როგორ შევქმნა PDF ფორმა

5 დეკემბერი, 2021

განახლება: ჩვენ მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ რომ ჩვენ გავუშვით JotForm-ის PDF რედაქტორის ახალი ვერსია.

Jotform PDF რედაქტორი – შევსებადი PDF ფორმების შემქმნელი

PDF ფორმა განსაკუთრებით სასარგებლოა დოკუმენტების შესაქმნელად და გასაზიარებლად. Jotform უზრუნველყოფს თქვენი ონლაინ ფორმების PDF ფორმატში გადაყვანის ყველაზე სწრაფ გზას. დასაწყებად, გთხოვთ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს:

  1. გადადით ჩემი ფორმების გვერდზე.
  2. დააკლიკეთ სასურველ ფორმას რათა მონიშნოთ ის.
  3. დააკლიკეთ ფორმის რედაქტირებას რათა გახსნათ ფორმის მშენებელი.
როგორ შევქმნა PDF ფორმა Image-1
  1. შემდეგ გადადით გამოქვეყნება > PDF და დააკლიკეთ PDF-ის გადმოწერა
როგორ შევქმნა PDF ფორმა Image-2
  1. მოხდება თქვენი გადამისამართება JotForm-ის PDF რედაქტორზე. ის ჰგავს არსებულ ფორმის მშენებელს მაგრამ ფუნქციონალით ფოკუსირებულია ფორმის PDF აგებულებაზე. აქ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ველები მარცხენა გვერდითი პანელიდან სასურველი ელემეტების აღებითა და ჩასმით. ჩვენ გვაქვს ძირითადი ელემენტები და ველები (რეგულარული ველები):
როგორ შევქმნა PDF ფორმა Image-3
  1. მას შემდეგ რაც მორჩებით PDF ფორმაზე მუშაობას, თქვენ შეგიძლიათ დააკლიკოთ გადმოწერის ღილაკს გვერდის ზედა-მარჯვენა კუთხეში რათა სწრაფად მიიღოთ PDF ფორმა ან გადახვიდეთგამოქვეყნების სექციაზე რათა გააქტიუროთ/გამორთოთ დამატებითი პარამეტრები როგორიცაა ახალი გვერდის დაწყების და გაგზავნის ღილაკის PDF-ზე გამოყენება.

გადმოწერის ღილაკი:

როგორ შევქმნა PDF ფორმა Image-4

გამოქვეყნების სექცია:

როგორ შევქმნა PDF ფორმა Image-5

თამამად დაწერეთ კომენტარი ან რჩევა კომენტარის სახით ქვემოთ. თუ გაქვთ რაიმე სახის კითხვა, გახსენით ბილეთი ჩვენს მხარდაჭერის ფორუმზე – მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ.

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.