Authorize.Net ხდკ

იხილეთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები Authorize.net-ის შესახებ და მიიღეთ პასუხები მომენტალურად. ან დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • საჭიროა თუ არა Authorize.net-ის ინტეგრაციით გადახდების მიღებისას დამატებითი საკომისიოს გადახდა?

    არა, ჩვენ არ ვახდენთ ტრანზაქციების დამატებითი საკომისიოს მიღებას. მაგრამ, Jotform-ის თითოეულ პაკეტს აქვს ლიმიტი გადახდების მიღების ყოველთვიურ რაოდენობაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ Jotform ფასების გვერდს.

  • რამდენია Authorize.net-ის ტრანზაქციის საკომისიო?

    თქვენ მიერ შეგროვებული ტრანზაქციების საკომისიო დამოკიდებულია თქვენს Authorize.net-ის პაკეტზე, ეს შეიძლება იყოს იმდენად დაბალი, რამდენიცაა 10¢. იხილეთ Authorize.net-ის ტრანზაქციების საკომისიოები.

  • შესაძლებელია თუ არა სატესტო ვერსიის გამოყენება?

    დიახ, ჩვენ გვაქვს ფუნქციონალი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გატესტოთ ინტეგრაცია სანამ ისარგებლებთ ლაივ ვერსიით. თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ სენდბოქსის რეჟიმი და განახორციელოთ საცდელი გადახდები. იხილეთ ჩვენი ტუტორიალი: ‘როგორ გავტესტოთ Authorize.Net გადახდის ხელსაწყო’

  • რატომ ვიღებ PCI :: შეცდომა ტრანზაქციისას ტიპის პრობლემას?

    ყველაზე გავრცელებული მიზეზი მსგავსი ტიპის შეტყობინებისათვის არის ინტეგრაციაზე არასწორი მონაცემების გამოყენება. გთხოვთ დარწმუნდით, რომ სწორად დააკოპირეთ/გადაწერეთ თქვენი Authorize.net-ის API Login ID და ტრანზაქციის კოდი. იხილეთ თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ სწორი Authorize.net-ის მონაცემები.

  • შემიძლია თუ არა დავუბრუნო მომხმარებლებს Authorize.net-ის ტრანზაქციის თანხა JotForm-ის გამოყენებით?

    არა, თქვენ არ შეგიძლიათ თანხის დაბრუნება JotForm-ის გამოყენებით. თქვენი ფორმის გავლით დამუშავებული ყველა ტრანზაქცია გამოჩნდება თქვენს Authorize.net-ის პანელზე. თქვენ შეგიძლიათ მარტივად იხილოთ ტრანზაქციები და დაუბრუნოთ თანხა მომხმარებლებს თქვენი Authorize.net-ის ანგარიშის გამოყენებით.

  • მე ვიყენებ გადახდის სხვა სისტემას ჩემს ფორმაზე, როგორ გადავერთო Authorize.net-ზე?

    ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ 1 გადახდის ველის დამატება. ასე რომ, თუ გსურთ Authorize.net-ის გამოყენება, თქვენ უნდა წაშალოთ არსებული გადახდის სისტემა თქვენი ფორმიდან. არაუშავს, თქვენი პარამეტრები ავტომატურად დაკოპირდება Authorize.net-ის ხელსაწყოზე, ასე რომ თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ გადახდის დეტალების განახლება.

  • შემიძლია თუ არა PayPal-ის და Authorize.net-ის ერთ ფორმაზე გამოყენება?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მრავალი გადახდის სისტემის მქონე ფორმა. გთხოვთ მიჰყევით მრავალი გადახდის სისტემის ფორმების გიდს.

  • როგორ შევქმნა შეკვეთის ფორმა Authorize.net-ის გამოყენებით?

    Authorize.net-ის შეკვეთის ფორმის შესაქმნელად, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ Authorize.net-ის გადახდის ველი და შექმნათ სასურველი პროდუქცია. იხილეთ გიდი: როგორ შევქმნა შეკვეთის ფორმა.

  • როგორ გავუგზავნო ინვოისის ნომერი Authorize.net-ს?

    თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ ინვოისის ნომერი Authorize.net-ს თქვენი ფორმის ტრანზაქციებისათვის, დამალული ან უნიკალური ID-ის ველის გამოყენებით. ამისათვის, გახსენით Authorize.net-ის ინტეგრაციის Gateway-ს დამატებითი პარამეტრები და გააქტიურეთ პარამეტრი ჰკითხეთ მომხმარებლებს საბილინგო ინფორმაცია. ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ ინვოისის ნომრის ველი:

    How to send invoice number to Authorize.net?

  • შემიძლია თუ არა შევაგროვო საკრედიტო ბარათის დეტალები, რათა მოგვიანებით ჩამოვაჭრა მომხმარებლებს თანხა?

    არა, საკრედიტო ბარათის დეტალების შეგროვება არ არის შესაძლებელი, თუმცა Authorize.net-ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მომხმარებლის გადახდის დეტალები და ჩამოაჭრათ თანხა მოგვიანებით. იხილეთ დეტალური გიდი გადახდის ავტორიზაციის შესახებ.

  • შესაძლებელია თუ არა პერიოდული გადახდების მიღება Authorize.net-ის გამოყენებით?

    დიახ, პერიოდული გადახდების შესაგროვებლად თქვენ შეგიძლიათ გადახდის ტიპზე აირჩიოთ 'გამოწერების გაყიდვა'. დამატებითი კონფიგურაციის დეტალებისათვის ეწვიეთ ჩვენს ზოგად გიდს. ‘როგორ შევქმნა პერიოდული გადახდა’.