WePay ხდკ

Check out the WePay FAQs and get the answers. Or directly learn from our 24/7 Support Team!

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • რა არის Chase WePay?

    WePay არის Chase-ს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ გადახდის გადაწყვეტილებას რომლის ჩაშენებაც შესაძლებელია სხვადასხვა ბიზნეს პლატფორმებზე, მათ შორის Jotform. ის უზრუნველყოფს გადახდის სიმარტივეს, მოქნილობას და უსაფრთხოებას. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ გადახდების მიღება WePay გადახდის ფორმის გავლით ახლავე!

  • როგორ მუშაობს WePay?

    WePay-ს გამოყენება არის საკმაოდ მარტივი. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ მისი თქვენს ფორმასთან ინტეგრირება და მომენტალურად შეძლებთ პროდუქციის, სერვისების და დონაციების საფასურის მიღებას. მიღებული გადახდები გაიგზავნება პირდაპირ თქვენს WePay ანგარიშში, ხოლო აქედან თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა თქვენს საბანკო ანგარიშზე ან მოითხოვოთ ჩეკის სახით.

  • არის თუ არა WePay დაცული?

    დიახ, ის არის სრულიად დაცული და უსაფრთხო. ის იყენებს როგორც დაშიფრვის ტექნოლოგიას, ასევე ტოკენიზაციას რათა უზრუნველყოს თითოეული ტრანზაქციის მაქსიმალური უსაფრთხოება.

    დამატებით, ის არის PCI დონე 1 შესაბამისი, ასე რომ ის უზრუნველყოფს საბარათე მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ყველაზე მაღალ სტანდარტს.

  • როგორ შემიძლია დავაკავშირო WePay ჩემს ფორმას და დავიწყო გადახდების მიღება?

    დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ ეწვიოთ მოცემულ გვერდს როგორ დავაკავშირო ჩემი ფორმა WePay ინტეგრაციას. როგორც კი წარმატებით დააკავშირებთ ინეგრაციას თქვენს ფორმას, თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ფორმის ლინკები თქვენს მომხმარებლებს და დაიწყოთ გადახდების/დონაციების მიღება.

  • არის თუ არა რაიმე სახის ტრანზაქციის დამატებითი საკომისიო JotForm-ის მხრიდან?

    Jotform-თან ერთად, არ არსებობს გადახდების დამუშავების დამატებითი საკომისიოები; თქვენ იხდით მხოლოდ WePay-ს სტანდარტულ საკომისიოს.

  • რამდენია WePay-ს საკომისიო?

    WePay გახდევინებთ 2.9% + 0.30$ თითოეული განხორციელებული ტრანზაქციისათვის. გაითვალისწინეთ რომ JotForm-ს გააჩნია მხოლოდ გადახდის მიღების პლატფორმის როლი. ყველა ტრანზაქციის თანხა იგზავნება პირდაპირ თქვენს WePay-ს ანგარიშზე.

  • შესაძლებელია თუ არა პერიოდული გადახდების შექმნა WePay-ს ინტეგრაციით?

    ამჟამად პერიოდული ტიპის გადახდები არ არის მხარდაჭერილი WePay ინტეგრაციის მიერ. ეს არის ის რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არსებული ინტეგრაციით:

    1. გაყიდოთ ონლაინ პროდუქცია
    2. გაყიდოთ მერჩენდაიზი
    3. შეაგროვოთ დონაციები ონლაინ
    4. მიიღოთ სასურველი ოდენობის გადახდა
  • რომელი ვალუტებია მხარდაჭერილი WePay-ს მიერ?

    ამჟამად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადახდები მხოლოდ დოლარში, ევროსა და კანადურ დოლარში.

  • შემიძლია თუ არა მივიღო საერთაშორისო გადახდები WePay-ს ინტეგრაციის გამოყენებით?

    დიახ. WePay-ს მიერ მხარდაჭერილია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბარათები როგორიცაა Visa, MasterCard, American Express ან Discover.

  • შემიძლია თუ არა დავაბრუნო WePay-ს ტრანზაქციის თანხა JotForm-ის გამოყენებით?

    არა, თქვენ ვერ დაუბრუნებთ მომხმარებლებს თანხას JotForm-ის გავლით. თქვენი ფორმების გავლით განხორციელებული ყველა ტრანზაქცია ავტომატურად აისახება თქვენი WePay-ს ანგარიშის პანელზე. აქედან, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადახედოთ ტრანზაქციებს და სურვილის შემთხვევაში დაუბრუნოთ თანხა.

  • შესაძლებელია თუ არა WePay-ს გამოყენება დიდ ბრიტანეთში?

    დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ ისარგებლონ WePay-ს ყველა იმ სერვისით, რომლითაც სარგებლობენ ამერიკის და კანადის მომხმარებლები.

    WePay UK-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გვერდს.

  • რა დრო სჭირდება WePay-ს მიერ გადახდის დამუშავებას?

    როგორც წესი აღნიშნულ პროცეს სჭირდება ორი სამუშაო დღე. თქვენ შეგიძლიათ თანხის მიღების სავარაუდო დრო თქვენი გადახდის პანელის წინა განაღდების გვერდიდან.

2020 წლის ივნისიდან, WePay-ს ინტეგრაცია აღარ არის ხელმისაწვდომი.
მიუხედავად ამისა, თქვენ კვლავ შეგიძლიათ შეაგროვოთ გადახდები ჩვენი
30+ სხვა გადახდის სისტემის ინტეგრაციით.

გაგრძელება