როგორ გავუზიარო ფორმები სხვა მომხმარებლებს Enterprise სერვერზე

October 26, 2021

Jotform გუნდებისათვის საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ ფორმები თქვენი გამოყოფილი სერვერის ფარგლებში:

›››  ინდივიდუალურ ფორმებზე წვდომის გაზიარება

›››  კონკრეტულ საქაღალდეზე წვდომის გაზიარება

›››  ფორმის მფლობელობის სხვა მომხმარებლისთვის გადაცემა

სერვერზე არსებული ყველა ფორმის მართვა შესაძლებელია სერვერის ადმინისტრატორის მიერ, მაგრამ მოცემულ გიდში ჩვენ განვიხილავთ გაზიარების ვარიანტებს რომელიც ხელმისაწვდომია სერვერის ყველა მომხმარებლისათვის.

როგორ გავაზიარო წვდომა ინდივიდუალურ ფორმებზე

თუ თქვენი მიზანია ინდივიდუალური ფორმების გაზიარება, ქვემოთ მოცემული ნაბიჯები დაგეხმარებათ.

ნაბიჯი 1 გადადით ანგარიშის პარამეტრების გვერდზე

ნაბიჯი 2 შემდეგ გაზიარების ჩანართზე დააკლიკეთ სხვა მომხმარებელთან გაზიარების ღილაკს

ნაბიჯი 3 შეიყვანეთ იმ მომხმარებლის იმეილის მისამართი ვისთვისაც გსურთ ფორმის გაზიარება

ნაბიჯი 4 აირჩიეთ გაზიარების ვარიანტი. აქ თქვენ დაგჭირდებათ გადაწყვიტოთ გსურთ თქვენი ყველა ფორმის გაზიარება თუ კონკრეტული მათგანის

როდესაც აირჩევთ ‘ჩემი ფორმებიდან არჩევის’ ვარიანტს, თქვენ იხილავთ წვდომის ნებართვების ასარჩევ ცხრილს:

  ›››  გამოგზავნების ნახვა საშუალებას აძლევს მომხმარებელს იხილოს და დაარედაქტიროს ფორმის გამოგზავნილი მონაცემები

  ›››  ფორმის რედაქტირება ანიჭებს მომხმარებელს ფორმის მშენებელზე წვდომას, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს/წაშალოს/შექმნას ფორმის ველები ან შეცვალოს პარამეტრები.

ნაბიჯი 5 მას შემდეგ რაც აირჩევთ სასურველ ფორმებს და დააყენებთ გაზიარების პარამეტრებს, გთხოვთ დაასრულეთ გაზიარების პროცესი გაზიარების მწვანე ღილაკზე დაჭერით და მორჩა. თითოეული ასეთი მომხმარებელი გამოჩნდება თქვენი გაზიარების სიაში, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ:

აღნიშნული მომხმარებელი მიიღებს მოწვევას რათა მართოს თქვენი ფორმები:

ამის შემდეგ, მოცემულ მომხმარებელს შეუძლია იხილოს გაზიარებული ფორმები ჩემი ფორმების გვერდზე, მარცხენა პანელზე მოცემული თქვენთან გაზიარებული ფორმების სექციიდან:

ზედა ნაწილში გადასვლა ↑

როგორ გავაზიარო Enterprise სერვერის საქაღალდეზე წვდომა

თუ უპირატესობას ანიჭებთ ფორმების ორგანიზებული სახით შენახვას, თქვენთვის უფრო მეტად ხელსაყრელი იქნება კონკრეტულ საქაღალდეებზე წვდომის გაზიარება

ქვემოთ მოცემული ეტაპები დაგეხმარებათ სწრაფად გააზიაროთ სასურველ საქაღალდეებზე წვდომა

პირველ რიგში, გთხოვთ აირჩიეთ საქაღალდე რომლის გაზიარებაც გსურთ და დააკლიკეთ მისი სახელის გვერდით მოცემულ ისრის ხატულას. შემდეგ ჩამოსაშლელ მენიუზე აირჩიეთ ‘საქაღალდეს გაზიარება‘:

მოხდება თქვენი ანგარიშის პარამეტრების ‘გაზიარების‘ გვერდზე გადამისამართება. თქვენ მიერ არჩეული საქაღალდე იქნება ავტომატურად მონიშნული, ასე რომ გაზიარების პროცესის დასასრულებლად გჭირდებათ მხოლოდ მომხმარებლის იმეილის მისამართის შეყვანა და ფორმების ჩამონათვალის ქვემოთ მოცემულ გაზიარების მწვანე ღილაკზე დაჭერა:

როგორც კი მორჩებით, მომხმარებელი იხილავს გაზიარებულ საქაღალდეს თქვენთან გაზიარებული ფორმების სექციის ქვემოთ

ზედა ნაწილში გადასვლა ↑

როგორ გადავიტანო ფორმები და მონაცემები Enterprise სერვერის სხვა ანგარიშზე

Jotform Enterprise-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ფორმის მფლობელობის სხვა მომხმარებლისთვის გადაცემა . მიჰყევით მოცემულ ეტაპებს:

პირველ რიგში დარწმუნდით რომ სხვა ანგარიში (სამიზნე ანგარიში) უზიარებს წვდომას თქვენს ანგარიშს (საწყისი ანგარიში). სრულიად საკმარისი იქნება თ მომხმარებელი შექმნის ცარიელს საქაღალდეს და გაგიზიარებთ მას

ამის შემდეგ, თქვენ იხილავთ გაზიარებულ საქაღალდეს ჩემი ფორმების გვერდის მარცხენა პანელზე. გაზიარებულ საქაღალდეს ექნება იმ ანგარიშის მომხმარებლის სახელი, რომელიც გიზიარებთ მას

ფორმის სხვა მომხმარებლის ანგარიშზე გადასატანად, მარტივად აიღეთ სასურველი ფორმა და ჩააგდეთ ის გაზიარებულ საქაღალდეში

ამის შემდეგ, მარტივად დაადასტურეთ ფორმის მფლობელობის ცვლილება და მორჩა. ამის შემდეგ, ფორმა და მისი მონაცემები ეკუთვნის აღნიშნულ ანგარიშს.

ზედა ნაწილში გადასვლა ↑

იყო თუ არა მოცემული გიდი სასარგებლო?
დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

კომენტარი:

Podo Commentიყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.