როგორ შევქმნა ახალი მომხმარებელი ან ადმინისტრატორი Enterprise სერვერზე

November 17, 2021

თქვენს მიერ Enterprise სერვერისათვის შეძენილ ადგილთა რაოდენობის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი მომხმარებლები ან ადმინისტრატორები. ახალი მომხარებლის შესაქმნელად, გთხოვთ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ეტაპებს:

ნაბიჯი 1: გადადით თქვენი ანგარიშის ადმინის გვერდზე.

ნაბიჯი 2: ადმინის გვერდზე, თქვენ იხილავთ არსებულ მომხმარებელთა სიას, საჭიროების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ისინი. სერვერზე ახალი მომხმარებლის ან ადმინისტრატორის შესაქმნელად, გთხოვთ დააკლიკეთ ღილაკს ახალი მომხმარებლის დამატება :

ნაბიჯი 3: ახლა თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ დეტალები რათა შექმნათ ახალი მომხმარებელი ან ადმინი. ერთადერთი განსხვავება მომხმარებელსა და ადმინისტრატორს შორის არის ის რომ ადმინისტრატორს შეუძლია შექმნას და მართოს სხვა მომხმარებლები. მომხმარებელს არ აქვს წვდომა Enterprise სერვერის ადმინის გვერდზე.

ანგარიშის ჩაკეტვის ფუნქციონალი აყენებს გარკვეულ ლიმიტებს ფორმებზე რათა აღმოფხვრას გადაჭარბებული გამოყენება. აღნიშნული ლიმიტები არ ეხება სტანდარტულ ფორმის ლიმიტებს და დაკავშირებულია მხოლოდ უსაფრთხოების ზომებთან. მაგალითად, ზოგიერთ შემთვევაში, შესაძლოა დროის მოკლე მონაკვეთში მოხდეს ერთი IP მისამართიდან ძალიან ბევრი გამოგზავნების მიღება. სისტემამ შესაძლოა აღიქვას აღნიშნული როგორც სპამი და დაბლოკოს ფორმები.მაგრამ, შესაძლოა აღნიშნული გამოგზავნები სულაც არ იყოს სპამი და უბრალოდ გამოიგზავნა თანამშრომლების მიერ რომლებიც იყენებენ ფორმას ერთსა და იმავე ლოკაციიდან/ინტერნეტის ქსელიდან. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ კონკრეტული მომხმარებლის ფორმებს უნდა ჰქონდეს თუ არა “ჩაკეტვის” ფუნქციონალი გააქტიურებული.

შენიშნვა: თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ მომხმარებლის სახელი და პაროლის ველები ცარიელი და ჩვენი სისტემა შექმნის აღნიშნულ მნიშვნელობებს ავტომატურად.

იყო თუ არა მოცემული გიდი სასარგებლო?
დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

კომენტარი:

Podo Commentიყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.