Jotform for Beginners
Get more done with powerful, easy-to-use online forms. Learn how in this helpful, free guide from Jotform.
Download the Book
December 5, 2021
განახლება: ჩვენ მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ ახლახანს გავუშვით Jotform PDF რედაქტორის ახალი ვერსია.
JotForm-ის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დაურთოთ ფომის გამოგზავნილი მონაცემები PDF ფაილების სახით შეტყობინების იმეილებს და თვალყური ადევნოთ თქვენი ფორმის მონაცემებს პირდაპირ იმეილის ინბოქსიდან. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ფორმის მონაცემები შეიცავს ჯანმრთელობის დაცულ ინფორმაციას (PHI), მოცემულმა მეთოდმა შეიძლება გამოიწვიოს HIPAA სტანდარტების დარღვევა ვინაიდან იმეილის სერვისების უმრავლესობა არ უზრუნველყოფს ჩაშენებულ დაშიფრვას. მსგავსი ტიპის მონაცემთა გაჟონვის თავიდან ასარიდებლად, Jotform მოგცემთ შესაძლებლობას დაიცვათ გამოგზავნილი მონაცემების PDF ფაილი პაროლით თუ თქვენ გსურთ მიიღოთ ისინი იმეილის შეტყობინებებთან ერთად. აი ასე შეგიძლიათ მისი კონფიგურირება:
მას შემდეგ რაც დაასრულებთ თქვენი ფორმის მონაცემების PDF-ების კონფიგურირებას და მათ პაროლით დაცვას, თქვენ შეძლებთ მიიღოთ ისინი თქვენს იმეილ შეტყობინებებში. ეს არის იმეილ შეტყობინების მაგალითი HIPAA ანგარიშისათვის:
როდესაც შეეცდებით PDF-ის ნახვას, თქვენ მოგიწევთ პაროლის შეყვანა რომელიც შექმენით მე-6 ეტაპზე ზემოთ. თქვენ შეგიძლიათ მისი როგორც პირდაპირ ბრაუზერში ნახვა, ასევე გადმოწერა კომპიუტერში მოგვიანებით სანახვად. თქვენ მოგიწევთ აღნიშნული პაროლის შეყვანა ყოველ ჯერზე როდესაც ეცდებით PDF ფაილის ნახვას.
ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით
მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/
დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/
კომენტარის გაგზავნა:
კომენტარი: