PayU ხდკ

იხილეთ PayU-ს შესახებ ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები მომენტალურად. ან დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის PayU?

    PayU არის მარტივი, დაცული და ეფექტური ხელსაწყო რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ გადახდების მიღებას. PayU არის წამყვანი ფინანსური სერვისების პროვაიდერი მსოფლიო მასშტაბით.

  • როგორ დავაკავშირო ფორმა PayU ინტეგრაციას?

    ინტეგრაციის პროცესი არის საკმაოდ მარტივი. შექმენით სასურველი ფორმა, აიღეთ და ჩასვით PayU ინტეგრაცია. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გიდს: როგორ დავაკავშირო ფორმა PayU ინტეგრაციას.

  • როგორ გადავცე მომხმარებლის სახელი PayU-ს გადახდის ეკრანს?

    თქვენ შეგიძლიათ სახელის დაყენება დამატებითი პარამეტრების სექციიდან "აირჩიეთ მომხმარებლის სახელის ველი".

  • მხარდაჭერილია თუ არა საერთაშორისო გადახდები PayU-ს მიერ?

    დიახ, PayU-ს მიერ მხარდაჭერილია საერთაშორისო გადახდები და მრავალი სახის ვალუტა. აღნიშნულისათვის ნებართვის მიღება დამოკიდებულია სათანადო დოკუმენტაციასა და საბანკო პარტნიორების შეხედულებებზე. სცადეთ PayU გადახდის ფორმა ახლავე!

  • რომელი ქვეყნებია მხარდაჭერილი?

    PayU ხელმისაწვდომია მოცემულ ქვეყნებში:

    არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ჩეხეთი, უნგრეთი, ინდოეთი, მექსიკა, ნიგერია, პანამა, პერუ, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი.

  • რისი გაკეთება შემიძლია JotForm-ის PayU ინტეგრაციით?

    1. გაყიდოთ ონლაინ პროდუქცია
    2. გაყიდოთ მერჩენდაიზი
    3. შეაგროვოთ დონაციები ონლაინ
    4. მიიღოთ სასურველი ოდენობის გადახდა
  • რამდენია PayU-ს საკომისიო?

    PayU წარმოადგენს უფასო გადახდის სისტემას, არ არის

    PayU-ს ტრანზაქციის საკომისიოების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მოცემულ გვერდს.

  • ვიხდი თუ არა ტრანზაქციის დამატებით საკომისიოს როდესაც მივიღებ გადახდებს PayU ინტეგრაციის გავლით?

    არა, Jotform არ იღებს რაიმე სახის ტრანზაქციის დამატებით საკომისიოს როდესაც სარგებლობთ PayU ინტეგრაციით. თქვენ იხდით მხოლოდ სტანდარტულ PayU ტარიფს. დაიწყეთ PayU ფორმების შექმნა ახლავე!