Jotform რეპორტის მშენებელი ხდკ

წაიკითხეთ მოცემული ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები, რათა გაიგოთ თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ დახვეწილი და პროფესიონალური რეპორტები.

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის Jotform რეპორტის მშენებელი?

    Jotform რეპორტის მშენებელი არის რეპორტისა და პრეზენტაციის მძლავრი ხელსაწყო, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ფორმის მონაცემების გრაფიკები, ინფოგრაფიკები და პრეზენტაციები.

  • როგორ შემიძლია Jotform რეპორტის მშენებლის გამოყენება?

    თქვენი პირველი რეპორტის შესაქმნელად, პირველ რიგში შექმენით სასურველი ტიპის ფორმა და შეაგროვეთ მონაცემები. შემდეგ გადადით ჩემი ფორმების გვერდზე, აირჩიეთ სასურველი ფორმა რომლისთვისაც გსურთ რეპორტის შექმნა და მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციებს:

    • აირჩიეთ სასურველი ფორმა და დააკლიკეთ დამატებითი.
    • აირჩიეთ რეპორტის შექმნა.
    • შეიყვანეთ თქვენი რეპორტის სახელი და აირჩიეთ სასურველი რეპორტის ტიპი.

    თქვენ ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემი რეპორტების გვერდზე, რათა იხილოთ თქვენ მიერ შექმნილი რეპორტები.

  • JotForm-ის რომელი სატარიფო გეგმა მოიცავს რეპორტის მშენებელს?

    Jotform რეპორტის მშენებელი ხელმისაწვდომია ყველა სატარიფო გეგმისათვის. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა სარგებლობთ სრული ფუნქციონალის უფასო პაკეტით თუ გაუმჯობესებული ლიმიტების მქონე ფასიანი პაკეტით ან HIPAA შესაბამისობით, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შექმნათ პროფესიონალური რეპორტები და წარმოადგინოთ თქვენი ფორმის მონაცემები.

  • რამდენი რეპორტის შექმნა შემიძლია?

    იმდენის, რამდენიც გსურთ! არ არსებობს ლიმიტი რეპორტების შექმნის რაოდენობაზე.

  • როგორ შემიძლია შევქმნა რეპორტი ავტომატურად?

    თუ არ გსურთ რეპორტის შაბლონის ნოლიდან შექმნა, აირჩიეთ გაფართოებული ან კომპაქტური რეპორტის განლაგება და ავტომატურად შექმენით თქვენი ფორმის მონაცემების რეპორტი.

  • შემიძლია თუ არა ჩემი რეპორტის გადმოწერა PDF-ის სახით?

    დიათ, თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ თქვენი რეპორტი PDF-ის სახით, Jotform-ის რეპორტის მშენებელში გადმოწერის ღილაკზე დაჭერით.

  • შემიძლია თუ არა ჩემი რეპორტის გადმოწერა PowerPoint-ის სახით?

    სამწუხაროდ, ეს ფუნქციონალი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

  • შემიძლია თუ არა ჩემი რეპორტის გაზიარება?

    დიახ, Jotform რეპორტის მშენებელი საშუალებას გაძლევთ გააუზიაროთ თქვენი რეპორტები თანამშრომლებს, კლიენტებს, დაინტერესებულ მხარეებს და მრავალი სხვა. გახადეთ თქვენი რეპორტები საჯარო, პირადი, ან შეზღუდეთ წვდომა მხოლოდ თქვენი კომპანიის წევრებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააყენოთ წვდომის მოქმედების სასურველი თარიღი, რათა აკონტროლოთ თუ როდემდე ექნებათ მოხმარებლებს წვდომა თქვენს რეპორტებზე.

  • შემიძლია თუ არა ჩემი რეპორტის საიტზე ჩასმა?

    დიახ. ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი ლაივ რეპორტები ყველგან სადაც გსურთ. მარტივად დააკოპირეთ და ჩასვით ავტო-გენერირებული ჩაშენების კოდი თქვენს ვებსაიტზე ან კონტენტის პლატფორმებსზე, როგორიცაა Medium ან WordPress. ჩაშენებული რეპორტები ავტომატურად განახლდება რეალური დროის მონაცემებით!

  • შემიძლია თუ არა რეპორტის შესაქმნელად ჩემი მონაცემების იმპორტი?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ დამატებითი მონაცემები CSV ან Excel ფაილის სახით თქვენთვის სასურველ ფორმაზე. ჩვენი რეპორტის მშენებელი დააგენერირებს რეპორტებს თქვენ მიერ შემოტანილი მონაცემების გამოყენებით.

  • განახლდება თუ არა ჩემი რეპორტი, როდესაც ფორმა მიიღებს ახალ გამოხმაურებას?

    დიახ! თქვენი რეალური დროის რეპორტი ავტომატურად განახლდება ფორმის ყოველი ახალი გამოხმაურების მიღებისას - გაწვდით ყველაზე ზუსტ მონაცემებს ყველაზე სწრაფად.

  • შემიძლია თუ არა ჩემი რეპორტის შექმნისას ფილტრების გამოყენება?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაფილტროთ თქვენი რეპორტი, რათა აჩვენოთ მხოლოდ სასურველი მონაცემები. უბრალოდ დააკლიკეთ საძიებო ველის გვერდით მოცემულ ფილტრის ხატულას, აირჩიეთ ფორმის ველი და ფილტრის დეტალები.

  • შესაძლებელია თუ არა ერთი რეპორტის შესაქმნელად მრავალი ფორმის მონაცემების გამოყენება?

    სამწუხაროდ არა. ამჟამად ჩვენს რეპორტის მშენებელს შეუძლია რეპორტის გენერირება ერთდროულად მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებით.

  • შემიძლია თუ არა ჩემი რეპორტის გრაფიკის მონაცემების რედაქტირება?

    დიახ, მაგრამ რეპორტის მშენებლის გამოყენებით არა. ვინაიდან თქვენს გრაფიკებსა და დიაგარმებში წარმოდგენილი მონაცემები პირდაპირ კავშირშია თქვენი ფორმის მონაცემებთან, ერთადერთი საშუალება თქვენი გრაფიკების მონაცემების ცვლილებისათვის არის ფორმის მონაცემების რედაქტირება.

  • შეუძლიათ თუ არა HIPAA ანგარიშებს Jotform რეპორტის მშენებლის გამოყენება?

    დიახ, ვერცხლის ან ოქროს პაკეტის მქონე HIPAA შესაბამისობის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ რეპორტის მშენებელი რათა შექმნან პაციენტის უკუკავშირის და სამედიცინო მონაცემების რეპორტები.

  • ხელმისაწვდომია თუ არა Jotform რეპორტის მშენებელი Enterprise ანგარიშებისათვის?

    დიახ, Jotform რეპორტის მშენებელი ხელმისაწვდომია Jotform Enterprise-ის მომხმარებლებისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდით Enterprise გაყიდვების გუნდს.