2Checkout ხდკ

იხილეთ 2Checkout-ის შესახებ ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები მომენტალურად. ან დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის 2Checkout?

    2Checkout არის ელექტრონული გადახდის სერვისი, რომელიც დაარსდა 2000 წელს და საშუალებას აძლევს კომერციულ და სავაჭრო დაწესებულებებს მიიღონ ონლაინ საკრედიტო ბარათის გადახდები როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებისგან.

  • როგორ გამოვიყენო 2Checkout-ის ინტეგრაცია ჩემს ფორმაზე?

    თქვენ შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინსტრუქცია ჩვენს მომხმარებლის გიდზე: როგორ დავაკავშირო ფორმა 2checkout-ის (ახლა უკვე Verifone) ინტეგრაციას.

  • არის თუ არა 2Checkout ხელმისაწვდომი ჩემს ქვეყანაში?

    Verifone ხელმისაწვდომია 200-ზე მეტ ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე იხილოთ Verifone-ს მიერ ამჟამად მხარდაჭერილი ქვეყნების სია.

  • რა ტიპის გადახდების მიღება შემიძლია?

    თქვენ შეგიძლიათ:

    1. გაყიდოთ ონლაინ პროდუქცია
    2. გაყიდოთ გამოწერები
    3. გაყიდოთ მერჩენდაიზი
    4. შეაგროვოთ დონაციები ონლაინ
    5. მიიღოთ სასურველი ოდენობის გადახდა
  • გადახდის რა მეთოდებია მხარდაჭერილი 2Checkout-ის მიერ?

    Verifone-ის მიერ მხარდაჭერილია 45-ზე მეტი გადახდის მეთოდი - სტანდარტული საკრედიტო/სადებეტო ბარათებით და PayPal-ით დაწყებული, რეგიონალური გადახდის მეთოდებითა და ონლაინ საფულეებით დამთავრებული - თქვენ მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად. იხილეთ Verifone გადახდის მეთოდების სრული სია.

  • არის თუ არა რაიმე სახის ტრანზაქციის დამატებითი საკომისიოები?

    No, Jotform does not collect any additional transaction fees to integrate with Verifone payment.

  • არის თუ არა გადახდები უსაფრთხო?

    დიახ, გადახდები დაცულია უმაღლესი სტანდარტებით. როგორც Jotform, ასევე Verifone არის PCI DSS სერვისის მიმწოდებლის დონე I-ის შესაბამისი, ასე რომ უსაფრთხოდ შეძლებთ ონლაინ გადახდების დამუშავებას. დამატებითი დეტალები იხილეთ Jotform-ის უსაფრთხოების პოლიტიკის გვერდზე.

  • შემიძლია თუ არა თანხის დაბრუნება JotForm-ის გამოყენებით?

    არა, თქვენ არ შეგიძლიათ თანხის დაბრუნება JotForm-ის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ მარტივად იხილოთ ტრანზაქციები და დაუბრუნოთ თანხა მომხმარებლებს თქვენი 2Checkout-ის ანგარიშის სამართავი პანელიდან.

  • შემიძლია თუ არა 2Checkout-ის ინტეგრაციის გატესტვა?

    დიახ, ლაივ ვერსიის გამოყენებამდე, თქვენ შეგიძლიათ გატესტოთ ფორმა სენდბოქსის რეჟიმში, ფიქტიური საკრედიტო ბარათის ინფორმაციის გამოყენებით.

  • შესაძლებელია თუ არა დროფშიფინგი 2Checkout-ის გამოყენებით?

    გაიგეთ თუ როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ თქვენი Verifone ანგარიში დროფშიფინგისათვის მოცემულ ვიდეოში.

  • რა ღირს 2Checkout-ით სარგებლობა?

    2Checkout იღებს საკომისიოს ყოველი წარმატებული ტრანზაქციიდან: 2.4%-3.9% + 30¢-45¢, გამყიდველის ქვეყნის, დარგის და ბიზნეს მოდელის შესაბამისად. ადგილობრივ ვალუტაზე გადაყვანის საკომისიო საშუალოდ შეადგენს 2-5 პროცენტს.