ფოტოგადაღების ხდკ

გაქვთ კითხვა თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ ონლაინ ფორმა თქვენი ფოტოგადაღების ვებსაიტისათვის? იხილეთ ხშირად დასმული კითხვები ქვემოთ.

დასვი შეკითხვა

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რატომ უნდა გამოვიყენო ონლაინ ფორმები ჩემი ფოტოგადაღების ბიზნესისათვის?

    სესიის ინფორმაციის, ხელმოწერების და გადახდების მიღება არ უნდა იყოს შეზღუდული მხოლოდ კალამსა და ფურცელზე. კლიენტებისათვის ფოტოგადაღების PDF ფორმებისა და კონტრაქტების გაგზავნის ნაცვლად - რომლებიც უნდა დაბეჭდონ, მოაწერონ ხელით და დაასკანერონ - თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ კონტრაქტი რომელიც გაუმარტივებს კლიენტებს თქვენთან საქმის წარმოებას.

  • რა სახის ონლაინ ფორმებს იყენებენ ფოტოგრაფები?

    ფოტოგადაღების ფორმები და კონტრაქტები აუცილებელია რათა მონახაზი გაუკეთოთ მოლოდინებს და დაიცვათ საავტორო უფლებები. თუ თქვენ ყიდით ნაბეჭდ მასალას ან ფოტო საჩუქრებს, გამოიყენეთ შეკვეთის ფორმა რომელიც მიიღებს გადახდებს. დაამატეთ საკონტაქტო ფორმა თქვენს პორტფოლიოს, ასე რომ პოტენციურ კლიენტებს შეეძლებათ მარტივად დაგიკავშირდნენ. მიიღეთ კლიენტების უკუკავშირი სასურველი გამოკითხვების გამოყენებით. გაიგეთ მეტი თუ როგორ შეუძლიათ ფოტოგრაფებს ონლაინ ფორმების გამოყენება.

  • რატომ უნდა გამოვიყენო ონლაინ ფორმები ჩემი ფოტოგადაღების ბიზნესისათვის?

    სესიის ინფორმაციის, ხელმოწერების და გადახდების მიღება არ უნდა იყოს შეზღუდული მხოლოდ კალამსა და ფურცელზე. კლიენტებისათვის ფოტოგადაღების PDF ფორმებისა და კონტრაქტების გაგზავნის ნაცვლად - რომლებიც უნდა დაბეჭდონ, მოაწერონ ხელით და დაასკანერონ - თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ კონტრაქტი რომელიც გაუმარტივებს კლიენტებს თქვენთან საქმის წარმოებას.

  • როგორ დავარედაქტირო ჩემი ფორმა?

    ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ ნოლიდან შექმნათ თქვენი ონლაინ ფორმა ან აირჩიოთ მზა შაბლონი და მოარგოთ თქვენს საჭიროებებს.

    მარცხენა მხარეს არსებული "ფორმის ელემენტების" მენიუ საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ფორმის ველები, გადახდის სისტემები და ვიჯეტები თქვენს ფორმას. აქედან თქვენ შეძლებთ შექმნათ მრავალფუნქციური ფორმა რომელსაც შეუძლია დაამუშაოს შეკვეთები, შეაგროვოს ხელმოწერები, მიიღოს გადახდები და უკუკავშირი.

    გვერდის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემული "ფორმის დიზაინერის" მენიუდან თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ფორმის ვიზუალი. აირჩიეთ ფერები და ფონტები თქვენი ბრენდის შესაბამისად, დაამატეთ თქვენი სტუდიოს ლოგო და ატვირთეთ თქვენი ფოტოები რათა შექმნათ ონლაინ ფორმა რომელიც იდეალურად ასახავს თქვენს ფოტოგრაფიის ბიზნესს.

  • როგორ გავუზიარო ჩემი ფორმები კლიენტებს?

    ფორმის თქვენს პორტფოლიოში ჩასასმელად, ფორმის მშენებლის ზედა ნაწილში არსებულ "გამოქვეყნების" ჩანართზე აირჩიეთ "საიტზე ჩასმა". დააკოპირეთ და ჩასვით მოცემული მზა კოდი თქვენი ვებსაიტის კოდში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენი ფორმა პირდაპირ მესამე მხარის საიტებზე თუ თქვენი ვებსაიტი განთავსებულია პლატფორმებზე, როგორიცაა WordPress, Squarespace, Wix, Blogger ან Facebook გვერდი.

    Jotform ასევე უზრუნველყოფს უნიკალურ ლინკს თითოეული ფორმისათვის. თქვენ შეგიძლიათ იმეილით გაუგზავნოთ ლინკი თქვენს კლიენტებს ან გააზიაროთ სოციალურ ქსელებში.

  • როგორ შემიძძლია შევაგროვო ხელმოწერები ჩემს ფორმაზე?

    ფოტოგადაღების ფორმებსა და კონტრაქტებზე ელექტრონული ხელმოწერების მისაღებად, მარტივად დაამატეთ ხელმოწერის სასურველი ვიჯეტი — გლუვი ხელმოწერა, ელექტრონული ხელმოწერა, ინიციალები, Adobe Sign ან DocuSign — თქვენს ფორმას.

  • რომელ აპლიკაციებთან შემიძლია ფორმების დაკავშირება?

    Jotform გთავაზობთ უფრო მეტ ინტეგრაციას ვიდრე ნებისმიერი სხვა ონლაინ ფორმის მშენებელი პლატფორმა - საშუალებას გაძლევთ შექმნათ ყველაზე ეფექტური ფორმები თქვენი ფოტოგრაფიის ვებგვერდისათვის. თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის ინფორმაცია თქვენს CRM პროგრამებს და იმეილ მარკეტინგის სიას, მიიღოთ გადახდები პოპულარული გადახდის სისტემების გავლით, შექმნათ ელექტრონული ცხრილები Google ცხრილების გამოყენებით და დაგეგმოთ ღონისძიებები Google კალენდარის გამოყენებით. თუ თქვენ ვერ იპოვეთ თქვენი ფავორიტი ხელსაწყო ჩვენს ინტეგრაციების ჩამონათვალში, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სასურველი Jotform ინტეგრაცია Zapier-ის გამოყენებით. ჩვენ მუდმივად ვამატებთ ახალ ინტეგრაციებს.

  • როგორ დავგეგმო ფოტოგადაღების სესიები ჩემს კალენდარზე ავტომატურად?

    ინტეგრაციების ჩამონათვალზე აირჩიეთ Google კალენდარი და დააკავშირეთ თქვენი Google ანგარიში. როგორც კი აირჩევთ კალენდარს რომლის დაკავშირებაც გსურთ, აირჩიეთ დაწყების და დასრულების სასურველი დრო და აღწერა. როგორც კი მომხმარებლები დაჯავშნიან ფოტოგადაღების სესიას თქვენი ფორმის გამოყენებით, Google კალენდარი ავტომატურად შექმნის ღონისძიებას თქვენთვის.

    თქვენ შეგიძლიათ ასევე იხილოთ მონაცემები კალენდარის სახით ცხრილების გამოყენებით. ფორმის მშენებლის გვერდზე, აირჩიეთ "ცხრილები" რომელიც მოცემულია Jotform-ის ლოგოს გვერდით არსებულ ჩამოსაშლელ მენიუზე. "ახალი ხედის" ჩანართზე აირჩიეთ "კალენდარი". აირჩიეთ რომელი ფორმის ველების ჩვენება გსურთ კალენდარის ხედზე, მიუთითეთ დაწყების და დასრულების დრო და კატეგორიებად გაანაწილეთ ღონისძიებები ფერების მიხედვით.

  • როგორ გავუგზავნო კლიენტებს დადასტურების იმეილები?

    ფორმის მშენებლის ზედა ნაწილში არსებულ "პარამეტრების" ჩანართზე აირჩიეთ "იმეილები". აირჩიეთ მწვანე ხატულას მქონე "ავტომოპასუხე იმეილი". თქვენ შეგეძლებათ დაარედაქტიროთ თქვენი დადასტურების იმეილის სათაური, თემა და კონტენტი რათა აცნობოთ კლიენტებს თუ როგორ მოემზადონ თავიანთი სესიისათვის. "დამატებითი" პარამეტრების ჩანართზე, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ ზუსტად როდის გაიგზავნება დადასტურების წერილები და დაურთოთ ფაილები როგორიცაა კუპონები და ქვითრები.

  • როგორ შევახსენო კლიენტებს თავიანთი სესიის შესახებ?

    "პარამეტრების" ჩანართზე არსებულ "იმეილის" სექციაზე აირჩიეთ "ავტომოპასუხე იმეილი". დააკლიკეთ "დამატებით" პარამეტრებს და იპოვეთ "იმეილების მოგვიანებით გაგზავნა". არსებული ვარიანტებიდან აირჩიეთ თუ როდის გსურთ შეხსენების იმეილების გაგზავნა.

  • როგორ მივიღო გადახდები ჩემი ონლაინ ფორმების გავლით?

    ჩვენი ფორმის მშენებლის გამოყენებით აირჩიეთ 30-ზე მეტი გადახდის სისტემიდან სასურველი. როგორც კი დააკავშირებთ თქვენს ანგარიშს, გამოაქვეყნეთ ფორმა რათა დაიწყოთ მომხმარებლებისგან გადახდების მიღება. Jotform არ გახდევინებთ ტრანზაქციის დამატებით საკომისიოებს.

  • შემიძლია თუ არა კლიენტისგან პერიოდული გადახდების მიღება?

    დიახ! როგორც კი აირჩევთ სასურველ გადახდის სისტემას, გადახდის ტიპად მიუთითეთ “გამოწერების გაყიდვა” რათა მიიღოთ პერიოდული გადახდები. დააკლიკეთ “გაგრძელებას” რათა მიუთითოთ გადახდის ოდენობა და პერიოდი. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ნაწილობრივი შენატანების სასურველი რაოდენობა, ასევე დააყენოთ სასურველი პირველი გადახდის ოდენობა. როდესაც თქვენი კლიენტები მიუთითებენ თავიანთ საკრედიტო ბარათის ინფორმაციას, თქვენი გადახდის სისტემა ავტომატურად ჩამოაჭრის თანხას თქვენ მიერ მითითებული ოდენობების შესაბამისად.

  • როგორ დავამატო ფასდაკლების ფუნქციონალი ჩემს ფორმას?

    როგორც კი დაამატებთ გადახდის ინტეგრაციას თქვენს ფორმას, "გადახდის პარამეტრებზე" აირჩიეთ “კუპონები”. აღნიშნულ ჩანართზე თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ კუპონის კოდი და აირჩიოთ ფასდაკლების პროცენტობა ან ფიქსირებული ოდენობა. Then determine whether to apply your discount to certain sessions, photo packages, or the total payment amount.

  • როგორ შევინახო ჩემი კლიენტის კონტრაქტი PDF დოკუმენტის სახით?

    თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ ჩვენი ნებისმიერი უფასო PDF შაბლონები რათა ავტომატურად აქციოთ ფორმის მონაცემები PDF დოკუმენტებად. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააქტიუროთ "PDF დანართის" ფუნქციონალი იმეილ შეტყობინებებისა და ავტომოპასუხე იმეილებისათვის, რათა გაუგზავნოთ კლიენტებს მათ მიერ გამოგზავნილი მონაცემების PDF ასლები.

  • არის თუ არა ჩემი ფორმები უსაფრთხო?

    თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ყველა ფორმა იყენებს 256 ბიტიან SSL კავშირს რათა აღიკვეთოს პერსონალურ ინფორმაციაზე მესამე მხარის წვდომა. Jotform არის პირველი ონლაინ ფორმის მშენებელი PCI DSS დონე 1 შესაბამისობით - ყველაზე მაღალი დონის უსაფრთხოება ბიზნესისათვის რომელიც ახდენს საკრედიტო ბარათით გადახდების დამუშავებას - რათა დაიცვათ თქვენი კლიენტების საკრედიტო ბარათების ინფორმაცია. ჩვენ ასევე ვართ GDPR შესაბამისი რათა უზრუნველვყოთ ევროკავშირის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. დამატებითი უსაფრთხოებისათვის, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაშიფროთ თქვენი ფორმები.

  • ჩემი ფორმა არ მუშაობს გამართულად. ვის შემიძლია დავუკავშირდე დასახმარებლად?

    დაუკავშირდით ჩვენს 24-7 მხარდაჭერის გუნდს რათა მოაგვაროთ თქვენს ფორმებთან ან ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა. ჩვენ ასევე გირჩევთ ეწვიოთ ჩვენს მომხმარებლის გიდს რათა იხილოთ დეტალური ინსტრუქციები თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი ფორმების ოპტიმიზაცია.