როგორ შევამოწმო ინვოისები

12 ნოემბერი, 2021

საფეხურები რათა შეამოწმოთ და მიიღოთ ინვოისები:

  1. დააკლიკეთ თქვენი პროფილის სურათს, შემდეგ თქვენი მომხმარებლის სახელს რათა გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე.
როგორ შევამოწმო ინვოისები Image-1
  1. დააკლიკეთ ბილინგის ჩანართს. თუ თქვენ სარგებლობთ უფასო პაკეტით, თქვენ იხილავთ გაუმჯობესების ჩანართს.
როგორ შევამოწმო ინვოისები Image-2

ჩასქროლეთ ოდნავ ქვემოთ ბილინგის ჩანართზე და თქვენ უნდა დაინახოთ ინვოისების სექცია. დააკლიკეთ ჩვენებას რათა გამოაჩინოთ თქვენი ინვოისების სია.

როგორ შევამოწმო ინვოისები Image-3
  1. თითოეული ინვოისის დეტალების სანახავად, დააკლიკეთ ლინკს “ნახვა”.
როგორ შევამოწმო ინვოისები Image-4

საკრედიტო ბარათით გადახდისას, ჩვენ ვიყენებთ Stripe-ს და Jotform ქმნის ინვოისებს. Stripe ასევე აგზავნის ცალკეულ ქვითარს თქვენი ანგარიშის იმეილზე.

PayPal-ით გადახდისას,ინვოისების შექმნა ხდება Jotform-ის მიერ, მაგრამ ამავდროულად PayPal აგზავნის გადახდის ცალკეულ ქვითარს.

ჩეკით/შესყიდვის შეკვეთით/ელექტრონული გადარიცხვისას, ჩვენ ვიყენებთ BlueSnap-ს გადახდის დასამუშავებლად. ინვოისები იგზავნება ბილინგის იმეილზე მას შემდეგ რაც გადახდის პროცესი დასრულება. თუ ინვოისი არ არის ხელმისაწვდომი თქვენი ანგარიშის ინვოისების სექციის ქვემოთ, გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკური დახმარების გუნდს..

ჩვენ ასევე ვიყენებთ FastSpring-ს საკრედიტო ბარათებით და PayPal-ით გადახდისას. FastSpring ქმნის ინვოისს თქვენი გადახდისათვის.

დამატებითი ინფორმაცია:

***დღგ-ს ID ნომრის დამატება შესაძლებელია მოთხოვნის შემთხვევაში, თუ საწყის გადახდას/ინვოისს არ აქვს დამატებული აღნიშნული ინფორმაცია.

***თუ მოხდა ანგარიშსწორება, მაგრამ ინვოისი არ ისახა თქვენს ანგარიშზე, გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკური დახმარების ფორუმს.

ბილინგის გვერდთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ ან დაგვიკავშირდით დახმარების ფორუმის გამოყენებით.

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.