგროვებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

    სცადეთ ახლავე!

  • რატომ უნდა გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები?

    მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება, როდესაც ხართ საველე სამუშაოებზე ან თქვენი კომპიუტერისგან მოშორებით საკმაოდ ღირებულია ბიზნესისათვის. Jotform მობილური ფორმები საშუალებას გაძლევთ შექმნათ, გააზიაროთ და შეავსოთ ფორმები ოფლაინ თქვენი მობილურის ან ტაბლეტის გამოყენებით. აპლიკაცია გთავაზობთ მრავალ პოპულარულ ინტეგრაციას და ფორმის მძლავრ ფუნქციონალს, რათა უკეთესად შეაგროვოთ მონაცემები და ითანამშრომლობთ გუნდის წევრებთან. JotForm-ის მობილური ფორმების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ქაღალდის საქმისწარმოებას, დააჩქაროთ თქვენი სამუშაო პროცესები და გააუმჯობესოთ თქვენი პროდუქტიულობა.

  • იმუშავებს თუ არა ჩემი ვებ ფორმები JotForm-ის მობილური ფორმების აპლიკაციაში?

    დიახ! ჩვენი ყველა ფორმა არის მობილურზე მორგებული, რაც ნიშნავს რომ თქვენ შეძლებთ მათ ნებისმიერ მოწყობილობაზე შევსებას. თუნდაც თუ თქვენი ფორმა შექმნილია ვებ-ბრაუზერის გამოყენებით, თქვენ კვლავ შეძლებთ იხილოთ, შეავსოთ და დაარედაქტიროთ იგი ჩვენი მობილური აპლიკაციის გამოყენებით. არ აქვს მნიშვნელობა იყენებთ JotForm-ს კომპიუტერში, მობილურსა თუ ტაბლეტში, თქვენი ყველა მონაცემი ავტომატურად სინქრონირდება თქვენს Jotform ანგარიშში.

  • შემიძლია თუ არა ფორმის მონაცემების შენახვა და მოგვიანებით დასრულება?

    დიახ. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ფორმის არასრული მონაცემები თქვენი ფორმის ბოლოში მოცემულ გაგზავნის ღილაკზე დაჭერით. როდესაც დაუბრუნდებით თქვენს ფორმას, დააჭირეთ გამოხმაურებების ნახვას და აირჩიეთ მონაცემი რომლის რედაქტირებაც გსურთ. აქედან თქვენ შეძლებთ გააგრძელოთ ფორმის შევსება.

  • როგორ შემიძლია სხვებთან ერთად მუშაობ, როდესაც ვიყენებ Jotform მობილურ ფორმებს?

    ფორმის არჩევის შემდეგ, დააკლიკეთ ფორმის გაზიარება რათა გააგზავნოთ იმეილის, ტექსტური შეტყობინების, სოციალური მედიის და სხვა მობილური აპლიკაციების გავლით. აირჩიეთ ფორმის მიმაგრების პარამეტრი, რათა საშუალება მისცეთ გუნდის წევრებს ან თანამშრომლებს იხილონ თქვენი ფორმა თავიანთი მობილური მოწყობილობის გამოყენებით - მათ არ სჭირდებათ ჰქონდეთ Jotform ანგარიში! გაითვალისწინეთ, რომ მიმაგრებულ მომხმარებლებს შეეძლებათ მხოლოდ შეავსონ თქვენი ფორმა და იხილონ თავიანთი მონაცემები; მათ არ ექნებათ თქვენი ფორმის სხვა მონაცემებზე წვდომა.

  • როგორ შემიძლია გამოვიყენო Jotform მობილური ფორმები ინტერნეტ კავშირის გარეშე?

    არ გაქვთ ინტერნეტ კავშირი, არ გაქვთ Wi-Fi? არ არის საჭირო ქაღალდის ფორმები - JotForm-ის მობილური ფორმები საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ოფლაინ, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ მონაცემები ნებისმიერი ადგილიდან. ოფლაინ ფორმების გასააქტიურებლად, გადადით პარამეტრებში და აირჩიეთ ფორმა რომლის გამოყენებაც გსურთ ინტერნეტ კავშირის გარეშეც. თქვენ შეძლებთ მიიღოთ, გადახედოთ და დაარედაქტიროთ ფორმის მონაცემები და შეავსოთ ფორმები ოფლაინ. როგორც კი დაუკავშირდებით ინტერნეტს, აპლიკაცია ავტომატურად გაგზავნის მონაცემებს თქვენს Jotform ანგარიშში. ეს არის იდეალური გადაწყვეტილება მათთვის ვისაც უწევს არა საოფისე გარემოში მონაცემების შეგროვება.

  • ხომ არ არის რაიმე სახის ლიმიტი ოფლაინ მონაცემების შენახვი ოდენობაზე?

    ოფლაინ მონაცემების შენახვის ოდენობა დამოკიდებულია თქვენს მობილურ მოწყობილობაზე არსებულ მეხსიერების თავისუფალ მოცულობაზე. როდესაც თქვენი მობილური მოწყობილობის მეხსიერება თითქმის ამოიწურება, აპლიკაცია ავტომატურად გამირთავს ოფლაინ ფორმას, რომელიც შეიცავს ყველაზე მეტ მონაცემებს. მაგრამ არ ინერვიულოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვის შესახებ - თქვენ კვლავ გექნებათ წვდომა ყველა ფორმაზე თქვენი Jotform ანგარიშის გამოყენებით.

  • შემიძლია თუ არა ფოტოს გადაღება ან GPS-ის გამოყენება JotForm-ის მობილური ფორმების აპლიკაციით?

    რა თქმა უნდა! მონაცემთა უკეთესი შეგროვებისათვის, აპლიკაცია გთავაზობთ ექსკლუზიურ მობილური ფორმის ველებს, მათ შორის:

    • ჩამოსაშლელი ველი
    • შტრიხ-კოდის სკანერი
    • კამერა
    • ფაილის ატვირთვა
    • ტექსტური და ციფრული ველი
    • სურათებზე ხატვა
    • GPS ლოკაციის დადგენა
    • თარიღი და დრო
    • QR კოდის სკანერი
    • ავტომატური გამოთვლები
    • პირობითი ლოგიკა
    • გადახდების მიღება
    • მრავალენოვანი მხარდაჭერა
    • ელექტრონული ხელმოწერა
    • და მრავალი სხვა!
  • რა არის კიოსკის რეჟიმი და როგორ შემიძლია მისი გამოყენება?

    კიოსკის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ აქციოთ თქვენი მობილური ან ტაბლეტი გამოკითხვის სადგურად - იდეალურია მონაცემების შესაგროვებლად ხალხმრავალი ღონისძიების, კონფერენციის ან წვეულების დროს. ფორმის შევსებისა და გაგზავნის შემდეგ ფორმა ავტომატურად ჩაიტვირთება, რაც საშუალება იძლევა შეუფერხებლად შეაგროვოთ მონაცემები მრავალი პიროვნებისგან.

    კიოსკის რეჟიმის გასააქტიურებლად, მარტივად მიჰყევით:

    • აირჩიეთ ფორმა, რომლის გახსნაც გსურთ კიოსკის რეჟიმში
    • დააჭირეთ კიოსკის რეჟიმში გახსნას
    • აირჩიეთ გსურთ თუ არა ეკრანის დაბლოკვის ფუნქციონალის გააქტიურება
    • დაიწყეთ მონაცემების შეგროვება
  • რა არის ეკრანის დაბლოკვა კიოსკის რეჟიმისათვის?

    ეკრანის დაბლოკვის ფუნქციონალი ხელს უშლის მომხმარებლებს გამორთონ კიოსკის რეჟიმში გახსნილი ფორმა. ეკრანის დაბლოკვის ფუნქციონალის გასააქტიურებლად, აირჩიეთ ოთხნიშნა პინ კოდი, რათა დაბლოკოთ თქვენი მოწყობილობა. კიოსკის რეჟიმის გამოსართავად, უბრალოდ ჩამოსქროლეთ ორი თითით ქვემოთ და შეიყვანეთ თქვენი პინი.

  • დამავიწყდა კიოსკის რეჟიმის პინ კოდი. როგორ შემიძლია გამოვრთო კიოსკის რეჟიმი?

    არაუშავს! თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Jotform ანგარიშის პაროლი კიოსკის რეჟიმის გამოსართავად, თუ თქვენ დაგავიწყდათ თქვენი პინი. უბრალოდ ჩამოსქროლეთ ეკრანზე ორი თითით, აირჩიეთ "დაგავიწყდათ პინი?", და შეიყვანეთ თქვენი ანგარიშის პაროლი.

  • შემიძლია თუ არა ფორმის მონაცემებისგან კონტაქტების შექმნა?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ კონტაქტები ფორმის გამოგზავნილი მონაცემების გამოყენებით თქვენს მობილურ მოწყობილობაში. მარტივად აირჩიეთ გამოგზავნილი მონაცემი, რომლის დამატებაც გსურთ კონტაქტის სახით, დააჭირეთ კონტაქტის დამატების სიმბოლოს, და შექმენით ახალი კონტაქტი. თქვენ შეგიძლიათ დაურთოთ სრული სახელი, მისამართი, მობილურის ნომერი და იმეილი.

  • არის თუ არა Jotform მობილური ფორმები HIPAA შესაბამისი?

    Jotform Mobile Forms does enable HIPAA compliance as an added feature! Visit our HIPAA page to learn more about how to build HIPAA-friendly online forms.

  • შემიძლია თუ არა დაშიფრული ფორმების მობილურ აპლიკაციაში გამოყენება?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი დაშიფრული ფორმები Jotform-ის მობილურ აპლიკაციაში. ეწვიეთ ჩვენს ბლოგს რათა გაიგოთ თუ როგორ შეგიძლიათ გამართოთ დაშიფრული ფორმები და ექსპერტულად დაიცვათ სენსიტიური მონაცემები.

  • ფასიანია თუ არა Jotform მობილური ფორმების გამოყენება?

    Jotform მობილური ფორმების აპლიკაცია არის სრულიად უფასო ყველა პაკეტისათვის. მაგრამ თუ თქვენ გსურთ ფორმის დამატებით გამოგზავნებისა და შენახვის მოცულობა დესკტოპ ვერსიისათვის, ჩვენ გვაქვს ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს პაკეტები რომლებიც შექმნილია თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. აღმოაჩინეთ გამოწერის ხელმისაწვდომი ტარიფები ჩვენს ფასების გვერდზე.

  • დაცულია თუ არა ჩემი მონაცემები?

    დიახ. JotForm-ში თქვენი მონაცემების უსაფრთხოება პრიორიტეტია - ჩვენ ვიცავთ თქვენს მონაცემებს 256 ბიტიანი SSL კავშირით - იმავე დონის დაცვა, რომელსაც იყენებენ ონლაინ ბანკინგის კომპანიები. ჩვენ ასევე ვართ PCI და GDPR შესაბამისი და გთავაზობთ თქვენი ფორმების დაშიფრვის შესაძლებლობას. ეწვიეთ ჩვენს უსაფრთხოების გვერდს რათა გაიგოთ მეტი თუ როგორ უზრუნველყოფს Jotform თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას.

  • როგორ შემიძლია დავუკავშირდე JotForm-ის მხარდაჭერის გუნდს?

    ჩვენი მეგობრული მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24-7. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს ჩვენი საკონტაქტო გვერდის გავლით.

Jotform მობილური ფორმები ხდკ

Jotform მობილური ფორმები ამარტივებს ონლაინ და ოფლაინ მონაცემთა შეგროვებას მძლავრი ფორმების გამოყენებით რომლის მართვაც შეგიძლიათ თქვენი მობილურის ან ტაბლეტის გამოყენებით. იხილეთ Jotform მობილური ფორმების ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები მომენტალურად.

Jotform Mobile Forms FAQ
იხილეთ მედია კიტი