Moneris ხდკ

იხილეთ ხდკ Moneris-ის შესახებ ან პირდაპირ დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის Moneris?

    Moneris არის კანადის მოწინავე გადახდის დამუშავების სისტემა 3 მილიონამდე ყოველწლიური ტრანზაქციებით. Moneris-ით სარგებლობისას თქვენ იხდით 2.65% ტრანზაქციის საკომისიოს, მორგებულ POS სისტემას და მერჩანტის სერვისებს, ასევე მეგობრულ 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერას.

  • არის თუ არა Moneris გადახდის სისტემა?

    დიახ. Moneris გთავაზობთ მრავალ გადახდის დამუშავების სერვისს, მათ შორის მრავალფუნქციურ ონლაინ გადახდის გადაწყვეტილებებს. Jotform-ის Moneris ინტეგრაციით, თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეაგროვოთ გადახდები სასურველი შეკვეთების, წევრობის, დონაციების, განაცხადის ან ნებისმიერი სხვა სასურველი ონლაინ ფორმის გავლით.

  • რამდენია Moneris-ის ტრანზაქციის საკომისიო?

    Moneris გახდევინებთ ფიქსირებულ 2.65% საკომისიოს თითოეულ ტრანზაქციაზე.

  • ვიხდი თუ არა ტრანზაქციის დამატებით საკომისიოს როდესაც მივიღებ გადახდებს Moneris ინტეგრაციის გავლით?

    არა, Jotform არ იღებს რაიმე სახის ტრანზაქციის დამატებით საკომისიოს როდესაც სარგებლობთ Moneris ინტეგრაციით. თქვენ იხდით მხოლოდ სტანდარტულ Moneris ტარიფს.

  • ხელმისაწვდომია თუ არა Moneris კანადის ფარგლებს გარეთ?

    თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადახდები Jotform-ის Moneris ინტეგრაციით თუ გაქვთ აქტიური Moneris ანგარიში. ამჟამად, Moneris ანგარიშები ხელმისაწვდომია მხოლოდ კანადაში არსებული მერჩანტებისათვის.

  • როგორ დავამატო Moneris ინტეგრაცია ჩემს ფორმას?

    Moneris გადახდის ინტეგრაციის თქვენს ფორმაზე დამატება არის საკმაოდ მარტივი. გთხოვთ იხილეთ დეტალური გიდი როგორ დავაკავშირო Jotform Moneris ინტეგრაციას.

  • რა არის საჭირო Moneris ინტეგრაციის შესაქმნელად?

    თქვენ დაგჭირდებათ თქვენი მაღაზიის ID და API ტოკენი რათა მომენტალურად დააკავშიროთ თქვენი Moneris ანგარიში JotForm-ს და დაიწყოთ გადახდების შეგროვება. მაღაზიის ID-ის ნახვა შესაძლებელია Moneris-სგან მიღებულ "მისალმების წერილში". თქვენი Moneris API ტოკენის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით მოცემულ გიდს.

  • რისი გაკეთება შემიძლია JotForm-ის Moneris ინტეგრაციით?

    ჩვენი Moneris ინტეგრაციით, თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი პროდუქცია, შეაგროვოთ დონაციები და მიიღოთ სასურველი გადახდები მომხმარებლებისგან მრავალ ხელმისაწვდომ ვალუტაში.

  • შესაძლებელია თუ არა Moneris ინტეგრაციის ტესტირება?

    დიახ. ჩვენი სენდბოქსის რეჟიმით, თქვენ შეგიძლიათ გატესტოთ თქვენი Moneris ინტეგრაცია რეალური საკრედიტო ბარათების გარეშე. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ Moneris ინტეგრაციის ან Moneris ტესტირების გიდს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ მოცემულ გვერდს, რათა უფრო დეტალურად გატესტოთ თქვენი ინტეგრაცია.

  • Moneris ინტეგრაციის ტესტირებისას, რა მონაცემები გამოვიყენო ბარათის მოქმედების ვადისა და უსაფრთხოების კოდის ველში?

    თუ Moneris ინტეგრაციის ტესტირებისათვის თქვენ იყენებთ სენდბოქსის რეჟიმს, თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ნებისმიერი უსაფრთხოების კოდი და მოქმედების თარიღი.

  • როგორ მოვიქცე თუ ფორმა აჩვენებს PCI :: Moneris Payment შეცდომის შეტყობინებას?

    აღნიშნული შეცდომის შეტყობინება მიუთითებს რომ თქვენ მიერ შეყვანილი მაღაზიის ID ან API ტოკენი არ არის სწორი. გთხოვთ დარწმუნდით რომ Moneris ინტეგრაციაზე თქვენ მიერ შეყვანილი მონაცემები არის სწორი. თუ გჭირდებათ დახმარება აღნიშნული მონაცემების გასაახლებლად, გთხოვთ დაუკავშირდით Moneris-ის მხარდაჭერის გუნდს.