Worldpay ხდკ

იხილეთ Worldpay-ს შესახებ ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები. ან დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის WorldPay?

    WorldPay არის საკრედიტო ბარათის დამუშავებისა და მერჩანტის სერვისების მოწინავე კომპანია რომელიც მორგებულია ნებისმიერი სახის ბიზნესის მოთხოვნებზე. Jotform კი არის ონლაინ ფორმის მშენებელი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გადახდები WorldPay ინტეგრაციის გამოყენებით.

  • არის თუ არა WorldPay გადახდის სისტემა?

    WorldPay არის გადახდის სერვისებისა და ინტეგრაციების წამყვანი კომპანია.

  • იღებს თუ არა Jotform ტრანზაქციის საკომისიოს?

    არა, Jotform არ გახდევინებთ რაიმე სახის ტრანზაქციის დამატებით საკომისიოს გადახდების მიღებისას. თქვენ იხდით მხოლოდ WorldPay UK-ს სტანდარტულ ტარიფს თქვენი ბიზნესის ზომის შესაბამისად. Worldpay-ს სატარიფო პაკეტები მაქსიმალურად მორგებულია ბიზნესის მოთხოვნებზე.

  • რამდენია WorldPay-ს საკომისიო?

    Worldpay-ს აქვს გადახდის ორი პაკეტი:

    1. გადახდა მხოლოდ ტრანზაქციისას არის 2.75% +
    2. ყოველთვიური საფასური - 19.95 £. ფიქსირებული ყოველთვიურ საფასურს, პლიუს 2.76% (საკრედიტო ბარათები) და 0.75% (სადებეტო ბარათები).
  • რა არის WorldPay UK?

    WorldPay UK არის დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული მერჩანტ ანგარიშის სერვისების პროვაიდერი - ახდენს ქვეყნის ყველა ტრანზაქციის დაახლოებით 42 პროცენტის დამუშავებას.

  • როგორ მუშაობს WorldPay?

    WorldPay გთავაზობთ მერჩანტის ანგარიშებს რათა დაიწყოთ ონლაინ ვაჭრობა მრავალი ვალუტის გამოყენებით. შესთავაზეთ მომხმარებლებს ყველა პოპულარული საბარათე გადახდის მეთოდი, მათ შორის PayPal რათა მიიღოთ უფრო მეტი სარგებელი. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გიდს.

  • რა არის WorldPay ტრანზაქცია?

    ტრანზაქციის ინიცირება ხდება როდესაც ბარათის მფლობელი ვებსაიტზე შეიყვანს საკრედიტო ბარათის დეტალებს. მერჩანტის სისტემა უგზავნის ტრანზაქციის მოთხოვნას მერჩანტის გადახდის პროცესორს. პროცესორი თავის მხრივ უგზავნის ტრანზაქციის მოთხოვნას საკრედიტო ბარათის შესაბამის ქსელს. ბარათის ქსელი უგზავნის მოთხოვნას ბარათის გამცემ დაწესებულებას, რომელიც გაატარებს ან უარყოფს ტრანზაქციას ხელმისაწვდომი თანხის შესაბამისად.

  • როგორ დავამატო WorldPay ჩემს ვებსაიტს?

    როგორც კი დააკავშირებთ თქვენს ფორმას Worldpay US ინტეგრაციას, თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ ის თქვენს ვებსაიტზე ჩაშენების სასურველი ფუნქციონალის გამოყენებით.

  • რომელ ბანკს იყენებს WorldPay?

    WorldPay გადახდის ინტეგრაციაზე მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ბანკის საკრედიტო ბარათი.

  • შესაძლებელია თუ არა WorldPay ინტეგრაციით მიღებული თანხის დაბრუნება?

    WorldPay-ს გადახდების თანხის დაბრუნება შესაძლებელია როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ.

  • სად ხდება ტრანზაქციის თანხების გაგზავნა?

    ACH ტრანზაქციის თანხების გაგზავნა ხდება WorldPay-ს ჩეკის ანგარიშზე.

    საკრედიტო ბარათის ტრანზაქციების თანხები იგზავნება თქვენი მერჩანტის საბანკო ანგარიშზე.

  • რომელი საკრედიტო ბარათების მიღება შემეძლება?

    WorldPay ონლაინ კომერციას შეუძლია დაამუშაოს VISA, MasterCard, American Express, და Discover. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თქვენს მერჩანტ ბანკს.

  • როგორ დავაყენო WorldPay UK ჩემს ფორმაზე?

    თქვენ უნდა შეიყვანოთ თქვენი ინსტალაციის ID და შემდეგ მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ეტაპებს რათა დაასრულოთ ინტეგრაცია.

    1. შედით თქვენს WorldPay ანგარიშში,
    2. გადადით გვერდის ქვედა ნაწილში მოცემულ "ინსტალაციების" სექციაზე,
    3. აირჩიეთ "კონფიგურაციის პარამეტრები",
    4. დააყენეთ "გადახდის გამოხმაურების URL": (აღნიშნული ლინკი იქნება უნიკალური WorldPay UK-ს თითოეული მომხმარებლისათვის)
    5. პარამეტრზე "გადახდის გამოხმაურების გააქტიურება?" აირჩიეთ დიახ.

    გსურთ WorldPay US-ის ინტეგრირება თქვენს ფორმაზე? ეწვიეთ აღნიშნულ გვერდს.

  • რომელი პაკეტით შემიძლია WorldPay UK-ს გამოყენება?

    ინტეგრაციით სარგებლობა შესაძლებელია JotForm-ის ყველა პაკეტით, მათ შორის უფასო ვერსიით.