First Data ხდკ

იხილეთ First Data-ს შესახებ ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები. ან პირდაპირ გაიგეთ ჩვენი 24/7 მხარდაჭერის გუნდისგან!

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის First Data გადახდის სისტემა?

    First Data არის მორგებადი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ყიდვის შეუფერხებელ გამოცდილებას. First Data-ს სიმარჯვე და ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაზრდოთ თქვენი ონლაინ ბიზნესი. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ჩვენს First Data-ს გადახდის სისტემის გვერდს.

  • როგორ შევქმნა First Data-ს გადახდის ფორმა JotForm-ის გამოყენებით?

    1. შექმენით ფორმა.
    2. დაამატეთ First Data-ს ინტეგრაცია თქვენს ფორმას ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით.
    3. შეიყვანეთ თქვენი მონაცემები
    4. როგორც კი შექმნით თქვენს გადახდის ფორმას, ჩააშენეთ ის თქვენს ვებსაიტზე. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია გადახდის ფორმის შექმნისა, და შემდეგ თქვენს ვებსაიტზე ჩაშენების შესახებ, გთხოვთ ეწვიეთ შესაბამის გიდებს.
  • რა არის ჰოსტირებული გადახდის გვერდი?

    მარტივი და ეფექტური საშუალება მიიღოთ ონლაინ გადახდები. როდესაც მომხმარებლები მზად არიან გადაიხადონ, ისინი ავტომატურად გადამისამართდებიან გადახდის გვერდზე, სადაც ისინი უსაფრთხოდ შეიყვანენ თავიანთ გადახდის დეტალებს. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ აღნიშნული გვერდის ლოგო, ფონტები და ფერები, რათა მიიღოთ თქვენთვის სასურველი ვიზუალი.

  • არსებობს თუ არა First Data-ს ინტეგრაციის გამოყენების საკომისიო?

    Jotform-თან ერთად, თქვენ აღარ გიწევთ ტრანზაქციის დამატებითი საკომისიოების გადახდა. თქვენ იხდით მხოლოდ First Data-ს სტანდარტულ საკომისიოს.

  • რისი გაკეთება შემიძლია JotForm-ის First Data ინტეგრაციით?

    1. გაყიდოთ ონლაინ პროდუქცია
    2. გაყიდოთ მერჩენდაიზი
    3. შეაგროვოთ დონაციები ონლაინ
    4. მიიღოთ სასურველი ოდენობის გადახდა
  • რატომ ვიღებ შეცდომის მოცემულ შეტყობინებას “PCI :: First Data Payment Error I”?

    ეს ნიშნავს, რომ თქვენი First Data Gateway ID და API პაროლი არ არის სწორი. გთხოვთ დაუკავშირდით First Data-ს მხარდაჭერის გუნდს, რათა დაადასტუროთ თქვენი მონაცემები.

  • მხარდაჭერილია თუ არა First Data-ს მიერ პერიოდული გადახდები?

    სამწუხაროდ, First Data ინტეგრაციით არ არის შესაძლებელი პერიოდული გადახდების შექმნა.

  • სად უნდა შევცვალო/განვაახლო ჩემი First Data ჩანაწერები?

    1. დააკლიკეთ გადახდის ველს.
    2. შემდეგ დააკლიკეთ ჯადოსნური ჯოხის ხატულას
    3. შეიყვანეთ თქვენი მონაცემები
    4. დააკლიკეთ პატარა კბილანას ხატულას გადახდის პარამეტრების ზედა ნაწილში რათა იხილოთ თქვენი ჩანაწერები.
  • როგორ გამოვიყენო First Data ჩემს Jotform ფორმაზე?

    დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გიდს: როგორ დავაკავშირო ფორმა First Data ინტეგრაციას.