# Jotform Inbox: Manage Form Submissions like a Pro

Jotform ინბოქსი

# დაალაგეთ, იპოვეთ და მართეთ თქვენი მონაცემები.

თვალყური ადევნეთ, მოძებნეთ და მართეთ თქვენი ფორმის ყველა მონაცემი Jotform ინბოქსის გამოყენებით - მიიღეთ უფრო მეტი კონტროლი თუ როგორ იხილავთ და გააზიარებთ თქვენს მონაცემებს. მოახდინეთ მონაცემების ორგანიზება, ითანამშრომლეთ სხვებთან და იპოვეთ ზუსტად ის რასაც ეძებთ საძიებო ფილტრების გამოყენებით.

[**სცადეთ ახლავე** — ეს უფასოა!](https://www.jotform.com/inbox/)

Jotform ინბოქსი საშუალებას გაძლევთ იხილოთ და მართოთ ფორმის მონაცემები ნებისმიერი მოწყობილობიდან. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საძიებო ფილტრები, დაამატოთ კომენტარები ან ტეგები, უპასუხოთ და გადაამისამართოთ იმეილები, შექმნათ PDF-ები, გააზიაროთ თქვენი ინბოქსი, და მრავალი სხვა.

## გაფილტრეთ მონაცემები

Jotform ინბოქსი გთავაზობთ მძლავრ ძებნის ფუნქციონალს რომელიც ამარტივებს ფორმის მონაცემების პოვნას, დახარისხებასა და მართვას.

![Image 1: Create filters to find what you’re looking for](https://cdn.jotfor.ms/p/products/inbox/assets/img-min/home/create-filters.svg)

## შექმენით ფილტრები რათა იპოვოთ ყველა საჭირო მონაცემი

მარტივად აირჩიეთ სასურველი კრიტერიუმი რათა გაფილტროთ ძიების შედეგები. თქვენ შეგიძლიათ გაფილტროთ თარიღების, იარლიყების, ტეგების, მონაცემების შიგთავსის, ფორმის ველების მიხედვით.

[მომხმარებლის გიდი](https://www.jotform.com/help/how-to-filter-and-search-submissions-in-inbox/)

![Image 2: Organize with tags](https://cdn.jotfor.ms/p/products/inbox/assets/img-min/home/organize-with-tags.svg)

## ორგანიზება ტეგების გამოყენებით

დაამატეთ ფერადი ტეგები რათა გაამარტივოთ მონაცემების დაჯგუფება და გაფილტრვა, ასე რომ მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი რაც გჭირდებათ.

![Image 3: Create new tabs](https://cdn.jotfor.ms/p/products/inbox/assets/img-min/home/create-new-tabs.svg)

## შექმენით ახალი ჩანართები

იპოვეთ რაც გჭირდებათ როგორც კი გახსნით თქვენს ინბოქსს. შექმენით ახალი ჩანართები რათა სურვილისამებრ დაახარისხოთ და დააჯგუფოთ ფორმის მონაცემები.

[მომხმარებლის გიდი](https://www.jotform.com/help/how-to-organize-your-inbox-with-tabs/)

## ითანამშრომლეთ თქვენს გუნდთან

გააზიარეთ თქვენი Jotform ინბოქსი შეუფერხებელი ონლაინ თანამშრომლობისათვის. საშუალება მიეცით სხვებს იხილონ, დაარედაქტირონ და გამოეხმაურონ ფორმის გამოგზავნებს.

![Image 4: Add comments](https://cdn.jotfor.ms/p/products/inbox/assets/img-min/home/add-comments.svg)

## დაამატეთ კომენტარები

დატოვეთ კომენტარები გამოგზავნილ მონაცემებზე და მონიშნეთ თქვენი გუნდის წევრები მათი იმეილის მისამართების გამოყენებით.

[მომხმარებლის გიდი](https://www.jotform.com/help/how-to-create-collaboration-in-inbox-with-comments-comments-mentions-replies/)

![Image 5: Reply to or forward submissions](https://cdn.jotfor.ms/p/products/inbox/assets/img-min/home/reply-forward-submissions.svg)

## უპასუხეთ ან გადაამისამართეთ მონაცემები

გაუგზავნეთ იმეილ გამოხმაურებები ფორმის გამომგზავნებს ან მარტივად გადაუგზავნეთ გამოგზავნილი მონაცემები გუნდის წევრებს.

[მომხმარებლის გიდი](https://www.jotform.com/help/how-to-create-collaboration-in-inbox-with-comments-comments-mentions-replies/#replies)

## შექმენით გაზიარებადი ლინკები

შექმენით JotFrom ინბოქსის ლინკი რათა გაუზიაროთ Jotform-ის სხვა მომხმარებლებს. დააყენეთ ლინკის მოქმედების ვადა, შეცვალეთ რედაქტირების უფლებები და მოარგეთ წვდომის პარამეტრები.

[მომხმარებლის გიდი](https://www.jotform.com/help/how-to-share-your-inbox/)

![Image 6: Send email invitations](https://cdn.jotfor.ms/p/products/inbox/assets/img-min/home/send-email-invitations.svg)

## გაგზავნეთ იმეილ მოწვევები

მოიწვიეთ სხვები თქვენს Jotform ინბოქსზე იმეილ მისამართებისა და შეტყობინებების დამატებით. მიანიჭეთ მხოლოდ წაკითხვის ან თანამშრომლის წვდომის უფლებები.

[მომხმარებლის გიდი](https://www.jotform.com/help/how-to-share-your-inbox/#invitation-email)

## მართეთ თქვენი ყველა მონაცემი

მიიღეთ თქვენი მონაცემების მაქსიმუმი. Jotform ინბოქი ამარტივებს თქვენი მონაცემების მართვას, რედაქტირებას და გადმოწერას ნებისმიერი მოწყობილობიდან.

![Image 7: Edit responses](https://cdn.jotfor.ms/p/products/inbox/assets/img-min/home/edit-responses.svg)

## დაარედაქტირეთ მონაცემები

გახსენით საწყისი ფორმა, შეცვალეთ გამოგზავნილი მონაცემები და შეავსეთ ისე როგორც გსურთ.

![Image 8: Download or print submissions](https://cdn.jotfor.ms/p/products/inbox/assets/img-min/home/download-print-submissions.svg)

## გადმოწერეთ ან დაბეჭდეთ მონაცემები

შეინახეთ მონაცემები PDF-ების სახით ან დაბეჭდეთ ერთი კლიკით.

![Image 9: Generate PDFs](https://cdn.jotfor.ms/p/products/inbox/assets/img-min/home/generate-pdfs.svg)

## შექმენით PDF-ები

გამოიყენეთ Jotform-ის ინტუიციური PDF რედაქტორი რათა აქციოთ ფორმის მონაცემები მორგებად PDF დოკუმენტებად.

## Jotform ინბოქსი ხდკ

ყველა თქვენი შეკითხვა Jotform ინბოქსის შესახებ - პასუხგაცემული. იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები რათა მიიღოთ პასუხები მომენტალურად ან დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.

[ხშირად დასმულ კითხვებზე გადასვლა](https://www.jotform.com/ka/features/inbox/faq/)

![Image 10: Jotform Inbox FAQ](https://cdn.jotfor.ms/p/products/inbox/assets/img-min/home/faq.svg)

## Jotform ინბოქსი

მზად ხართ დაიწყოთ Jotform ინბოქსის გამოყენება? გაიგეთ როგორ შეგიძლიათ იხილოთ, მართოთ და გააზიაროთ თქვენი ფორმის მონაცემები რამოდენიმე მარტივი ნაბიჯით!

![Image 11: How to Use Jotform Inbox](https://cdn.jotfor.ms/image/r/aHR0cHM6Ly9jZG4uam90Zm9yLm1zL3AvcHJvZHVjdHMvaW5ib3gvYXNzZXRzL2ltZy1taW4vaG9tZS92aWRlby10aHVtYi5qcGc=/video-thumb.png?w=40&t=1)

## მსგავსი კონტენტი

ბლოგის სტატია

[How to collaborate and communicate using Jotform Inbox](https://www.jotform.com/blog/how-to-collaborate-and-communicate-using-jotform-inbox/)

[![Image 12: How to collaborate and communicate using Jotform Inbox](https://www.jotform.com/blog/wp-content/uploads/2020/09/How_to_collaborate_using_JotForm_Inbox-700x424.png)](https://www.jotform.com/blog/how-to-collaborate-and-communicate-using-jotform-inbox/)

ბლოგის სტატია

[New product: Organize form submissions with Jotform Inbox](https://www.jotform.com/blog/organize-form-submissions-with-jotform-inbox/)

[![Image 13: New product: Organize form submissions with Jotform Inbox](https://www.jotform.com/blog/wp-content/uploads/2019/04/84-16-700x425.png)](https://www.jotform.com/blog/organize-form-submissions-with-jotform-inbox/)