Square ხდკ

იხილეთ Square-ს შესახებ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები. ან პირდაპირ დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის Square გადახდა?

    Square უზრუნველყოფს API-ს, რომლითაც უკავშირდება აპლიკაციებს და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გადახდები პირდაპირ თქვენი აპლიკაციის გავლით. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ Square-ს ანგარიში JotForm-ს და მიიღოთ გადახდები პირდაპირ თქვენი ფორმები გავლით.

  • როგორ შემიძლია ონლაინ გადახდების მიღება Square-ს გამოყენებით?

    თუ გსურთ მიიღოთ ონლაინ გადახდები Square-ს გამოყენებით, თქვენ პირველ რიგში უნდა შექმნათ სასურველი ფორმა, შემდეგ კი დაამატოთ Square-ს გადახდის ველი. ამის შემდეგ, თქვენ მომენტალურად შეგეძლებათ გადახდების მიღება თქვენი ფორმის ან ვებსაიტის გავლით.

    თუ ეძებთ დეტალურ ინფორმაცია თქვენი ფორმის Square-სთან ინტეგრაციის შესახებ, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გვერდს

  • შემიძლია თუ არა ჩემს საიტზე გადახდების მისაღებად Square-ს გამოყენება?

    დიახ. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ თქვენი Square-ს ანგარიში JotForm-ს და ჩასვათ პირდაპირ თქვენს ვებსაიტზე.

  • ფასიანია თუ არა Square-ს ინტეგრაციით სარგებლობა?

    Jotform არ გახდევინებთ რაიმე სახის დამატებით საკომისიოს. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ JotForm-ის რომელიმე პაკეტი, რათა შეძლოთ შესაბამისი ოდენობის ყოველთვიური გადახდების მიღება. თქვენ მოგიწევთ მხოლოდ Square-ს სტანდარტული ტარიფის გადახდა.

    იხილეთ ტარიფები: Square დამუშავების საკომისიოები

  • იღებს თუ არა Square ინტეგრაცია Google Pay ან Apple Pay გადახდებს?

    დიახ. თუ თქვენ გსურთ მიიღოთ გადახდები ონლაინ შეკვეთების, რეგისტრაციების ან დონაციებისათვის, Square საშუალებას გაძლევთ მიიღოთ Google Pay და Apple Pay გადახდები. თუ თქვენ დააკავშირებთ Jotform-ს და Square-ს ჩვენი მზა ინტეგრაციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ ფორმის ჩანაწერები და გადახდები ერთდროულად ნებისმიერი მოწყობილობიდან - ტრანზაქციის დამატებითი საკომისიოების გადახდის გარეშე.

  • როგორ გავააქტიურო Google Pay და Apple Pay Square ინტეგრაციის გამოყენებით?

    თქვენს Square გადახდის ფორმაზე Google Pay და Apple Pay გადახდების დამატება არის საკმაოდ მარტივი. გახსენით ფორმის მშენებლის გვერდი და დააკლიკეთ ფორმის ელემენტების დამატების ღილაკს, რომელიც მოცემულია გვერდის მარცხენა ნაწილში. შემდეგ, გადადით გადახდების ჩანართზე და აირჩიეთ Apple Pay & Google Pay ინტეგრაცია რათა დაამატოთ იგი თქვენს ფორმას. ინტეგრაციის პარამეტრებიდან, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ Square სასურველ ვარიანტად, დააკავშიროთ თქვენი ანგარიში და მოარგოთ გადახდის პარამეტრები რათა დაასრულოთ ინტეგრაციის შექმნა.

  • შემიძლია თუ არა პერსონალური გადახდებისათვის Square-ს გამოყენება?

    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Square, რათა მიიღოთ პერსონალური გადახდები. მიუხედავად ამისა, პერსონალური გადახდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უმჯობესია დაუკავშირდეთ Square-ს მხარდაჭერის გუნდს (ინდივიდუალური გამოყენება).

  • რა დრო სჭირდება Square-ს ტრანზაქციის დასრულებას?

    Square-ს ტრანზაქციები არის მომენტალური და წარმატებული გადახდები მაშინვე აისახება თქვენს Square-ს ანგარიშზე.მიუხედავად ამისა, თანხის Square-ს ანგარიშიდან თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე გადატანას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული დრო.

  • რომელია უკეთესი - Square თუ PayPal?

    ყველა მომხმარებლის საჭიროებები განსხვავდება ტრანზაქციების რაოდენობით, მდებარეობით, ტრანზაქციების საკომისიოებით და სხვა. ამიტომაც აჯობებს შეამოწმოთ ორივე ინტეგრაცია და აირჩიოთ ის, რომელიც უკეთესად ერგება თქვენს მოთხოვნებს.

    თუ თქვენ ხართ დაინტერესებული PayPal-ი გადახდის ფორმით, ეწვიეთ მოცემულ გვერდს.

  • როგორ შემიძლია Square-ს გადახდის ფორმის დამატება ჩემს Wix-ის ვებსაიტზე?

    თუ Square-ს გადახდა უკვე კონფიგურირებულია თქვენს ფორმაზე, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ის თქვენს Wix-ის ვებსაიტზე მოცემული გიდის მიხედვით:

    როგორ დავამატო ფორმა Wix-ის ვებსაიტს

  • შემიძლია თუ არა გადახდების მიღება სატელეფონო ზარით?

    თქვენი ფორმის გავლით გადახდის განხორციელება არის პირდაპირი და მარტივი პროცესი მომხმარებლებისათვის. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ თქვენი ფორმა Square-ს გადახდის ინტეგრაციას და საშუალება მისცეთ მომხმარებელს განახორციელოს პირდაპირი გადახდა. თქვენ მოგიწევთ თქვენ თვითონვე შეავსოთ და გააგზავნოთ ფორმა მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, თუ გსურთ განახორციელოთ გადახდა სატელეფონი ზარით.

    გსურთ მობილური ფორმის შექმნა? ეწვიეთ მოცემულ გვერდს.

  • უფასოა თუ არა Square არაკომერციული ორგანიზაციებისათვის?

    არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ფორმა გჭირდებათ, თუ თქვენ წარმოადგენთ არაკომერციულ ორგანიზაციას, JotForm-ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 50%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერ სასურველ პაკეტზე. მიუხედავად ამისა, თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ Square-ს ტრანზაქციის საკომისიოს გადახდა. დამატებითი დეტალებისათვის, გთხოვთ იხილეთ Square-ს საკომისიოები.

  • უსაფრთხოა თუ არა Square მომხმარებლებისათვის?

    JotForm-ის Square-ს ინტეგრაციის გავლით, თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი გადახდის უსაფრთხოება PCI დონე II შესაბამისობით და 24/7 მხარდაჭერით. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ JotForm-ის და Square-ს უსაფრთხოების გვერდებს.

    1. Jotform უსაფრთხოება
    2. Square უსაფრთხოება
  • რამდენი გადახდის მიღება შემიძლია Square-ს გამოყენებით ფასიანი პაკეტით სარგებლობისას?

    Square-ს ინტეგრაციით სარგებლობისას არ არსებობს რაიმე სახის დამატებითი შეზღუდვა გადახდების მიღების რაოდენობაზე. უფასო პაკეტით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ ყოველთვიურად მიიღოთ 100 გადახდა. და თუ თქვენ სარგებლობთ ფასიანი პაკეტით, თქვენი გადახდის ლიმიტი უდრის თქვენი ფორმის გამოგზავნების ლიმიტს. იხილეთ ჩვენი პოსტი Square-ს გადახდის ლიმიტის განახლების შესახებ.

  • შემიძლია თუ არა პერიოდული გადახდების მიღება Square-ს გამოყენებით?

    თქვენ შეგიძლიათ ინტეგრაციის გადახდის ტიპად აირჩიოთ "გამოწერების გაყიდვა" და მიიღოთ პერიოდული გადახდები Square-ს გავლით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი გიდი: Square პერიოდული გადახდები.

  • როგორ შემიძლია ვმართო და გავაუქმო Square-ს გავლით შეძენილი გამოწერები (პერიოდული გადახდები)?

    თქვენი მომხმარებლების მიერ გადახდილი გამოწერების გაუქმება შესაძლებელია Square-ს მართვის პანელიდან ან პერიოდული გადახდების შესახებ მიღებული იმეილის გამოყენებით. დეტალური ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ჩვენს გიდს.

  • შემიძლია თუ არა POS/Square-ს წამკითხველის დაკავშირება Square-ს ინტეგრაციასთან?

    არა. არ არის შესაძლებელი POS/Square-ს წამკითხველის დაკავშირება Square-ს ინტეგრაციასთან.

  • შემიძლია თუ არა თანხის ჩამოჭრა მოგვიანებით?

    დიახ. თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ გადახდის ავტორიზაციის ფუნქციონალი, რათა მოგვიანებით ჩამოაჭრათ თანხ ამომხმარებლებს. მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა ავტორიზებული ტრანზაქციები ვალიდურია მხოლოდ 6 დღის განმავლობაში. თუ თქვენ თანხას არ ჩამოაჭრით 6 დღის განმავლობაში, თქვენ მოგიწევთ სთხოვოთ მომხმარებელს თავიდან განახორციელოს ტრანზაქცია თქვენი ფორმის გამოყენებით. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება Square-ს ყველა ტრანზაქციაზე.

  • შესაძლებელია თუ არა ინვოისირება Square-ს გამოყენებით?

    მიუხედავად იმისა, რომ ინვოისირება შესაძლებელია პირდაპირ Square-ს გამოყენებით, სამწუხაროდ აღნიშნული ფუნქციონალი არ არის ხელმისაწვდომი JotForm-ის ინტეგრაციის სახით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავამატოთ ახალი ფუნქციონალი, ხოლო Sqaure-ს ინვოისირება განსახორციელებელი მიზნების ერთ-ერთი ნაწილია.

  • რა არის Square-ს გამოყენების უპირატესობა?

    Square არის ბრენდი, რომელსაც JotForm-ის მომხმარებლები ენდობიან. ჩვენ გვყავს მრავალი მომხმარებელი, რომლებიც სარგებლობენ Square-ს ინტეგრაციით და ძალიან კმაყოფილები არიან თავიანთი გადაწყვეტილებით. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ კონკრეტული მაგალითები თუ როგორ იყენებს ცნობილი ტატუ არტისტი და პოპულარული კბილის ექიმი JotForm-ისა და Square-ს კომბინაციას თავიანთი ბიზნესისათვის გადახდების მისაღებად.